Home » 2021 » February » 18

Daily Archives: February 18, 2021

სააკაშვილს ეხმარებით ხელისუფლებაში დაბრუნებაში, რომ მერე ყველა ერთად დაგვიჭიროს და ძვლებში დაგვამტვრიოს – ელისაშვილი “ოცნებას”

რას აკეთებთ, სააკაშვილს ეხმარებით ხელისუფლებაში დაბრუნებაში, რომ მერე ყველა ერთად დაგვიჭიროს და ძვლებში დაგვამტვრიოს. ასე მიმართა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით. ელისაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება” სააკაშვილს ეხმარება ხელისუფლებაში დაბრუნებაში. „ერთი მხრიდანაც ვხედავთ კუნთების თამაშს და მეორე მხრიდანაც ვხედავთ კუნთების თამაშს, ისე ხართ გართულები 9 წელია ერთმანეთთან ბრძოლით, რომ გადაიჩეხა ეს ჩვენი ქვეყანა ხრამში ...

Read More »

„ამოვიდა ყელში, ვისაც საქმის კეთება შეუძლია, იმ ხალხის მოსვლის დროა პოლიტიკაში„

ამოვიდა ყელში, ვისაც საქმის კეთება შეუძლია, იმ ხალხის მოსვლის დროა პოლიტიკაშიც, ოპოზიციაშიც და ყველგან!- ასე ეხმაურება “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და “ჯეო ჰოსპიტალსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე გიორგი გახარიას პრემიერის თანამდებობიდან გადადგომას და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. „ჯერ არ დანიშნულა, ჯერ არ გადამდგარა, ჯერ არ მოსულა და არ წასულა პრემიერი თუ რა… რა „პრობლემაა” გარეთ კოვიდია, ვაქცინა ...

Read More »

მიხეილ სააკაშვილი: კრიზისის განმუხტვის ერთადერთი პირობა ახალი საარჩევნო კომისიით რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა

რიგგარეშე არჩევნები ახალი საარჩევნო კომისიით არის ერთადერთი პირობა, რომელიც განმუხტავს კრიზისს და დააბრუნებს საქართველოს დემოკრატიის და განვითარების გზაზე, – ამის შესახებ Facebook-ზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს. „საქართველოს უზურპატორი მთავრობის პრემიერ-მინისტრი გადადგა, ვინაიდან არ მოისურვა თავის თავზე აეღო ივანიშვილის ბრძანების შესრულების პასუხისმგებლობა. ეს არის ოპოზიციური ერთობის, ქართველი ხალხისა და ნიკა მელიას დიდი გამარჯვება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ არ მოვასუსტოთ ეს ...

Read More »

ჯიღაურას ბაზაზე ეკრანული სათბურები მოეწყო

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე ეკრანული სათბურების (სკრინჰაუსი) მშენებლობა დასრულდა. ორ, საერთაშორისო სტანდარტის სათბურ იზოლატორში ვაზისა და ხეხილის მაღალი კატეგორიის (საბაზისო) სადედე ნარგაობები მოეწყობა, საიდანაც სადედე მასალა სანერგე მეურნეობებში გავრცელდება. 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული სათბური იზოლატორები გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისათვის საქართველოში“ ფარგლებში აშენდა. ...

Read More »

მაია ცქიტიშვილი: გერმანიაში ნაშოვნი ფულით ზოგმა შეიძლება საკუთარი ბიზნესი დაიწყოს

„ის თანხა, რასაც გერმანიაში იშოვიან, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება. შესაძლოა ამ ადამიანების ნაწილმა ამ თანხებით საკუთარი ბიზნესი შექმნან და დაასაქმონ სხვაც“, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადა. „საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი დაახლოებით 16%-ია. ეს ნიშნავს, რომ 300 000-მდე ადამიანი უმუშევრად ირიცხება ოფიციალურად. ბუნებრივია ყველა ამ ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რომ იპოვონ დასაქმების შესაძლებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მათ ღირსეულ შემოსავლებს. გარდა იმისა, რომ ...

Read More »

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 93,2%-ით გაიზარდა – სად ვყიდულობთ დენს

2021 წლის იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 93,2%-ით გაიზარდა. იმპორტის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი 20-იანვრიდან გაჩერებული ენგურჰესია. ენგურჰესზე კი ელექტროენერგიის გენერაციის დაახლოებით 30% მოდის. „ელექტრონული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, იანვარში ქვეყანამ მთლიანად 414.095 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია იყიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 214.260 მლნ კვტ-სთ. 2021 წლია იანვარში იმპორტირებული ელექტროენერგიიდან 63,3% რუსეთზე მოდის. გასულ თვეს რუსეთში საქართველომ ...

Read More »

ბიზნესის გაურკვევლობის დონე უფრო გაიზრდება – პაატა ბაირახტარი გახარიას გადადგომაზე

ეკონომისტი პაატა ბაირახტარი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან გადადგომას „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს. მისი განცხადებით, შექმნილ სიტუაციაში ბიზნესის გაურკვევლობის დონე უფრო გაიზრდება. როგორც ბაიარახტარი განმარტავს, თუ გადახვედავთ ბოლო პერიოდის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, ბიზნესი სრულიად გაურკვეველი შეზღუდვებიდან გამომდინარე, ისედაც გაურკვევლობაშია. „ბიზნესს არავინ უხსნის თუ რატომ არის ესა თუ ის შეზღუდვა. კერძო სექტორი ამის ახსნას, შემდეგ კი ეპიდემიოლოგებთან ერთად ეკონომიკური გუნდის ჩართულობით საუბარს, ითხოვს. ამას ვერ ...

Read More »

ტოიოტა LQ – ემოციური კავშირი ავტომობილსა და მძღოლს შორის

მობილობის კამპანიის ფარგლებში „ტოიოტამ“ შექმნა კონცეპტ მოდელი LQ, რომელიც იყენებს მოწინავე ტექნოლოგიას ავტომობილსა და მძღოლს შორის ემოციური კავშირის დასამყარებლად. LQ აღჭურვილია მართვის ავტომატიზირებული შესაძლებლობებით და ინტერაქტიული აგენტით, (Yui) სადაც ჩამონტაჟებულია ხელოვნური ინტელექტის სისტემა, იმისთვის, რომ ისწავლოს მძღოლისგან და გადმოგცეთ პერსონალიზებული მობილობის გამოცდილება. „წარსულში, მანქანებისადმი ჩვენი სიყვარული გამოწვეული იყო მათი შესაძლებლობებით, რომ წავეყვანეთ შორეულ ადგილებში და განგვეცადა თავგადასავლები,“ – განაცხადა LQ ...

Read More »

ირაკლი იაშვილი: ასე ქვეყნები ვერ ვითარდება – სავარაუდოდ, ისევ შევდვივართ იმ მორევში, სადაც ვიყავით

„ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან გადადგომას „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს. ბიზნესმენი სიტუაციას ნეგატიურს უწოდებს და აცხადებს, რომ ქართული საზოგადოება მსგავს პოლიტიკურ პროცესებს უკვე მიეჩვია და ერთგვარი იმუნიტეტი გამოიმუშავა. კითხვაზე, რა პროცესებს უნდა ველოდოთ ბიზნესსა და ეკონომიკაში, იაშვილი აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში ამაზე არავინ ფიქრობს. რაც შეეხება პროგნოზებს, იაშვილის განცხადებით, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. „მე ეგეთი კაცი, ...

Read More »

პრემიერ-მინისტრს გადადგომისთანავე უფლებამოსილება უწყდება, გადამდგარია მთავრობაც

პრემიერ-მინისტრს გადადგომისთანავე უფლებამოსილება უწყდება. გადამდგარია მთავრობაც, რომელიც მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე განაგრძობს. პარლამენტს კი, 2-კვირიანი ვადა აქვს, რომ ნდობა ახალ პრემიერ- მინისტრს და მის მიერ შეთავაზებულ კაბინეტს გამოუცხადოს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

Read More »