Home » 2021 » February » 02

Daily Archives: February 2, 2021

500 Startups-ის აქსელერაციის მეორე, ინტენსიური ეტაპი დაიწყო

მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს აქსელერატორი, 500 Startups-ი, კვლავ განაგრძობს აქსელერაციის პროგრამას. კომპანია საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ბანკის პარტნიორობით შემოვიდა. აქსელერაციის  მეორე, 6 კვირიანი ინტენსიური ეტაპი უკვე დაიწყო და ის 12 მარტამდე გაგრძელდება. Activechat, Agrolabs, B2C.GE, Corebook, Kernel, Kvalifika, My Nanny, PAYZE, Simpolium, YouTravel.me – ეს იმ  სტარტაპების ჩამონათვალია, რომლებიც საკუთარი იდეების დახვეწას მენტორებთან ერთად გააგრძელებენ. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ...

Read More »

კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულმა ვაქცინამ Sputnik V 92%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

ჟურნალში The Lancet კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის Sputnik V ტესტირების ბოლო ეტაპის შედეგები გამოქვეყნდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, პრეპარატის ეფექტიანობა 92%-ს შეადგენს, ამასთან ვაქცინა უსაფრთხოა. თავდაპირველად საერთაშორისო სპეციალისტები Sputnik V-ს სკეპტიკურად შეხვდა, თუმცა ახლა ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ პრეპარატმა თავისი ხარისხი დაამტკიცა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ვაქცინის გვერდითი მოვლენები საშუალო სიმძიმისაა და დაღლილობასა და ტემპერატურის მცირე მატებას ითვალისწინებს. მოხალისეთა შორის გარდაცვალეის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ...

Read More »

Facebook-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2020 წელს 84 მლრდ დოლარი შეადგინა

სოციალურმა ქსელმა Facebook-მა 2020 წლის ფინანსური ანგარიში წარმოადგინა. როგორც ირკვევა გასულ წელს კომპანიამ ჯამურად 85 მილიარდ 960 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 21%-ით მეტია. აქედან, 84 მილიარდ 170 მილიონი მოდის რეკლამიდან მიღებულ შემოსავლებზე. კომპანიის წმინდა მოგება 58%-ით არის გაზრდილი და შეადგენს 29 მილიარდ 150 მილიონ დოლარს. ამასთან, 2020 წელს სოციალური ქსელის ყოველდღიურად აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ შეადგინა მილიარდ ...

Read More »

გამყარდება თუ გაუფასურდება? – როგორ იმოქმედებს ეკონომიკის გახსნა ლარის კურსზე

ლარს ჯერჯერობით ვერაფერი ამყარებს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშებები უკვე მხოლოდ “ბიმაჩ” პლატფორმაზე დადებულ გარიგებებს ეფუძნება, კურსზე ეს ფაქტორი ვერ იმოქმედებს, თუმცა ვაჭრობის მიმდინარეობისას კომერციული ბანკების მიმართ გაჩენილ სპეკულაციურ ეჭვებს გააქრობს. ფინანსისტები პროგნოზირებენ, რა ელოდება ეროვნულ ვალუტას უახლოეს პერიოდში. ჯერჯერობით, სანამ ეკონომიკა ჯერ კიდევ მკაცრად შეზღუდულია და ბიზნესი პასიურია, ლარის გაუფასურების რისკი ნაკლებია. მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს ...

Read More »

ნათია თურნავა – EBRD არის ქართველი ხალხის და საქართველოს ბიზნესის ძალიან კარგი და საიმედო პარტნიორი

“ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი” წლების მანძილზე არის ქართველი ხალხის და საქართველოს ბიზნესის ძალიან კარგი და საიმედო პარტნიორი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ EBRD-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, EBRD რეფორმების განხორციელებაში ეხმარება არა მხოლოდ მთავრობას, არამედ, უშუალოდ, კერძო სექტორს. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ EBRD ეხმარება არა მარტო მთავრობას, რეფორმების განხორციელებაში, თუმცა ეს ძალიან წონადი დახმარებაა, არამედ, ...

Read More »

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. “2021 წლის 2 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 71 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8 პროცენტით, მაქსიმალური 8.080 ...

Read More »

არჩილ გაჩეჩილაძე: საფონდო ბირჟის ნახტომისებურ განვითარებას არ ველი

საფონდო ბირჟის ნახტომისებურ განვითარებას არ ველოდები, – ამის შესახებ საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ბირჟა, რომელიც დღეს არსებობს, მის გადაიარაღებაში ფინანსური სახსრები რამდენიმე ძირითადმა ბანკმა გაიღო. “მილიონობით ლარი დაიხარჯა იმაზე, რომ ახალი სისტემები გაშვებულიყო. მიუხედავად ამისა, იქ დღეს არანაირი შემოსავალი არ არის, მაგრამ შექმნილია ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ როგორც კი ეს წამოვა, ამის შესაძლებლობა ...

Read More »

სახაზინო ვალდებულების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის ცნობით, აუქციონში 5 კომერციული ბანკი მონაწილეობდა. “2021 წლის 2 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 42 500 000 ლარი. ...

Read More »

ტელევიზიებში 154 მლნ ლარის აზარტული თამაშების რეკლამა გავიდა – კომაპნიების დანახარჯები 2020 წელს

„აი ფი ემ“ აგრძელებს სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ აზარტული თამაშების სფეროს სარეკლამო სტატისტიკას. 2020 წელს ტელევიზიაში, აღნიშნულ კატეგორიაში, სულ გავიდა 143 502 სარეკლამო რგოლი, ქრონომეტრაჟის მოცულობამ შეადგინა 2000616 წამი, ხოლო განხორციელებულმა ინვესტიციამ – 153 868 894 ლარი. 2020 წელს სატელევიზიო რეკლამის მონიტორინგის მონაცემების მიხედვით, სარეკლამო რგოლების გასვლის რაოდენობით, ლიდერობს „აჭარაბეთი“ – 70 584 რგოლით, მეორე ადგილზეა „კრისტალბეთი“ – 23 974 . ...

Read More »

ეპიდემიოლოგები VS ბიზნესი

თამაშგარეში დარჩენილი ბიზნესსექტორები ეპიდემიოლოგებს ბიზნესის ლიკვიდირებაში ადანაშაულებენ შეზღუდვების მოხსნის თაობაზე ეპიდემიოლოგებსა, მთავრობასა და ბიზნეს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ. მოლაპარაკების პროცესი ფაქტობრივად ჩიხშია შესული. ხელისუფლება ეპიდემიოლოგების რჩევებზე დაყრდნობდით ქვეყანაში ბიზნეს საქმიანობის განახლებას არ ჩქარობს, ბიზნესის წარმომადგენლების განცხადებით კი საზოგადოებას, ეპიდემიოლოგებსა და სახელმწიფოს შორის არის უფსკრული, რომელიც უფრო და უფრო ფართოვდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურდება. ...

Read More »