Home » 2021 » February » 12

Daily Archives: February 12, 2021

საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდა უკვე თიბისის ბარათებით არის შესაძლებელი

თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში – მეტროში, ავტობუსებში, საბაგიროებსა და ლურჯი ფერის მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე თიბისის ნებისმიერი Visa და MasterCard ბარათით არის შესაძლებელი. მეტი სიმარტივისთვის, თიბისის მომხმარებელები გადახდას Apple Pay – ს საშუალებითაც შეძლებენ. საზოგადოებრივ ტრანსპორტში თიბისის ბარათებით გადახდა ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისის მასშტაბით იქნება შესაძლებელი, ძალიან მალე კი სხვა ქალაქებიც დაემატება. მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი მათ კიდევ არაერთ საინტერესო სიახლეს ...

Read More »

მერაბ გაფრინდაშვილი: ჟინვალისა და ზაჰესის ჰესების სწორმა ოპერირებამ თბილისის რიყის უბანი დატბორვას გადაარჩინა

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი ქვედა ნამახვანჰესის საპროექტო არეალში გეოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, ავტორების მოსაზრებებს არ იზიარებს და იმ დადებითზე ამახვილებს ყურადღებას, რისი მოტანაც გარემოს დაცვის კუთხით ჰესებს შეუძლიათ. „არავინ აქცევს ყურადღებას იმ დადებითს, რაც გარემოს დაცვის კუთხით ჰესს შეუძლია მოგვიტანოს. ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც, ისეთ ტერიტორიებზე, სადაც მეწყრულ-გრავიტაციული და ეროზიულ-დატბორვითი პროცესები ხშირია, თუკი ხდება წყლის ნაკადების რეგულირება წყალსაცავების ...

Read More »

ფრანგული გამოცემა: ქართველი მილიარდერი დასავლელი ფილანტროპების სიას უერთდება

ილონ მასკი, ბილ და მელინდა გეითსები, ბიძინა ივანიშვილი, მაკენზი სკოტი, მინ კაო და ჩარლზ ფინი ამტკიცებენ, რომ საკუთარი ქონების გამოყენება ბევრნაირად შეიძლება სამყაროში ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ვისაც არ ეშინია არასტანდარტული აზროვნების, მათ რამდენიმე მაგალითს ვთავაზობთ თვალსაჩინოებისთვის, თუ როგორ დათმეს მილიარდერებმა ბრწყინვალე პროექტები მათი ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, მთელი თავიანთი ორიგინალურობით, – ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Contrepoints-ი წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ როდესაც მიმდინარე წლის ...

Read More »

საქართველოში თითქმის 1 მლნ ადამიანი პენსიას ან სოციალურ დახმარებას იღებს

საქართველოში თითქმის 1 მლნ ადამიანი პენსიას ან სოციალურ დახმარებას იღებს, – 2020 -ის სტატისტიკა „საქსტატმა“ გამოაქვეყნა. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 3 716 900 ადამიანია (ბოლო მონაცემებით) 783 705 პირი ასაკით პენსიონერია, მათი შორის, 71% ქალია. რეგიონების მიხედვით პენსიის მიმღებთა 29.2% თბილისშია, 16.4 % – იმერეთში, 10.8% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9.7% – ქვემო ქართლში, 9% – კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამურად 24.9% ...

Read More »

ეროვნული ბანკი – „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ და ევროკავშირი ეროვნული ბანკის ინიცირებულ პროგრამას კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მხარს უჭერენ

ევროკავშირის და „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ კაპიტალის ბაზრების განვითარების გუნდი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებული პროგრამის შემუშავებასა და დანერგვას გაუწევს მხარდაჭერას. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პროგრამა მიზნად ისახავს კომპანიების კაპიტალურ ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებას. სებ-ის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული ტექნიკური მხარდაჭერა, განსაზღვრული კრიტერიუმებით შერჩეულ კომპანიებს, ფასიანი ქაღალდების ბაზრის საშუალებით დაფინანსების მოპოვებასა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ინვესტიციების მობილიზებაში დაეხმარება. „პროგრამა ითვალისწინებს ინდივიდუალური ...

Read More »

ჯო ბაიდენი – თუ არ დავუჩქარეთ, ჩინეთი ჩვენს ლანჩს შეჭამს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის მიერ შექმნილი გამოწვევების წინააღმდეგ მოქმედება უნდა გააძლიეროს და საკუთარი ინფრასტრუქტურა უნდა განაახლოს. ”ისინი მილიარდობით დოლარს დებენ, რომ გაუმკლავდნენ მთელ რიგ საკითხებს, რომლებიც ეხება ტრანსპორტირებას, გარემოს და სხვა საკითხებს. ჩვენ უბრალოდ უნდა ვიმოქმედოთ. თუ არ ვიჩქარებთ, ისინი ჩვენს ლანჩს შეჭამენ,“- განაცხადა ბაიდენმა სენატორებთან შეხვედრაზე, რომელსაც როგორც „დემოკრატი“ ასევე „რესპუბლიკელი“ სენატორები ესწრებოდნენ. ბაიდენმა აღნიშნა, ...

Read More »

MAN TGX – 2021 წლის საუკეთესო სატვირთო ავტომობილად დასახელდა!

ახალი MAN TGX „2021 წლის საუკეთესო სატვირთო მანქანაა“ (ITOY). ITOY (წლის საუკეთესო საუკეთესო სატვირთო მანქანა) ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემიაა კომერციული ტრანსპორტის სექტორში. ვირტუალური ცერემონიის დროს, ITOY-ს პრეზიდენტმა ჯანენრიქო გრიფინმა ეს საპატიო პრიზი საზეიმოდ გადასცა MAN Truck & Bus-ს გენერალურ დირექტორს – ანდრეას თოსთმანს. ITOY-ს ჟიური 24 ჟურნალისტისგან შედგება, რომლებიც ევროპის 24 წამყვან ჟურნალს წარმოადგენენ სატვირთო ავტომობილების დარგში. ჟიურიმ ერთხმად აღიარა ...

Read More »