Home » 2021 » February » 17

Daily Archives: February 17, 2021

ალეკო ელისაშვილი – ვიცოდით, რომ თოვლი იყო მოსალოდნელი, წინასწარ დაეყარათ ტექნიკური მარილი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო არაეფექტური სამინისტროა, დღევანდელი დღე ადასტურებს – თოვლი მოვიდა და პარალიზებულია მთელი საქართველო,- ამის შესახებ მოქალაქეების ლიდერმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრს, ვიცე- პრემიერ მაია ცქიტიშვილს პლენარულ სხდომაზე უსმენენ. ელისაშვილი ინტერესდება, რატომ არ უზრუნველყო ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ტექნიკური მარილის დაყრა გზებზე. “რა მაგრა მუშაობს ესე იგი ინფრასტეუქტურის სამინისტრო, რამდენიმე დღით ადრე ყველამ ვიცოდით, რომ დიდი თოვლი იყო მოსალოდნელი, რა ...

Read More »

ვახტანგ ჭარაია ნამახვანჰესზე – სჯობს, ჩვენი ბინის შეძენაში ვიხადოთ ყოველთვიური ტარიფი, ვიდრე სხვისი ბინის მუდმივ ქირაში

ინტერვიუ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორ ვახტანგ ჭარაიასთან. – რამდენად მიზანშეწინილად მიგაჩნიათ ჰიდროენერგეტიკის განვითარება საქართველოში მოსახლეობის პროტესტის ფონზე? -საქართველო ენერგოდეფიციტური ქვეყანაა და ეს არა მხოლოდ ელექტროენერგიას ეხება, არამედ ბუნებრივ აირსაც, ნავთობპროდუქტებსაც. იქ, სადაც არსებობს ბუნებრივი შეზღუდვა, რა თქმა უნდა, საქართველომ უნდა შეიძინოს იმპორტირებული რესურსი, თუმცა გასაკვირია, რატომ ვცდილობთ, არ გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელიც ისედაც ...

Read More »

ჭყონია ბიზნესომბუდსმენის კანდიდატზე – შოთა ბურჯანაძე რომ დაასახელონ, არ იქნება ცუდი ვარიანტი

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თვლის, რომ ბიზნესომბუდსმენის კანდიდატი ასოციაციებიდან უნდა შეირჩეს და ბიზნეს გაერთიანებებმა თავიანთი კანდიდატი დროულად უნდა წარადგინონ. როგორც თემურ ჭყონიამ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ბიზნესომბუდსმენის დანიშვნის დღეს არსებული ფორმა არასწორია. „პრემიერმა ერთხელ უკვე თქვა დაასახელეთ სასურველი კანდიდატიო. ათჯერ ხომ არ იტყვის წარმოადგინეთ ვინმეო. ახლა ასოციაციებმა დროულად უნდა წარმოგვიდგინონ თავიანთი წინადადებები, რომელსაც სერიოზულად განვიხილავთ და ყველაფერი დალაგდება. თუ შერჩევა დროულად არ ...

Read More »

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, ალბათ, უფრო დიდხანს უნდა დარჩეს – ნათია თურნავა

„მე ვფიქრობ, რომ ღამის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, ეს არის ჩვენი ეპიდემიოლოგების ძალიან მკაფიო პოზიცია, არის ისეთი შეზღუდვა, რომელიც ალბათ უფრო დიდხანს უნდა დარჩეს და სწორედ ეს შეზღუდვა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენ უფრო თამამად გავხსნათ თუნდაც დახურული სივრცეები რესტორნების, თუნდაც ფიტნესები ან სხვა დავუშვათ ისეთი სფერო, რომელიც ჯერ კიდევ რჩება შეზღუდვაში“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. თურნავას თქმით, ...

Read More »

მიხეილ სააკაშვილი – დამთავრდა ის დრო, როდესაც უპრაგონოდ იჭერდით

მინდა, მივმართო ივანიშვილს მელიას თაობაზე. დამთავრდა ის დრო, როდესაც უპრაგონოდ იჭერდი ხან ვაშლის თლაზე, ხან კოსტუმებზე, ხან ათასგვარ სისულელეზე, არავის ამის არ ჯერა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილი განაცხადა. „ვერ დაიჭერ. ტყუილად გგონია, თუ ახლა ამაზე ვიღაც თვალებს ხუჭავს. ძალიან მალე მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა დადგება ფეხზე და არა მხოლოდ სანქციები არ აგცდება, არამედ, შენ პირადად არ აგცდება სისხლის ...

Read More »

ევროკავშირის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთი გახდა

პირველად ისტორიაში ჩინეთი ევროკავშირის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა. შედეგად კი მან ჩაანაცვლა ამერიკის შეერთებული შტატები. ამის შესახებ ევროკომისიის სტატისტიკის სააგენტოს ევროსტატის ანგარიშშია აღნიშნული. გასულ წელს ევროკავშირში ჩინეთიდან იმპორტის მოცულობა 5,6%-ით 383 მილიარდ 500 მილიონ ევრომდე გაიზარდა, ჩინეთში ექსპორტი კი 2,2%-ით 202 მილიარდ 500 მილიონ ევრომდე. შტატებიდან ევროპაში იმპორტი 13,2%-ით 202 მილიარდ ევრომდე შემცირდა, ხოლო ექსპორტმა 8,2%-ით იკლო 353 მილიარდ ევრომდე. ...

Read More »

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია COVID-19 საავადმყოფოებს სამედიცინო ვენტილატორებსა და დამცავ საშუალებებს გადასცემს

დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სილვიუ დომენტე და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, მაჩიე ჩურა ეწვივნენ ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო), რათა გადასცენ კლინიკას 10 სამედიცინო ვენტილატორი და 1 000 ერთეული დამცავი საშუალება COVID-19-ის მძიმე ...

Read More »

CNN-ი: საქართველომ სრულად ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საზღვრები გახსნა

საქართველომ სრულად ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საზღვრები გახსნა. ამის შესახებ CNN Travel-ი წერს. ამერიკული მედია ჰოლდინგის სამოგზაურო პორტალი იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებმაც ვაქცინირებული ტურისტებისთვის შეზღუდვები მოხსნეს. მსგავსი გადაწყვეტილება საქართველოსთან ერთად კვიპროსმა, ესტონეთმა, ისლანდიამ, პოლონეთმა, რუმინეთმა და სეიშელმა მიიღეს. „ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველომ სრულად ვაქცნირებული მოგზაურებისთვის შეზღუდვები მოხსნა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახლახანს გამოაცხადა, რომ ნებისმიერი ვიზიტორი ვინც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ...

Read More »

მაია ცქიტიშვილი – ტურიზმის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმის განვითარებისთვის, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მაია ცქიტიშვილმა “მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, წელს სრულდება წყალტუბოს გენ-გეგმის კონცეფციის შემუშავება, რის საფუძველზეც დაიწყება კურორტის განახლებისთვის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და კერძო ინვესტიციების მოზიდვა. „შევქმნით საჭირო ინფრასტრუქტურას ძველი კურორტების გასაცოცხლებლად და მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ქვეყანაში გავაჩენთ ახალ მიზიდულობის ცენტრებს, ...

Read More »

მაია ცქიტიშვილი – ჩვენს უცვლელ პრიორიტეტად რჩება რეგიონებში გამართული წყალმომარაგების უზრუნველყოფა

ჩვენს უცვლელ პრიორიტეტად რჩება რეგიონებში გამართული წყალმომარაგების უზრუნველყოფა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მაია ცქიტიშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გასულ წელთან შედარებით რეგიონებში წყალმომარაგების გაუმჯობესებას 348 მლნ ლარით მეტი მოხმარდება. „2019 და 2020 წლებში წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების გაუმჯობესებისთვის 500-მდე მლნ ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ და მხოლოდ 2020 წელს დასრულებული პროექტების შედეგად 322 ათას ადამიანს გავუუმჯობესეთ ...

Read More »