Home » 2021 » February » 04

Daily Archives: February 4, 2021

ბრიტანულმა სანავთობო კომპანიამ – BP, 2020 წელი 20,31 მილიარდი დოლარის ზარალით დაასრულა

ბრიტანული სანავთობო კომპანია BP-ის 2020 წლის წაგებამ 20 მილიარდ 310 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2019 წელს მოგება 4 მილიარდ 30 მილიონი ჰქონდა. აღნიშნულის შესახებ მოწმობს კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადება. გასული წლის მეოთხე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი დადებითი იყო და მოგებამ მილიარდ 360 მილიონი შეადგინა. კომპანიის შემოსავლები 2020 წელს 35%-ით შემცირდა 180 მილიარდ 370 მილიონ დოლარამდე, მეოთხე კვარტალში კი 37%-ით 44 ...

Read More »

საქართველოდან თაფლის ექსპორტი 240%-ით გაიზარდა – სად ვყიდით პროდუქტს

პანდემიის მიუხედავად, საქართველოდან ნატურალური თაფლის ექსპორტი 240%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს ქვეყნიდან ჯამში 122 ათას 500 დოლარის ღირებულების თაფლი გავიდა, 2019-ში კი ექსპორტზე მხოლოდ 56 ათას 300 დოლარის ნატურალური თაფლი გავიდა. Top-5 ქვეყანას შორის, სადაც 2020 წელს საქართველომ ნატურალური თაფლი გაყიდა, ლიდერობს იტალია, მას მოსდევს ამერიკის შეერთებული შტატები, მე-3 ადგილზეა ბულგარეთი, მე-4 და მე-5 პოზიციებს კი კანადა ...

Read More »

ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი განკარგულებით დაბლოკილი 3 ტელეარხი ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს ძირს უთხრიდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი განკარგულებით დაბლოკილი სამი ტელეარხი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს ძირს უთხრიდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის დროს განაცხადა. „საინფორმაციო სივრცეში რუსული აგრესიის საფრთხესთან ბრძოლაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მუშაობას მინდა ხაზი გავუსვა. მასმედიის წინააღმდეგ სანქციები ყოველთვის რთული გადაწყვეტილებაა. ეს არ არის ემოციური გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება უკრაინის უამრავი სახელმწიფო უწყების ინფორმაციის საფუძველზე მომზადდა. ეს ...

Read More »

Apple-ის მანქანას Kia შექმნის

ჭორები განუწყვეტლივ ვრცელდება იმის შესახებ, რომ Apple Hyundai-ში 3.6 მიალიარდიან ინვესტიციას განახორციელებს და მისი შვილობილი კომპანია Kia “ეფლის” მანქანას შექმნის. რაც, “Project Titan”-ის დებიუტს გულისხმობს. მას, ალბათ, 2024 წლისთვის ვიხილავთ, თუმცა რადგანაც თვითმართვადი მანქანების სფეროში Apple-ის პროგრესის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი, შესაძლებელია, ლოდინი უფრო დიდხანხ მოგვიწიოს. თავის მხრივ, Hyundai მუშაობდა E-GMP ელექტროძრავის პლატფორმაზე, რომელიც კომპანიის თქმით, 2025 წლისთვის 23 ახალ ელექტრო მანქანას ...

Read More »

ზურაბიშვილი – კიბოს დაძლევის ევროკავშირის გეგმა ხელმისაწვდომი საქართველოსთვისაც უნდა გახდეს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ევროკავშირის კიბოს დაძლევის გეგმა, რომელიც ევროპული კომისიის მიერ დღეს ჩაეშვა მოქმედებაში, ხელმისაწვდომი უნდა გახდეს საქართველოსთვის და ევროკავშირთან ასოცირებული სხვა პარტნიორებისათვის. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნული ინიციატივით დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის მიერ ორგანიზებულ ონლაინფორუმზე გამოვიდა. “ჩვენ ამ გეგმის მონაწილე უნდა ვიყოთ. საქართველო მზადაა შეუერთდეს ამ ინიციატივას და ევროპულ რეგიონთან გააერთიანოს ძალები”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტმა კიბოს ...

Read More »

გიორგი შაგიძე მოლდოვური ბანკი MAIB-ის CEO გახდა

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი შაგიძე მოლდოვეთის წამყვანი ბანკი Moldova Agroindbank-ის (MAIB) CEO გახდა, – მოლდოვურმა ბანკმა ქართველი ბანკირის დანიშვნის შესახებ ოფიციალურად უკვე განაცხადა. „პატივი მაქვს აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობა შევასრულო. მადლობას ვუხდი მოლდოვის ეროვნულ ბანკს და MAIB–ის ნდობისთვის. ველოდები ერთგულ და ნიჭიერ გუნდთან ერთად მუშაობის დაწყებას. ძირითადი აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ MAIB-მა უზრუნველყოს ყველაზე შესაფერისი პროდუქტები და მომსახურება ...

Read More »

სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამით სპორტული ინდუსტრია და კერძო ბაღებიც ისარგებლებენ

სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამით რესტორნების გარდა სპორტული ინდუსტრია და კერძო საბავშვო ბაღები ისარგებლებენ. ეს გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა. “დეკემბერში დამატებით ღონისძიებად მივიღეთ რესტორნებისთვის საბანკო სესხის სუბსიდირების პროგრამა. ის დეკემბრიდან დაიწყო და საკმაოდ დიდი მოთხოვნა აჩვენა. ეს იყო 6 თვის განმავლობაში საბანკო სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირება. დაახლოებით 2 000-მა რესტორანმა მოგვმართა შეღავათის გამოყენების თხოვნით. თუმცა, გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო ...

Read More »

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “ნიუ პასაჟი” წარმოებას აფართოვებს

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ბეტონის საამქრო შპს „ნიუ პასაჟის“ ხელშეწყობის მიზნით, 185,000 ლარის ინვესტიცია გამოყო. შპს „ნიუ პასაჟი“ 2019 წელს დაარსდა, მისი წლიური ბრუნვა კი 2 მილიონ ლარს აღემატება. კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში 60 ადამიანია ჩართული. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია რეგიონში, ძირითადად სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ხორციელდება. „ნიუ პასაჟი“ აქტიურადაა ჩართული რეგიონში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებში და ...

Read More »

მაია ბითაძე – ბიუჯეტში გადასახადები აღარ შედის, მოვიდა დრო სწრაფად გაიხსნას ეკონომიკა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ არავის სურს ხელისუფლებაზე მეტად ეკონომიკის გახსნა, რადგან ბიუჯეტში ფაქტობრივად აღარ შედის გადასახადები. ,,მე ღრმად მწამს, რომ იქნება გადადგმული ნაბიჯები უწყებათაშორისი საბჭოს მხრიდან, რათა დაჩქარდეს ეკონომიკის გახსნის პროცესი. მერწმუნეთ, არავის ხელისუფლებაზე მეტად არ სურს ეს. ეკონომიკური მდგომარეობა და შეზღუდვები ყველაზე დიდ დარტყმას სწორედ ჩვენთვის წარმოადგენს. მგონია, მოვიდა დრო, უფრო სწრაფად გაიხსნას ეკონომიკა. ...

Read More »

სესხების პროცენტის სუბსიდირების პროგრამას მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც დაემატა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით ცვლილებები შეეხება ბიზნესჯგუფებს, რომლებიც  მეტად დაზარალდა პანდემიისა და შეზღუდვების გამო, ან დიდი ხნით იყო გაჩერებული, ან ჯერ კიდევ ვერ იწყებს საქმიანობას. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ერთ-ერთ ასეთი ბიზნესჯგუფს წარმოადგენენ რესტორნებისა და კვების ინდუსტრიის წარმომადგენლები, რომელთაც 8 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით  შეეძლებათ  გააკეთონ ...

Read More »