Home » 2021 » February » 05

Daily Archives: February 5, 2021

თორნიკე შარაშენიძე: ყველგან რომ რუსეთის კვალს ვეძებთ, ჰესების წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში რატომ არ ვეძებთ?

ყველგან რომ რუსეთის კვალს ვეძებთ, ჰესების წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში რატომ არ ვეძებთ? – ამის შესახებ პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე Facebook-ში წერს: “ისე, ყველგან რუსეთის კვალს რომ ვეძებთ (მართლა ყველგან! უკვე სასაცილოც აღარაა). ჰესების წინააღმდეგ აგორებული კამპანიის უკან რატომ არ ვეძებთ? ვინმეს სერიოზულად ჰგონია რომ საქართველო ქარისა და მზის ენერგიის ხარჯზე იცხოვრებს? მოგვიწევს იმპორტი რუსეთიდან”, – წერს თორნიკე შარაშენიძე.  

Read More »

არჩილ მორჩილაძე – ოფიციალურად მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს, რომ დაიწყოს ერთ-ერთი ჰოსპიტალური ქსელის მიერ კონკურენციის კანონის დარღვევის ფაქტის შესწავლა

– 2019 წელს თორმეტმა სადაზღვევო კომპანიამ ბანკებისთვის სადაზღვევო სფეროში აქტივების ფლობის შეზღუდვა მოითხოვა. ამასთანავე, ცნობილია, რომ ხშირ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიები ასევე წარმოადგენენ სააფთიაქო ქსელებსა და ჰოსპიტლებს. რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა სადაზღვევო ინდუსტრიისთვის? – ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობის პრობლება ყველასთვის ცნობილია და სამწუხაროდ, ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება ამის შესაცვლელად. რაც შეეხება სააფთიაქო და ჰოსპიტალურ ქსელებს, ბუნებრივია, ესეც მანკიერი პრაქტიკაა. კიდევ უფრო სავალალოა, როდესაც ...

Read More »

ბექა ფერაძე: პანდემიის დროს რესტორნების მხრიდან საპროტესტო აქციებზე საუბარი ცოტა უხერხულია

პანდემიის დროს სარესტორნო ბიზნესის მხრიდან სახელმწიფოსთან საპროტესტო აქციებზე საუბარი ცოტა უხერხულია, – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა. ეკონომიკური საქმიანობის თვითნებურად განახლების შემთხვევაში, შესაბამისი სანქციების გამოყენება მოხდება. „ჩემი გადმოსახედიდან, პანდემიის დროს ცოტა უხერხულია სახელმწიფოსთან ასეთი ტონით საუბარი, როდესაც ლაპარაკობენ საპროტესტო აქციებზე. ბუნებრივია, ყველას შეუძლია პროტესტის გამოხატვა და ეს არის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ, ამ შემთხვევაში, თუკი თვითნებურად ...

Read More »

200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით, განაცხადების წარდგენა გრძელდება

200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გრძელდება განაცხადების წარდგენა. დღეის მდგომარეობით, სამსახურის მონაცემთა ბაზაში უკვე 4 800 განაცხადია დარეგისტრირებული. როგორც უწყებაში განმარტავენ, თუ დამქირავებელი ყოველ მომდევნო თვეში, ამ შემთხვევაში, თებერვალში, აღარ წარადგენს განაცხადს, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას გამოიყენებს წინა თვის, იანვრის განაცხადებს. ამასთან, თუ დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა, იანვრის თვეში ვერ წარმოადგინეს განაცხადები, მათი წარმოდგენა შესაძლებელია ...

Read More »

საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა იზრდება

2021 წლის 5 თებერვლის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.3 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც დარიცხული სარგებელი 116 მილიონი ლარია, – ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში და ერიცხება ეფექტური წლიური სარგებელი 10.8%. საპენსიო აქტივების 76% განთავსებულია სადეპოზიტო სერთიფიკატებსა და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 24% სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე. საპენსიო აქტივები ამ დროისათვის სრულად ლარშია ინვესტირებული. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 624-მა ადამიანმა. სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო ...

Read More »

ჟოზეპ ბორელი – ვიმედოვნებ, რომ ევროპის წამლების სააგენტო „სპუტნიკ V“-ის ეფექტურობას მალე დაადასტურებს

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის მარეგულირებელი რუსული ვაქცინის სერტიფიცირებას მალე შეძლებს. „გავეცანი პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას „სპუტნიკ V“-ის ვაქცინისა და მისი მაღალი ეფექტიანობის შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ევროპის წამლების სააგენტო მისი ეფექტურობის დადასტურებას მალე შეძლებს. ეს კარგი ამბავი იქნება, რადგან ევროკავშირში ვაქცინების დეფიციტი გვაქვს“, – აღნიშნა ჟოზეპ ბორელმა მოსკოვში რუსეთის ...

Read More »

„ალიევის ინიციატივა, შექმნილიყო კავკასიის გაერთიანებული შტატები, სააკაშვილისთვის დამაინტრიგებელი აღმოჩნდა“

„თავის დროზე ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ უნდა შექმნილიყო კავკასიის გაერთიანებული შტატები, თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის მონაწილეობით, რასაც მხარი დაუჭირა სააკაშვილმა. სწორედ ამას მიება დავითგარეჯის სადავო მონაკვეთის დათმობის საკითხი აზერბაიჯანის სასარგებლოდ“, – ასეთია ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას მოსაზრება. რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს დავითგარეჯის საქმე? რამდენად საშური იყო ჩვენი ისტორიული ტერიტორიის ნაწილი ყარაბაღის ომამდე დაგვებრუნებინა? რა როლი ითამაშა მიხეილ სააკაშვილმა მოლაპარაკების პროცესში დავითგარეჯისთვის წამგებიანი პოზიციის შექმნაში და რა იყო მისი ...

Read More »

მეტროს ამუშავების შემდეგ, „გოცირიძე“ მგზავრებს ვერ მოემსახურება

მეტროსადგურ „გოცირიძეზე” მიმდინარე სრულმასშტაბიანი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 8 თებერვლიდან აღნიშნული სადგური სამი თვის განმავლობაში, მგზავრებს ვერ მოემსახურება და მოძრავი შემადგენლობები თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, ამ ხაზზე არ გაჩერდებიან, – ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება. თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ. გამონაკლისია კუს ტბისა და ...

Read More »

სერგეი ლავროვი – რუსეთსა და ევროკავშირს შორის ნორმალური ურთიერთობების არარსებობა სარგებელს არავის მოუტანს

რუსეთსა და ევროკავშირს შორის ნორმალური ურთიერთობების არარსებობა სარგებელს არავის მოუტანს, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელთან შეხვედრაზე განაცხადა. „ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას, რომლის დასმასაც აპირებთ დღევანდელ მოლაპარაკებებზე. ჩვენ შევეცდებით არ გაგიცრუოთ იმედი ”, – დასძინა მინისტრმა.  

Read More »

ანა დოლიძე – სუბსიდირების მიმღები კომპანიებიდან ორი უმსხვილესი კომპანია კვლავ „ქართული ოცნების“ შემომწირველია

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, სუბსიდირების მიმღები კომპანიებიდან ორი უმსხვილესი კომპანია „ბევრილი ჯგუფი და შპს „ჯეომილი“ „ქართული ოცნების“ შემომწირველია. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, შპს „ბევრილი ჯგუფი“ „ქართული ოცნების“ დეპუტატს, გოდერძი ჩანქსელიანს ეკუთვნოდა და ის მმართველი გუნდის შემომწირველია. ამასთან, დოლიძის ინფორმაციით, შპს „ჯეომილის“ დირექტორს, ბესიკ ბეჟაშვილს „ქართული ოცნებისთვის“ 50 ათასი ლარი აქვს შეწირული. „მოსახლეობამ იცის, რომ ხორბლის იმპორტის სუბსიდირების მეორე ეტაპი დაიწყო. ...

Read More »