Home » 2021 » February » 16

Daily Archives: February 16, 2021

“18 წლამდე არასრულწლოვანთა დედებს უნდა ეკრძალებოდეთ უცხოეთში მრავალი წლით სამუშაოდ წასვლა!”

ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი, თა­მარ ივე­რი ქო­ბუ­ლე­თის სო­ფელ ქა­ქუთ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მი­მარ­თავს: “სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ი­ღოს კა­ნო­ნი: 18 წლამ­დე არას­რულ­წლო­ვან­თა დე­დებს უნდა ეკ­რძა­ლე­ბო­დეთ უცხო­ეთ­ში მრა­ვა­ლი წლით სა­მუ­შა­ოდ წას­ვლა! წას­ვლის მაქ­სი­მა­ლუ­რი დრო უნდა გა­ნი­სა­ზღვროს 1 წლით! გა­ივ­სო ქვე­ყა­ნა… სა­შო­ვარ­ზე გა­და­კარ­გუ­ლი დე­დე­ბის მიერ უპატ­რო­ნოდ მი­ტო­ვე­ბუ­ლი, გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბით! ისი­ნი შემ­დგომ ან ოჯა­ხუ­რი, ან გო­გო­ნე­ბი ვინ­მე მა­მა­კა­ცის სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლნი ...

Read More »

კომპანია ENKA-ს მიმართვა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს

გვსურს გამოვეხმაუროთ, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით პეტიციის წარდგენას. მიგვაჩნია, რომ პეტიციის ავტორებს შეცდომაში შეჰყავთ მოსახლეობა, რადგანაც ისინი ამტკიცებენ, თითქოს „ნამახვანის კასკადი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მდინარე რიონის ხეობას და ბუნებას, არამედ – ლეჩხუმის და ქუთაისის მოსახლეობასაც და რეგიონის მდგრად განვითარებას“, ყოველგვარი დასაბუთებისა და მყარი არგუმენტების გარეშე. ჩვენ პატივს ვცემთ აზრის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა ...

Read More »

ანდრია გვიდიანი – ელექტროენერგიის საგანგაშოდ მზარდ დეფიციტს „ნამახვანჰესის” მსგავსი სადგურები უნდა დავუპირისპიროთ

თანამედროვე მსოფლიოში ნებისმიერი ქვეყანა საკუთარი ბუნებრივი რესურსების ათვისებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით და შესაბამისად, ენერგეტიკის სექტორის განვითარებას დიდი პერსპექტივა აქვს. მიუხედავად ამისა, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ქვეყნის ენერგეტიკული განვითარების პერსპექტივებზე ეკონომისტ ანდრია გვიდიანს ვესაუბრეთ. – “ნამახვანჰესის” ირგვლივ განვითარებული პროცესები ბოლო პერიოდის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად იქცა. ჰესის მოწინააღმდეგეების მხრიდან ისმის მოსაზრება, რომ ახალი სადგურების, განსაკუთრებით „ნამახვანის“ მსგავსი ...

Read More »

ალიევმა სომხეთის გავლით თურქეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა

ყარაბაღის მეორე დიდი ომიდან 3 თვის შემდეგ. პრეზიდენტმა ალიევმა ნახიჩევანის ექსკლავთან დამაკავშირებელ რკინიგზის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა. რკინიგზა სომხეთის ტეროტორიას გადაკვეთს, დანიშნულების საბოლოო წერტილი თურქეთია. აზერბაიჯანი 10 ნოემბერს მოსკოვში გაფორმებული ზავისა და იანვარში ასევე მოსკოვში მიღებული სამმხრივი დეკლარაციის შესაბამისად მოქმედებს, რომლის ძალითაც ბაქომ არა მხოლოდ დაიბრუნა 1994 წელს სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის გარშემო ბუფერულ ზონად შექმნილი 7 ოკუპირებული ტერიტორია და უშუალოდ ...

Read More »

საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის პორტალზე უკვე საქართველოს 53 274 მოქალაქე დარეგისტრირდა

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დღეისათვის, „დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე“ დარეგისტრირდა 53 274 პირი, მათგან სააპლიკაციო ფორმა „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ შეავსო 35 121 პირმა. ინფორმაციისთვის ,საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება ...

Read More »

სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეიდან „ფაიზერისგან“ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის ტექნოლოგიის მოპარვა სცადეს

„როიტერი“ – სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეიდან „ფაიზერისგან“ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის ტექნოლოგიის მოპარვა სცადეს ჩრდილოეთ კორეიდან კომპანია „ფაიზერისგან“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის ტექნოლოგიის მოპარვა სცადეს, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“, სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით იუწყება. დაზვერვის სამსახური არ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როდის სცადეს ჩრდილოეთ კორეიდან ჰაკერული თავდასხმის განხორციელება. დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ჩრილოეთ კორეამ სამხრეთ კორეულ კომპანიებზეც სცადა ...

Read More »

პარლამენტის კომიტეტებმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა

პარლამენტის კომიტეტებმა მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის შუამდგომლობას, ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, დეპუტატ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს. საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და არგუმენტები კომიტეტის წევრებს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გააცნო, საგამოძიებო უწყებისათვის თანხმობის მიცემას უმრავლესობის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. ხმა წინააღმდეგ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა მისცა. როგორც იურიდიულ საკითხთა ...

Read More »

ჯანმომ AstraZeneca-ს ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა. „დღეს, ჯანმომ AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა. აღნიშნული გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა, ვაქცინა გამოყენებული იყოს გლობალურ მასშტაბში COVAX-ის მექანიზმის მეშვეობით“, – ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში. 10 თებერვალს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ყველა ასაკის ზრდასრულისთვის გამოყენების რეკომენდაციას იძლევა. ორგანიზაციის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის სარგებელი ნებისმიერ რისკს ...

Read More »

გერმანიაში შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ადამიანს ინფარქტისა და ინსულტის მოახლოების შესახებ წინასწარ აფრთხილებს

ჰამბურგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა პორტატიული რადარი შექმნეს, რომელიც რამდენიმე წამში უკონტაქტოდ აფიქსირებს სისხლძარღვების სისტემაში დარღვევებს და ადამიანს ინფარქტისა ან ინსულტის მოახლოების შესახებ დროულად აფრთხილებს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გამოცემის ინფორმაციით, მოწყობილობა სიგარეტის კოლოფის ზომისაა და რთულ სენსორულ სისტემას წარმოადგენს. აპარატის გამოყენება სახლშიც შეიძლება. ადამიანის ჯანმრთელობის უკონტაქტო მონიტორინგის დროს პატარა სენსორები ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების მაჩვენებლებს აფიქსირებენ და ინფარქტისა და ინსულტის მოახლოების ...

Read More »

მეუფე იოანე ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს აკრიტიკებს

ქუთაისელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იოანემ სოციალურ ქსელში ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ისაუბრა. „თვითნებური მოღვაწეობა, როგორც მოციქულები და წმინდა მამები მოწმობენ, არ არის სათნო ღვთისათვის და კეთილად არ დაგვირგვინდება. თვითნებურობა სექტებს ბადებს. უფალი ამბობს: „მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინასწარმეტყუელებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ...

Read More »