Home » 2021 » February » 10

Daily Archives: February 10, 2021

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ენკა“არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ს ეხმაურება

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ენკა“ (შპს „ენკა რინიუებლზ“) არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ს ეხმაურება. „გვსურს, გამოვეხმაუროთ არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას იმის შესახებ, თითქოს რიონის ხეობაში ქვემო ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა და არღვევს სანებართვო პირობებს, რადგანაც შპს „ენკა რინიუებლზს” 2020 წლის 21 სექტემბრიდან მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოების შესრულების უფლება აღარ გააჩნია. კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ...

Read More »

The Washington Post: შესაძლოა, რუსული ვაქცინა Sputnik V „გლობალური წარმატების ისტორია“ გახდეს

კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა Sputnik V, როგორც ჩანს, სულ უფრო მეტ შანსს იძენს გახდეს “გლობალური წარმატების ისტორია”, – წერს “ვაშინგტონ პოსტი”. „ვაქცინამ მხარდაჭერა მოიპოვა გასულ კვირას, მას შემდეგ რაც ბრიტანულმა სამეცნიერო ცნობილმა ჟურნალმა Lancet გამოაქვეყნა რეცენზირებული სტატია, სადაც აღიარებულია, რომ ვაქცინა ეფექტურია 91,6%–ით პირველი ვაქცინაციიდან 21 დღის შემდეგ და 91,8%-ით 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში, რაც აყენებს მას Pfizer-BioNTech და ...

Read More »

„არ გვაქვს ფუფუნება ღვინის ბაზარზე კონკურენციაში რაოდენობისა და ფასის ხარჯზე შევიდეთ”

რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლის გამკაცრება, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. როგორც ლევან მეხუზლა განმარტავს, საქართველომ გლობალური ბაზრისთვის მაღალხარისხიანი, უნიკალური შეთავაზება უნდა შექმნას. შესაბამისად, აქცენტი არა რაოდენობაზე, არამედ სწორედ ხარისზე უნდა გაკეთდეს. “საქართველოს არ აქვს ფუფუნება გლობალურ ბაზარზე კონკურენცია რაოდნობისა და ფასის ხარჯზე მოახდინოს,” – განმარტავს მეხუზლა. მისივე თქმით, ღვინის ხარისხი იწყება ვენახში, ყურძნის ...

Read More »

თავდაცვის ძალების ავტოპარკი 300 ერთეული სპეცტექნიკით განახლდა

საქართველოს თავდაცვის ძალების ავტოპარკის განახლების პროცესი გრძელდება. „ნატოს სტანდარტების ახალი ტექნიკის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, 300 ერთეულზე მეტი სპეციალური საავტომობილო ტექნიკა, მათ შორის IVECO-ს ტიპის საწვავგამმართველი, IVECO-ს ტიპის სატვირთო ავტომობილი და MAN-ის ტიპის მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომობილები შევისყიდეთ“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი სპეც-ტექნიკით აღჭურვა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მობილურობის ზრდას და დავალების ეფექტიანად შესრულებას შეუწყობს ხელს. „ახალი საავტომობილო საშუალებების შესყიდვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ხარჯების ეფექტიანობის თვალსაზრისითაც, რადგან ...

Read More »

როგორია კორუფციის დონე საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში

საერთაშორისო ორგანიზაციამ Transparency International 2020 წლის მსოფლიო ქვეყნების კორუფციის ინდექსი გამოაქვეყნა. კვლევა 180 ქვეყანას მოიცავს. ამბებს მიღმას გუნდმა კვლევიდან საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების მონაცემები გამოყო და მათი ვიზუალიზაცია მოახდინა. ორგანიზაციის ოფიციალურ ვებსაიტზე დატანილი მონაცემების  მიხედვით, საქართველო 56 ქულით, 45-ე ადგილს იყოფს პოლონეთთან და სენტ-ლუსიასთან. კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველოს გასულ წელსაც 56 ქულა ჰქონდა. შესაბამისად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ...

Read More »

COVID-19-ის ვაქცინაციისთვის ქვეყანამ 50 000 სპეციალური შპრიცი მიიღო

„ფაიზერის“ ვაქცინის გასაკეთებლად ქვეყანამ 50 000 სპეციალური შპრიცი მიიღო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესზე საუბრისას განაცხადა. თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ამ შპრიცების გამოყენებაზე ტრენინგი ჩატარდა იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ვაქცინაცია განხორციელდება. „ვაქცინების შესყიდვის გარდა, სამინისტრო და დაავადებათა კონტროლი მუშაობს იმ ყველა სახარჯო მასალის შესყიდვაზე, რომელიც აუცილებელია ვაქცინაციის პროგრამისთვის. მივიღეთ 50 000 სპეციალური შპრიცი „ფაიზერის“ ...

Read More »

დეკრეტული შვებულებით სარგებლობის ახალი წესი

სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქალაქო ცენტრების ხელმძღვანელებთან  სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა  2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების ახალი წესი“ დეტალურად განიხილეს. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება ორსულობისა და მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებად დაიყო. 1 იანვრიდან ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება, ...

Read More »

რა შემოსავალი მიიღეს ბანკებმა 2020 წელს ჯარიმებიდან და საურავებიდან

2020 წელს კომერციულ ბანკებს კლიენტებისთვის მიცემული სესხების მიხედვით საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი თითქმის გაუნახევრდათ. ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, გასულ წელს ამ შემოსავალმა 50 მილიონ 578 ათას 206 ლარი შეადგინა, ეს კი 34 მილიონ 300 ათასით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. კერძოდ, 2019 წელს ამ მუხლიდან ბანკების შემოსავალი 84 მილიონ 942 ათას 700 ლარს შეადგენდა. როგორც კომერციული ბანკების 2020 წლის ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ...

Read More »

ერდოღანი – თურქეთი მთვარეზე პირველ მისიას 2023 წელს განახორციელებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ეროვნული კოსმოსური პროგრამის ფარგლებში მთვარეზე პირველ მისიას 2023 წელს განახორციელებენ. „პირველი მისია მთვარეზე განხორციელდება ჩვენი ეროვნული და აუთენტური ჰიბრიდული რაკეტით, რომელიც გაეშვება ორბიტაზე 2023 წლის ბოლოს საერთაშორისო თანამშრომლობით“, – განაცხადა მან. გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, გასულ თვეს ერდოღანი კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის დამაარსებელს ილონ მასკს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ესაუბრა. ამასთან, იანვარში თურქეთმა დედამიწის ორბიტაზე ...

Read More »

„საქართველოს ფოსტის“ პრივატიზება იგეგმება

„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე აცხადებს, რომ „საქართველოს ფოსტის“ შესყიდვით, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ინვესტორები არიან დაინტერესებული. როგორც ლევან ჩიკვაიძემ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, განიხილება ფოსტის არა სრული, არამედ ნაწილობრივი პრივატიზება. „პრივატიზაციის თემა მარტივი საკითხი არ გახლავთ. მიმდინარეობს მუშაობა და იქნება ეტაპობრივი პრივატიზაცია. ეროვნული ოპერატორი საინტერესო გახდა კერძო ინვესტიციისთვის. ყველას სურვილია, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს“, – აღნიშნა მან.

Read More »