Home » 2021 » February » 11

Daily Archives: February 11, 2021

ევროკავშირი საქართველოსა და კიდევ 5 ქვეყანაში COVID-19-ის ვაქცინაციის მხარდასაჭერად €40 მილიონს გამოყოფს

ევროკავშირი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში: სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში კოვიდ 19-ის ვაქცინების განაწილებისა და ვაქცინაციის მხარდასაჭერად ერთობლივად იმუშავებენ, – ამის შესახებ ჯანმო-ს ევროპის რეგიონალური ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, პროექტი, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და რეგიონალური ოფისის მიერ არის განხორციელებული, მოიცავს კოვიდ 19-ის ვაქცინების განაწილებისა და ვაქცინაციის ყველა ...

Read More »

აჭარის შეცდომას აღარ გავიმეორებთ – ტიკარაძე მთის კურორტების გახსნაზე

“იმ შეცდომას, რაც აჭარაში დავუშვით, განმეორებით აღარ დავუშვებთ”,- ამის შესახებ მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. კითხვაზე, გადაიხედება თუ არა მთავრობის გადაწყვეტილება მთის კურორტებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი პასუხობს, რომ ზაფხულში აჭარის რეგიონის გახსნით შეცდომა დაუშვეს, რომელსაც აღარ გაიმეორებენ.  

Read More »

მაქსიმუმ რამდენი დღე შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები გერმანიის სოფლის მეურნეობაში დასაქმება – ელჩის განმარტება

საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს გერმანიის სოფლის მეურნეობაში დასაქმება სეზონურად, მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ. როგორც ჰუბერტ ქნირშმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველო არის პირველი ქვეყანა, ვისთანაც გერმანიამ აღნიშნული მიმართულებით მუშაობა დაიწყო. „ვიწყებთ პროექტს, რომელიც გულისხმობს ქართველების დასაქმებას გერმანიაში სოფლის მეურნეობაში სეზონურად. საინფორმაციო კამპანია იწყება როგორც ინტერნეტში, ასევე შრომის სააგენტოს მეშვეობით. ეს არის შედეგი იმ ორწლიანი ...

Read More »

აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალები ახალი ტიპის შეიარაღებით აღიჭურვა

საქართველოს თავდაცვის ძალებში შეიარაღების მოდერნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალებმა ახალი ტიპის ტყვიამფრქვევები და ყუმბართმტყორცნები მიიღო. უკვე მიმდინარეობს ქვედანაყოფების აშშ-ის წარმოების ნატოს M2 ტიპის 12.7 მმ მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებითა და MK 19 ტიპის ახალი ავტომატური ყუმბართმტყორცნებით აღჭურვის პროცესი. საქართველოს თავდაცვის ძალებს დამატებით გადმოეცა 5,56 მმ კალიბრის M249 ტიპის ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევებიც. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს ...

Read More »

თურქეთის პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საქართველოში თურქულ ნედლეულზე დამზადებული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე

თურქეთის პარლამენტმა დაამტკიცა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საქართველოში თურქულ ნედლეულზე დამზადებული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით. ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. „თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტმა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების II ოქმში „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრისა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების ცვლილებების შეტანის შესახებ“, თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ერთობლივი კომიტეტის N1/2016 გადაწყვეტილება დაამტკიცა, რაც დამატებით შესაძლებლობას ...

Read More »

9.5 ევრო საათში – ქართველები გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. მხარეებმა გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებაზე ისაუბრეს. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1-ლი აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდანაა შესაძლებელი და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ ...

Read More »

შემოსავლების სამსახური ავტოიმპორტიორებს მიმართავს – რა შემთხვევაში დაეკისრება იმპორტიორს ჯარიმა?

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ავტოიმპორტიორებს კანონით დადგენილი საბაჟო პროცედურები და ვადები დაიცვან. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებაში, გარკვეული პერიოდულობით განხორციელდა ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2020 წლის 1-ელ აპრილამდე შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალების მფლობელები თავდაპირველად დეკლარირების ვალდებულებისაგან გათავისუფლდნენ 2020 წლის 1-ელ სექტემბრამდე, ხოლო შემდგომ აღნიშნული ...

Read More »

საქართველო „ასტრაზენეკას“ წარმოებული ვაქცინის დამატებით 150 000 დოზას მიიღებს

საქართველო „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინის დამატებით 150 000 დოზას მიიღებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთ-ერთ მომწოდებლად გვყავს განსაზღვრული კოვაქსპლატფორმა, სადაც განსაზღვრულია 300 000 დოზამდე ვაქცინის მიღება. დამატებით მიმდინარეობს პირდაპირ მწარმოებელთან კომუნიკაცია, საიდანაც ჩვენ გვაქვს დასტური, რომ 150 000 დოზას მივიღებთ მარტის პირველ ნახევარში. მოლაპარაკებები გრძელდება. მათ იციან ჩვენი საჭიროებები. ეტაპობრივად ...

Read More »

ანგელა მერკელი – „ლოქდაუნი“ საჭიროზე ერთი დღით მეტიც არ გაგრძელდება

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ესმის, რამდენად რთულია „ლოქდაუნი“ ხალხისთვის, თუმცა, ქვეყანა კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების შესაჩერებლად უნდა მოემზადოს. „გერმანიას ახლა საქმე აქვს სამ აგრესიული მუტაციასთან, ქვეყანა უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ, შესაძლოა, ახალი ვარიანტები დომინანტური გახდეს და მუტაციებმა ვაქცინის წარმატება გაანადგურონ,“- განაცხადა მერკელმა ბუნდესტაგის დეპუტატებთან საუბრისას. მისივე თქმით, შეზღუდვები მხოლოდ იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენხანსაც საჭირო იქნება. „ჩვენზე, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოზე, ...

Read More »

Mastercard-ი კრიპტოვალუტის გამოყენებას აპირებს

Mastercard-მა შესაძლოა გარკვეული ოპერაციები კრიპტოვალუტითაც შეასრულოს. ამის შესახებ კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა. „წლის ბოლომდე მხარს დავუჭერთ ჩვენს ქსელში ზოგიერთი კრიპტოვალუტის გამოყენებას“, – აღნიშნა რაჯ დამოდარანმა. მანამდე კრიპტოვალუტაზე ავტომობილების გაყიდვას კომპანია Tesla დათანხმდა. კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ Tesla ბიტკოინებში 1,5-მილიარდიან ინვესტიციას ჩადებს.

Read More »