Home » 2021 » February » 23

Daily Archives: February 23, 2021

2021 წლის იანვარში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 113,368 მლნ ლარი შეადგინა

2021 წლის იანვარში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 113,368 მლნ ლარი შეადგინა. ეს კი თითქმის 13 მლნ ლარით მეტია წინა თვესთან და 17,3 მლნ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კერძოდ, 2020 წლის იანვარში კომერციული ბანკების წმინდა მოგება იყო 96,026 მლნ ლარი, დეკემბერში კი 100,7 მლნ ლარი. ამასთან, სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის იანვარში ბანკებმა 453,052 მლნ ლარის ...

Read More »

სუბარი აშშ-ს საელჩოს: რაც არის შიდა ტერორიზმი ამერიკაში, შიდა ტერორიზმია საქართველოშიც

„ნამდვილად არ არის სასიამოვნო განცხადება, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა მის შინაარსს თუ ცალკეულ ასპექტებს”, – ასე შეაფასა ქართული ოცნების დეპუტატმა, სოზარ სუბარმა ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოს განცხადება. „არ არის სასიამოვნო, როდესაც მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა და მისი საელჩო აკეთებს ასეთ განცხადებას, თუმცა, თავს ნებას მივცემ, არ დავეთანხმო ამ განცხადების ასპექტებს – ის, რაც არის შიდა ტერორიზმი შეერთებულ ...

Read More »

ინვესტორებს კარი დავუკეტეთ – ეკონომიკა პოლიტიკური არასტაბილურობის და კოვიდკრიზისის მარწუხებში

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობა ეკონომიკაზე მძიმე გავლენას ახდენს, მით უმეტეს, პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე. დისტრიბუტორთა ასოოციაციაში მიიჩნევენ, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები პროდუქტების კიდევ უფრო გაძვირების ერთ-ერთი წინაპირობაა. გაერთიანების ხელმძღვანელი, ივა ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ მიმდინარე პროცესების შედეგებს მომატებული ფასების თვალსაზრისით მოსახლეობა რამდენიმე დღეში დაინახავს. „გაძვირებულია საწვავი, ასევე მომატებულია ფასები გაზსა და ელექტროენერგიაზე. ჯამში ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება პროდუქტების ფასზე, რასაც სულ რამდენიმე ...

Read More »

ლაშა ნაცვლიშვილი – „ნაციონალური სიმსივნე“ ოცი წელია, ჯიჯგნის ჩვენი სამშობლოს სხეულს და უნდა ამოიკვეთოს, POSTV ამ ბრძოლაში წინა ხაზზე იქნება

ტელეკომპანია POSTV მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადადის, – აცხადებს ტელეკომპანიის ხელმძღვანელი ლაშა ნაცვლიშვილი. როგორც ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ნაციონალური სიმსივნე“ ოცი წელია, ჯიჯგნის ჩვენი სამშობლოს სხეულს და უნდა ამოიკვეთოს, POSTV ამ ბრძოლაში წინა ხაზზე იქნება“. „POSTV მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადადის! ჟურნალისტი, პირველ რიგში, ამ ქვეყნის მოქალაქეა და აქვს უპირობო ვალდებულება, გააკეთოს მკაფიო არჩევანი კეთილსა და ბოროტს შორის. ნაციონალური სიმსივნე, რომელიც ოცი ...

Read More »

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის კმ13-კმ32.6 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი 19,6 კილომეტრიანი გზის სრულ რეაბილიტაციას და ასფალტბეტონის საფარის დაგებას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, საავტომობილო გზაზე მიმდინარეობს მიწის სამუშაოები. პროექტი, რომლის საკონტრაქტო ღირებულება 18 811 888.00 ლარს შეადგენს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით სრულდება და 2022 წლის ნოემბერში დასრულდება.

Read More »

სამართლის არ აღსრულება უფრო დამაზიანებელია ეკონომიკისთვის, ვიდრე ეს სიტუაცია – ბექა ლილუაშვილი

„როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელი კანონს  დაუმორჩილებლობას უცხადებს და პატივს არ სცემს ელემენტარულ სამართლებრივ პრინციპებს, ესეც  ეკონომიკურად დამაზიანებელია. დამაზიანებელია, როცა ფიქსირდება, რომ ინსტიტუტები ქვეყანაში შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა,“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბექა ლილუაშვილმა განუცხადა. ქვეყანაში მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური პროცესების გავლენა ეკონომიკაზე და დასავლელი პარტნიორების მწვავე შეფასებები კომიტეტის ...

Read More »

Facebook-ი ავსტრალიაში დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის

Facebook-ის ავსტრალიელ მომხმარებელს ახალი ამბების ნახვისა და გაზიარების შესაძლებლობა კვლავ მიეცემა, – BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ კომპანიამ დღეს განაცხადა. „მთავრობამ განგვიმარტა, რომ შევინარჩუნებთ შესაძლებლობას, გადავწყვიტოთ, გამოჩნდება თუ არა ახალი ამბები Facebook- ზე, ასე რომ, იძულებითი მოლაპარაკებების მონაწილე ავტომატურად არ გავხდებით. მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მხარი დავუჭიროთ იმ გამომცემლობებს, რომლებსაც ავირჩევთ, მათ შორის მცირე და ადგილობრივ გამომცემლობებს,“ – განაცხადა Facebook- ის ...

Read More »

ევროპა ნავთობპროდუქტების მარაგების შექმნას გვავალებს, საწვავის ფასი გაიზრდება

ნავთობკომპანიებს ნავთობპროდუქტების მარაგების შექმნა დაევალოს! – ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ქვეყანას ევროდირექტივა ავალდებულებს. საკითხთან დაკავშირებით კერძო სექტორთან კონსულტაციები დაწყებულია. როგორც იმპორტიორები, ასევე კომპანიების წარმომადგენლები და დარგობრივი ასოციაციების ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ ახლა ქვეყანაში ასეთი ნაბიჯების გადადგმის დრო არ არის. მით უფრო, რომ რეზერვის შექმნა საწვავის საცალო ღირებულებას გაზრდის. ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი და პანდემიაა. პროდუქციის მოხმარება ისედაც შემცირებულია. ამ დროს საწვავზე ფასის ხელოვნური ...

Read More »

კვირიკაშვილი – ხელისუფლებას აქვს რთული არჩევანი, მოკლე დროში გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია

იმ მოცემულობაში, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, ხელისუფლებას აქვს რთული არჩევანი, მაქსიმალურად მოკლე დროში გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია, შემდეგ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და მოძებნოს ის გამოსავალი, რომელიც ქვეყანას თავიდან ააცილებს ურთულეს კონფრონტაციულ სპირალში შესვლას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც კვირიკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ზემოთქმულის ალტერნატივა უდაოდ იქნება მნიშვნელოვანი უკუსვლა და გადახვევა იმ ტრაექტორიიდან, რომელიც ...

Read More »

ლექსო ალექსიშვილი: საგადასახადო შეღავათები ქვეყნის საინვესტიციო გარემოს არ აუმჯობესებს

რაიმე ტიპის საგადასახადო შეღავათი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს არ აუმჯობესებს, ეს არის ტყუილი – ასე უპასუხა საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის გენერალურმა დირექტორმა კითხვას ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად ინვესტორებისთვის რაიმე სახის შეღავათების დაწესების აუცილებლობაზე. “ბიზნესპარტნიორის ოთხეულში” ლექსო ალექსიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი პრაქტიკის უშედეგობა მრავალი წლის დაკვირვებამ არაერთხელ დაადასტურა. „პრაქტიკა რასაც აჩვენებს (და ეს არ ეყრდნობა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაზე ან გარკვეული დროის განმავლობაში ...

Read More »