Home » 2021 » February » 22

Daily Archives: February 22, 2021

ღარიბაშვილი – მედიკამენტების ფასები საჭიროებს დარეგულირებას, გონივრულ ჩარჩოებში მოქცევას

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მედიკამენტების ფასების გონივრულ ჩარჩოებში უნდა მოექცეს და აღნიშნულ საკითხს სამუშაო ჯგუფის ფორმატში განიხილავენ. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა, შესაძლებელია, მოხდეს ევროკავშირის რეგულაციების ანალოგიური მიდგომების შემუშავება. „მე რაც მაინტერესებს, მაგალითად, ევროკავშირის ანალოგები შეიძლება, გადმოვიღოთ, როგორ რეგულირდება აღნიშნული საკითხი და ასე შემდეგ. აღნიშნული საკითხი არის მიშვებული და უზარმაზარი მარჟებით, უზარმაზარი მოგებით ...

Read More »

ბაჩანა ჯინჭარაძე – ქვეყნის ეკონომიკის მთავარი პრობლემა ის არის, რომ პროდუქტზე არ იქმნება დამატებითი ღირებულება

„ქვეყნის ეკონომიკის მთავარი პრობლემა ის არის, რომ პროდუქტზე არ იქმნება დამატებითი ღირებულება. მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ეკონომიკა ემიგრანტებზე ჩამოკიდებულ ეკონომიკად ყალიბდება“, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ – აფბა, ანალიტიკოსი, ბაჩანა ჯინჭარაძე სოციალურ ქსელში წერს. „ბანკები და ფინანსები“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს“ ინფორმაციით, ამ დროისთვის გერმანიაში დასაქმების სურვილი 86 395-მა ადამიანმა გამოთქვა და სავარაუდოდ, ეს ...

Read More »

,,უპატრონო ბავშვთა სახლში რომ დატოვებ ბავშვს, ისეა დღეს ეკონომიკა და ბიზნესი”

ქვეყანას, დღის ბოლომდე ახალი მთავრობა ეყოლება. როგორ აფასებს ბიზნესი გარემოს, რომელშიც ღარიბაშვილის გუნდს მართვა მოუწევს, რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ICR-ჯგუფი-ს დამფუძნებელმა ისაუბრა. კახა ხაზარაძის თქმით, ბიზნესი ყოველთვის ცდილობს ნაკლებად ჩაერიოს პოლიტიკაში, თუმცა დღეს ეს ზღვარი გამქრალია. ,,კრიზისების სამკუთხედს, რომელშიც ვიმყოფებით, არ იქნება ურიგო ბერმუდის სამკუთხედი რომ დავარქვათ. გასული კვირის ბოლოს, ჩვენ ათი ასოციაციის სახელით მივმართეთ მთავრობას და იმჟამინდელ ...

Read More »

გიორგი ცუცქირიძე: ქვეყანას ნამდვილად სჭირდება ისეთი ეროვნული იდეა, რომელიც ადამიანებს გააერთიანებს

თანამედროვე მეტად ცვალებად და ახალი გამოწვევების მქონე მსოფლიოში, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას, როგორც არასდროს, ისეთი დატვირთვა ენიჭება. გარდა ამისა, შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში არანაკლებ აქტუალურია ისეთი ეროვნული იდეა რომელიც ერთი მხრივ, გზის ორიენტირებს დასახავს და მეორე მხრივ, საქართველოს მოსახლეობას ამ იდეის ირგვლივ შეკრავს და გააერთიანებს. ამ თვალსაზრისით ძალზე საინტერესო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სწორედ ...

Read More »

200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გრძელდება განაცხადების წარდგენა

დღეის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში უკვე 94 700 განაცხადია დარეგისტრირებული. თუ დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა, იანვრის თვეში ვერ წარმოადგინეს განაცხადები, მათი წარმოდგენა შესაძლებელია 22 თებერვლის ჩათვლით (ვინაიდან 20 თებერვალი არის არასამუშაო დღე), რის შემდეგაც დაქირავებული პირები ისარგებლებენ 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლებით. აღნიშნული განაცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურად, (1 იანვრიდან ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში), ...

Read More »

არჩილ კაიკაციშვილმა სამშენებლო ინდუსტრიაში პრეცედენტული დავა მოიგო – სამშენებლო კომპანია მილიონამდე ლარს აანაზღაურებს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა სამშენებლო ინდუსტრიაში სამართლებრივად ერთ-ერთი რთული დავა მოიგო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი, რომლითაც სამშენებლო კომპანიას, ამხანაგობას და ამხანაგობის ცხრა წევრს პარტნიორი სამშენებლო კომპანიისთვის მოთხოვნილი 338,250 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარიდან 215 220 აშშ აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა დაევალა. ორგანიზაცია, რეპუტაციული რისკის გამო, შეგნებულად არ ასახელებს პროცესის მონაწილე მხარეებს. საქმის მასალებით დადგენილია, ...

Read More »

FITCH-მა “კრისტალის” რეფინანსირების რისკი ნეგატიურად შეაფასა

Fitch Ratings-მა “კრისტალის“ გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (IDR) “B-” ნეგატიური პერსპექტივით შეაფასა. სარეიტინგო კომპანიის ცნობით, არსებობს რეფინანსირების მაღალი რისკი, რადგან უცხოური კრედიტორებიდან ახალი დაფინანსების მოზიდვა გართულებულია, რომელიც ამავდროულად  2021 წლის მეორე და მესამე კვარტალში დაფინანსების მნიშვნელოვანი წყაროა. Fitch Ratings-ი მიათითებს, რომ გაზრდილი რისკის მიუხედავად, კომპანიას ჯერ კიდევ აქვს დრო უახლოესი თვეების განმავლობაში გეგმების განხორციელებისთვის, თუმცა პოტენციურად უფრო მაღალი ღირებულებით. კომპანიის დაფინანსების ...

Read More »

ჩვენი ამოცანაა, „ოცნება“ ისე გავუშვათ, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდეს – ბადრი ჯაფარიძე

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გამორიცხავს, რომ ოპოზიციის საპროტესტო მოძრაობას რეალურად მიხეილ სააკაშვილი მართავს. ჯაფარიძე თქმით, ხელისუფლება ისე უნდა შეიცვალოს, რომ მიხეილ სააკაშვილს უკან დაბრუნების შესაძლებლობა არ ჰქონდეს. „გამოვრიცხავ ხელისუფლების ნარატივს სააკაშვილის დაბრუნების შესახებ. ჩვენი ამოცანაა, „ოცნება“ ისე გავუშვათ ხელისუფლებიდან, რომ სააკაშვილის არ დაბრუნდეს უკან. დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი სავსებით განსხვავებულია მსოფლმხედველობითა და შეხედულებებით, მაგრამ გვაქვს ერთი საერთო მიზანი – პოლიტიკური ...

Read More »

„მდიდრებსა და ღარიბებს შორის მზარდი ნაპრალი ახლებური მიდგომების აუცილებლობაში გვარწმუნებს“

„ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა. ყველაზე საგულისხმო სიმპტომი, რაც ახლებური მიდგომების აუცილებლობაში გვარწმუნებს, არის ერთგვარი მზარდი ნაპრალი მდიდრებსა და ღარიბებს შორის, ელიტებსა და მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას შორის“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა. „ჩვენ დღეს გვმართებს მეტი კრეატიულობა, არაორდინალურობა, მეტი სისწრაფე გადაწყვეტილებებში. მთელ მსოფლიოში იცვლება რეალობა, დღეს ჩვენ ომში ვართ უხილავი მტრის წინააღმდეგ. სახეზეა უმძიმესი ...

Read More »

21 თებერვლამდე ვაშლის ექსპორტის ღირებულებამ 5.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

21 თებერვლამდე ვაშლის ექსპორტის ღირებულებამ 5.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ცნობით, 2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 13.0 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი, რაც რეკორდულია უკანასკნელი 20 წლის (მარკეტინგული წლები) მაჩვენებლების მიხედვით და რომლის ღირებულებამ 5.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. „აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 13-ჯერ აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიურ ...

Read More »