Home » 2021 » February » 03 (page 2)

Daily Archives: February 3, 2021

გვენეტაძე – ტურიზმის აღდგენა თუ საერთოდ არ მოხდა, დღევანდელი შეფასებით, 2021 წლის ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 1%-ის ფარგლებში იქნება

სამწუხაროდ, 2020 წელს „კოვიდ-19“-ის პანდემიის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკა, ისევე როგორც გლობალური ეკონომიკა შემცირდა და ძირითადად, ეს გამოწვეული იყო კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო არსებულ შეზღუდვებზე, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, 2020 წელს წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკა 6.1 პროცენტით შემცირდა. „შეიძლება ითქვას, რომ თავიდან, როდესაც დაიწყო პანდემია, შედარებით დაბალ ზრდას ვვარაუდობდით, მოგეხსენებათ, დაახლოებით 4 პროცენტი იყო, ...

Read More »

მექსიკამ კორონავირუსის წინააღმდეგ რუსული წარმოების ვაქცინა „სპუტნიკ V“ საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა

მექსიკამ კორონავირუსის წინააღმდეგ რუსული წარმოების ვაქცინა „სპუტნიკ V“ საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა. როგორც ტელეკომპანია „სიენენი“ წერს, ამის სესახე პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ უგო ლოპეს-გატელმა განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, მექსიკურმა მხარემ უკვე გააფორმა კონტრაქტი რუსული ვაქცინის რამდენიმე მილიონი დოზის მიღებაზე. კერძოდ, მექსიკა ვაქცინის 400 ათასს დოზას თებერვალში მიიღებს, ერთ მილიონ დოზას – მარტში, ექვს მილიონს – აპრილში და დანარჩენს – მაისში. ...

Read More »

ამირან გამყრელიძე – მარტის განმავლობაში „ასტრაზენეკა“ უფრო სოლიდური დოზებით შემოვა

მარტის განმავლობაში „ასტრაზენეკა“ შემოვა უფრო სოლიდური დოზებით, 180 ათასიდან 300 ათასამდე იქნება, აქაც პირველი სამედიცინო პერსონალი აიცრება,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, პირველ რიგში, კორონავირუსზე „ფაიზერის“ ვაქცინით კოვიდკლინიკების თანამშრომლები აიცრებიან. მისივე თქმით, აცრის შემდეგ მოქალაქეები 15-30 წუთი მოსაცდელში უნდა განთავსდნენ, რათა დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ. „თებერვლის მეორე ...

Read More »

მარიამ ჩახვაშვილი: ნამახვანი ჰესი, როგორც რეზერვის წყარო, საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას უფრო სტაბილურს გახდის

ნამახვანი ჰესის მთავარი უპირატესობა, ჩემი აზრით, ისაა, რომ სეზონური რეგულაცია აქვს და მნიშვნელოვანი რეზერვის წყაროა. ეს სადგური ზამთრის დეფიციტს და შესაბამისად, იმპორტს საგრძნობლად შეამცირებს. ასე ნაკლებად დამოკიდებულები ვიქნებით მეზობელ ქვეყნებზე და ნაკლები ფული გავა ქვეყნის ეკონომიკიდან. აღნიშნული ჰიდროსადგური, როგორც რეზერვის წყარო, ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემას უფრო სტაბილურს გახდის – ელექტროენერგიის ხარისხი გაუმჯობესდება. მეტიც, მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება მეტი ქარისა და მზის ...

Read More »

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 3 თებერვლის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს. „იანვარში წლიურმა ინფლაციამ 2.8 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი თვის მანძილზე მისი შემცირება მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას უკავშირდება და დროებითი ხასიათისაა. როგორც წესი, ცენტრალური ბანკები მსგავსი ტიპის ეგზოგენური ფაქტორების გამო ინფლაციის დროებით გადახრებზე არ რეაგირებენ ...

Read More »

თამარ გაბუნია – რესტორნებში კორონავირუსის გავრცელების რისკი შეფასებულია და ის საკმაოდ მაღალია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, რესტორნებში კორონავირუსის გავრცელების რისკი შეფასებულია და ის საკმაოდ მაღალია, ამიტომ გახსნისას თანმიმდევრობის დაცვა აუცილებელია. როგორც გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, პირველ ეტაპზე ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და შემდეგ სკოლები. „რისკი რესტორანში შეფასებულია გლობალურად და ამასთან დაკავშირებით მტკიცებულება არსებობს, რომ არის საკმაოდ მაღალი, რადგან რესტორანში ადამიანი ვერ იყენებს ნიღაბს, რაც არის ...

Read More »

გიორგი ცუცქირიძე – რესტორნების დაუმორჩილებლობის აქცია არის წმინდა პოლიტიკური ხასიათის

“რესტორნების დაუმორჩილებლობის აქცია არის წმინდა პოლიტიკური ხასიათის”, – ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს. “ბანკები და ფინანსები” ცუცქირიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “რასაც რესტორნები, პირობითად მათი ქსელები 6 თებერვალს გვიანობსებენ, მათივე ასოციაციის პირით, სიახლეა არა მხოლოდ ქართული პანდემიური ეკონომიკის ისტორიაში. პროტესტი შეზღუდვებზე არის ევროპაში და ზოგადად მსოფლიოში, მაგრამ მას ასეთი რადიკალური ფორმა არსად მიუღია, როდესაც  თუნდაც ე.წ ...

Read More »

იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 2.8% შეადგინა

2021 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.7 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 2 ...

Read More »

ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება. როგორც მინისტრმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალ ვაჭრობას ძალიან დიდი პოზიტიური ეფექტი ექნება ორივე ქვეყნისთვის. მისივე ინფორმაციით, ინდოეთი ერთ-ერთი ის მიმართულებაა, საიდანაც მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებს უნდა ველოდოთ. „ინდოეთთან ჯერჯერობით არ გაგვიფორმებია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, მაგრამ ძალიან დამაიმედებელი პროგნოზია. გუშინაც შედგა შეხვედრა ელჩსა და ...

Read More »

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რამდენიმე დღეში ვაკის პარკი სრულად ჩაიკეტება

სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, რამდენიმე დღეში, ვაკის პარკი სრულად ჩაიკეტება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2021 წლის ბოლოსთვის იგეგმება. „დაწყებულია ვაკის პარკის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეკრეაციული სივრცეების განახლება და მოწესრიგება. ამ მიმართულებით ბევრი ნაბჯი იქნა გადადგმული და კარგი პროექტები განხორციელდა. ვაკის პარკი არის სივრცე, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს ...

Read More »