Home » 2021 » February » 09

Daily Archives: February 9, 2021

„საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული პროდუქტის 90%-მდე ადგილობრივადაა წარმოებული“

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული პროდუქტის 90%-მდე ადგილობრივადაა წარმოებული. როგორც გენადი არველაძემ ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, 2020 წელი ძალიან წარმატებული იყო ევროკავშირის ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტის მიმართულებით. „სოფლის მეურნეობის მიმართულებით 2020 წელი იყო ძალიან წარმატებული, 26 %-ით გაიზარდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე, რაც იყო უპრეცედენტო ზრდა. ევროკავშირში 90% -მდე სულ ...

Read More »

შოთა გულბანი – რთული ვითარებაა ნამახვანი ჰესების კასკადის ირგვლივ, თუმცა გამოსავალი ნებისმიერ სიტუაციაში არსებობს

“რთული ვითარებაა ნამახვანი ჰესების კასკადის ირგვლივ, თუმცა გამოსავალი ნებისმიერ სიტუაციაში არსებობს”, – ამის შესახებ ეკონომისტი, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის წევრი, შოთა გულბანი სოციალურ ქსელში წერს. “რთული ვითარებაა ნამახვანი ჰესების კასკადის ირგვლივ, თუმცა გამოსავალი ნებისმიერ სიტუაციაში არსებობს და ამ გამოსავლის ძიებაში, ხელისუფლების როლი საკმაოდ დიდია. სწორედ ხელისუფლებამ უნდა იტვირთოს ეფექტური კომუნიკატორის როლი კომპანიასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. გასაგებია ადგილობრივი მოსახლეობის ...

Read More »

ლადო პაპავა – ლარი ასახავს იმას, რაც საქართველოს ეკონომიკას სჭირს

კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ, მსოფლიო ეკონომიკას უდიდესი პრობლემები შეუქმნა. ამ მხრივ, არც საქართველო აღმოჩნდა გამონაკლისი და იმ ფონზე, როდესაც კოვიდ 19-თან ბრძოლის არანაირი გამოცდილება არ არსებოდა, ისედაც არც თუ ისე ძლიერი ქართული ეკონომიკა, უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა. შეჩერებულ ბიზნესს და შემოსავლის გარეშე დარჩენილ მოსახლეობას ლარის გაუფასურებაც დაერთო. როგორ შეეხო გლობალური ეკონომიკური კრიზისი საქართველოს და სად არის გამოსავალი? – ამ თემებზე „ჯორიან თამსს“ ...

Read More »

რომან გოცირიძე: თუკი ჰესებს არ ავაშენებთ, რუსეთის ენერგეტიკულ ტყვეობაში აღმოვჩნდებით

“მუდმივი არაფერია. ხელისუფლებას ცვლის ოპოზიცია და უკვე გახელისუფლებულ ოპოზიციას მოუწევს ხუდონის, ნამახვანის, ნენსკრას აშენება. წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოვჩდნებით რუსეთის ენერგეტიკულ ტყვეობაში”, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე თავის Facebook გვერდზე წერს. “თუ ხელისუფლებას მხარს არ დაუჭერ ამ საქმეში, ხელი მაინც არ უნდა შეუშალო. ეს პოლიტიკური პრაგმატიზმის თვალსაზრისითაც სწორი იქნება. საქმეს წინ წაიგდებ, თანაც უმტკივნეულოდ. სხვისი ხელით ჭინჭრის მოკრეფას ...

Read More »

1 ნაბიჯი რუსული ვაქცინისთვის ევროკავშირის ბაზრამდე – ბრიუსელმა Sputnik V-ის რეგისტრაციის განაცხადი მიიღო

Ria.ru-ს ცნობით, რუსეთის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფონმა ევროკავშირში Sputnik V-ის სარეგისტრაციო განაცხადი შეიტანა და ის ბრიუსელმა მიიღო. 19 იანვარს მედიკამენტების სააგენტომ (EMA) ჩაატარა სამეცნიერო კონსულტაცია Sputnik V- ის დეველოპერებისთვის, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა ევროკავშირში რეგისტრაციაზე განაცხადის გაკეთება. 10 დღის შემდეგ კი რუსულმა ფონდმა სარეგისტრაციო განაცხადი ოფიციალურად შეიტანა. თუ ცენტრალური კომისია ვაქცინის რეგისტრაციის უფლებას გასცემს, რუსული ვაქცინა ევროკავშირის ბაზარზე ცენტრალიზებულად შევა. ...

Read More »

„რა ვიცით, რომ „გირჩის“ დახმარებით ჯარისგან თავის არიდების პროგრამა რუსული გეგმა არაა“

პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებლის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელმაც პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა, ხელისუფლებასთან მხოლოდ ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე შეთანხმდება და ბარიერის დაწევის საკითხი მათი მოთხოვნა არასდროს ყოფილა. „არსად და არასდროს გვითქვამს, რომ დაბალი ბარიერის გამო შევალთ პარლამენტში. „გირჩს“ სურს, რომ პარლამენტში შევიდეს, თუმცა არ უნდათ, რომ მთლად ალეკო ელისაშვილის გზა გაიარონ. იაგო თავის თავს ვერც ტრიუმფს გამოუცხობს და ...

Read More »

ვახტანგ ჭარაია: სპექტაკლი სახელწოდებით – “ჰესები გვანადგურებს”, უნდა დასრულდეს

„ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „სპექტაკლი სახელწოდებით “ჰესები გვანადგურებს” უნდა დასრულდეს. პანდემიის მიუხედავად ინვესტორი მზად არის საქართველოში ისტორიული პროექტი განახოციელოს და მხოლოდ ერთმა ნამახვანის ჰესმა: – ქვეყანაში შემოიტანოს 800 მილიონი აშშ დოლარი; – შექმნას 2000 მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი, რომლის მინიმუმ 80% ადგილობრივი მოსახლეობა იქნება; – შეავსოს ქართული ენერგოდეფიციტი (შესაბამისად შეამციროს ...

Read More »

“ექიმის შეცდომა ერთ ადამიანს ღუპავს, მშენებლის შეცდომამ კი შესაძლოა, 100 ადამიანი დაღუპოს”

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი დედაქალაქში მიმდინარე პრობლემურ მშენებლობებზე საუბრობს. ირაკლი როსტომაშვილი განმარტავს, რომ არაერთი ნაგებობა ისეთ ადგილზეა აშენებეული, სადაც ეს დაუშვებელია. „ექიმის შეცდომა ერთ ადამიანს ღუპავს, მშენებლის შეცდომამ კი შესაძლოა, 100 ადამიანი დაღუპოს. მშენებლობა უნდა დაიწყოს პროფესიონალის მიერ ადგილის შერჩევით, გეოლოგიური დასკვნის გაკეთებით, პროფესიონალური პროექტით, პროფესიონალური კონსტრუქციული პროექტით და პროფესიონალი მშენებლით. ამ ჯაჭვიდან რომელიმე რგოლი თუ ამოვარდნილია, მაშინ ვიღებთ სავალალო შედეგს. ...

Read More »

„არაინფორმირებულობის გამო პურის მწარმოებელთა ნაწილმა ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფების სუბსიდია ვერ მიიღო“

„პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, პურის ბევრმა მსხვილმა წარმოებამ ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფების სუბსიდია ვერ მიიღო, რადგან სათანადოდ არ იყო ინფორმირებული სპეციალურ ვეგბერდზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით. როგორც დოლიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაბამისად, პურის მწარმოებელთა დიდ ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადი გაზრდილი ტარიფით მიუვიდა. „ზოგადად, ენერგომატარებლები ძალიან მძიმედ აწვება საწარმოებს. დაახლოებით ეს არის 25 პროცენტამდე პურპროდუქტებში. ეს საბოლოოდ ფოკუსირდება ფასწარმოქმნაში პროდუქციის, ამას ძალიან ...

Read More »

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2021 წლის 9 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 62 497 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.940 პროცენტით, მაქსიმალური 8.000 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.940 პროცენტით განისაზღვრა.

Read More »