Home » 2021 » February » 26

Daily Archives: February 26, 2021

„საქართველოს ფოსტა“ განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს ფოსტა“ განცხადებას ავრცელებს. შპს „საქართველოს ფოსტამ“ სსიპ „საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს“ საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის შპს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების“ და არა საერთაშორისო კომპანიების „TNT“-სა და „FEDEX“-ის წინააღმდეგ საჩივრით მიმართა, როგორც ეს შპს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების“ წარმომადგენლის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გასულ სიუჟეტში გაჟღერდა. ამის შესახებ „საქართველოს ფოსტის“ განცხადებაშია აღნიშნული. მათი ინფორმაციით, შპს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემებს“ არ აქვს უფლება გამოიყენოს „FEDEX“-ისა ...

Read More »

სარემონტო სამუშაოების გამო, შემოსავლების სამსახურის ისანი-სამგორის სერვისცენტრი მუშაობას დროებით წყვეტს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, ისანი-სამგორის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი, 1-ელი მარტიდან მუშაობას დროებით შეაჩერებს. მათი განმარტებით, გადასახადის გადამხდელები თბილისში, სერვისცენტრის მომსახურებით ისარგებლებენ: გლდანი-ნაძალადევისა (სარაჯიშვილის ქუჩა №1) და ვაკე–საბურთალოს სერვისცენტრებით (კოსტავას გამზირი №68ა). „ისანი–სამგორის, ძველი თბილისის და დიდგორის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი მუშაობას უახლოეს მომავალში განაახლებს. აქვე გაცნობებთ, რომ დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ...

Read More »

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია – უკიდურესად აუცილებელია “კომენდანტის საათის”, თუნდაც 2 საათით გადაწევა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ტურიზმის კომიტეტის სხდომაზე ასოციაციის წევრებმა იმ აუცილებელ დამატებით ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც მოკლევადიან პერსპექტივაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ტურისტული სექტორის დროულ აღდგენას შეუწყობს ხელს,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მედეა ჯანიაშვილი ესწრებოდა, საუბარი შეეხო სახმელეთო საზღვრის ეტაპობრივი გახსნის საჭიროებას, რადგანაც ამ გზით ქვეყანაში ტურისტების შემოსვლის გარეშე დროულ რეაბილიტაციაზე ...

Read More »

„სოკარის“ მხარდაჭერით საქართველოში მთის ეტლი-თხილამურების ჩემპიონატი გაიმართა

ახალგაზრდული მედია კავშირის ორგანიზებითა და „სოკარის“ მხარდაჭერით, დაბა ბაკურიანში გაიმართა ჩემპიონატი მთის ეტლი-თხილამურებით – ბაკურიანი 2021. ჩემპიონატი პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში ჩატარდა. მსგავსი ღონისძიება რეგიონის მასშტაბით უკვე მეორედ გაიმართა და მასში მონაწილეობა სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილ–დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა და ვეტერანებმა მიიღეს. ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობდა და მასში იასპარეზა 26-მა მონაწილემ თბილისის, გორის, ვანის, ქუთაისისა და ...

Read More »

„ინვესტიციებს არავინ ჩადებს არასტაბილურ გარემოში, სადაც ცალკეული ინსტიტუტების ჩამოშლის მუდმივი მცდელობებია“

„ბუნებრივია, არასტაბილურ გარემოში ინვესტიციებს არავინ ჩადებს, ეს კი სერიოზულ დარტყმას აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც ისედაც რთულ ვითარებაშია კოვიდის გამო,“ – ამის შესახებ „კომერსანტთან“ ფინანსისტმა და ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველმა თემურ ბასილიამ ისაუბრა. პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში ამერიკაში მცხოვრები ფინანსისტისთვის თვალნათლივაა იმის მაჩვენებელი, რომ საინვესტიციო გარემოს, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ქვეყანაში, ისევე როგორც დემოკრატიას საფრთხე შეექმნება, თუკი ცალკეული ინსტიტუტების ჩამოშლის მცდელობები დროულად არ ...

Read More »

ლევან იოსელიანი: ხალხი განუწყვეტელი აქციებით დაიღალა

ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი დაპირისპირებით და განუწყვეტელი აქციებით, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან ოპოზიციის აქციების კომენტირებისას განაცხადა. „საქართველოს მოქალაქეებს უნდათ, პოლიტიკოსები იხილონ პარლამენტში და ამას ადასტურებს NDI-ს ბოლო კვლევა, სადაც მოქალაქეების 80 პროცენტმა თქვა, რომ პოლიტიკურმა პროცესმა პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს. ოპოზიციის სტრატეგიას არ შევაფასებ, რადგან აქამდე რაც ვთქვით ნიკა მელიაზე, მან საწყენად მიიღო და არ მინდა, კაცი რომელიც ...

Read More »

სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამის მოცულობა გაიზარდა

თბილისის მერია პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განცხადებების მიღებას იწყებს. სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამის მოცულობა გაიზარდა და დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 ან ნაკლებია და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე სწავლობენ. დაფინანსების ...

Read More »

ალიევი: საქართველოს შეუძლია, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ვიცე-პრემიერების დონეზე სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შეფასებისას ალიევმა განაცხადა, რომ ამ მუშაობის შედეგები მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის. „როგორც თურქეთს, ასევე ირანს და მომავალში, სურვილის შემთხვევაში, საქართველოსაც შეუძლიათ შეუერთდნენ ამ პლატფორმას“, – განაცხადა ალიევმა.

Read More »

გიორგი ქობულია: ეკონომიკის მეტი ვარდნა რომ არ გვაქვს, მიკვირს

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია „ბიზნესპარტნიორთან“ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს აფასებს, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა. მისი განცხადებით, ეკონომიკის შემცირება ბუნებრივი პროცესია იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკა გაჩერებულია. „როდესაც ტურისტი არ შემოსულა ქვეყანაში, რომლის ეკონომიკის უზარზარი წილი ტურიზმზე დგას, გასაკვირია? რესტორანი არ მუშაობს, მაღაზია დაკეტილია, ტურისტი არ შემოდის, რომელსაც 3 მილიონი დოლარი შემოჰქონდა ...

Read More »

გუბაზ სანიკიძე ხილ-ბოსტნის ბიზნესში წავიდა – შემოსავალი 50 000 ლარი

პარლამენტის ბოიკოტის მიუხედავად ოპოზიციონერმა გუბაზ სანიკიზემ, სხვა კოლეგების მსგავსად დეპუტატის დეკლარაცია შეავსო. მანდატზე საჯაროდ უარს ამბობს, თუმცა აღნიშნულ დოკუმენტში, თანამდებობის გრაფაში, ის საქართველოს პარლამენტის წევრად არის მითითებული. უძრავი ქონება დეპუტატი ფლობს 2017 წელს შეძენილ საცხოვრებელ სახლს რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, სოფელ ჭყვიშში. აღნიშნული ქონება მან 45 000 ლარად შეიძინა. ასევე, მის საკუთრებაშია 2008 წელს ამავე სოფელში შეძენილი ვენახი 60 000 კვ.მ-ის ოდენობით, რომელიც ...

Read More »