Home » 2021 » February » 01

Daily Archives: February 1, 2021

პაატა ბაირახტარი – ნებისმიერი საუბარი ეკონომიკის აღდგენაზე უბრალოდ ფანტასტიკის სფეროა

“როდესაც მშპ-ის მიხედვით 108-ე ადგილზე ვართ, შეზღუდვების სიმკაცრით მე-8-ე ადგილს ვიკავებთ” “ნებისმიერი საუბარი ეკონომიკის აღდგენაზე უბრალოდ ფანტასტიკის სფეროა”, – ამის შესახებ აფბას ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი აცხადებს. “ბოლო პერიოდში ხშირად მსაყვედურობენ, უჩვეულო სიმშვიდით ხვდები ეკონომიკურ შეზღუდვებსო. არა, უბრალოდ რაც უკვე აღარ არის, იმაზე საუბრით არ გაწყენთ თავს. დიახ დღეს საქართველოს ეკონომიკა აღარ აქვს. აკი ჯერ კიდევ წინა წლის შემოდგომაზე ვამბობდი, „ლოქდაუნის“ ...

Read More »

საქართველო Invest in Georgia-ს ბრენდით, ინვესტიციების ხელშემწყობი სააგენტოების მსოფლიო ასოციაციის წევრი გახდა

საქართველო Invest in Georgia-ს ბრენდით, ინვესტიციების ხელშემწყობი სააგენტოების მსოფლიო ასოციაციის წევრი გახდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია სააგენტოს საინვესტიციო მიმართულების გასაძლიერებლად, ქვეყანაში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ტენდენციების გაცნობის კუთხით. “ინვესტიციების ხელშემწყობი სააგენტოების მსოფლიო ასოციაცია (WAIPA) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 1995 წელს დაარსდა გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიერ. ამჟამად WAIPA-ში მსოფლიო მასშტაბით გაწევრიანებულია 170-ზე ...

Read More »

ნათია თურნავა: იმისთვის, რომ გაზაფხულსა და ზაფხულში გვქონდეს უფრო ნორმალური ტურისტული სეზონი, ბიზნესებს ეტაპობრივად ვხსნით

ბიზნესის დახურვა და რიგი დარგების შეზღუდვა ყოველთვის მტკივნეული პროცესია. სწორედ იმიტომ, რომ გვქონდეს უფრო ნორმალური გაზაფხული და ზაფხული ტურისტული სეზონისკენ, ამიტომ ბიზნესებს ეტაპობრივად ვხსნით, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „დღის ქრონიკაში“ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ საზოგადოება ხედავს თუ რატომ ხდება ბიზნესების შეზღუდვა. „არავის არ უხარია რომელიმე ბიზნესის შეზღუდვა. მთავრობა და ეკონომიკური გუნდი მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმართული ...

Read More »

გზავნილების უპრეცედენტო გათამაშება საქართველოს ბანკისგან

საქართველოს ბანკი მომხმარებლის სხვადასხვა შეთავაზებებით წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ასეთი სიახლე გზავნილების გათამაშებაა. დღეიდან სამი თვის განმავლობაში, ფულადი გზავნილების მიღებისას მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, მოიგოს პრიზები: დღეში სამჯერ 100 ლარი, ხოლო ყოველი თვის ბოლოს ბინა დიღმის კომპლექსში „ვივა დეველოპმენტისგან“. გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ სრულწლოვან პირს შეუძლია. ამისათვის საჭიროა მიიღოთ გზავნილი საქართველოს ბანკის ნებისმიერი არხით, როგორიცაა: მობილბანკი, ინტერნეტბანკი, გადახდის აპარატი, ან ბანკის ნებისმიერი ...

Read More »

ჩინეთმა 2020 წელს ექსპორტზე 220 მილიარდი პირბადე გაიტანა

ჩინეთმა 2020 წლის განმავლობაში 220 მილიარდზე მეტი პირბადე გაიტანა ექსპორტზე. ამის შესახებ ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. მისი მონაცემებით, ამავე დროს ექსპორტზე გასულია 2 მილიარდ 300 მილიონი დამცავი კოსტიუმი და 1 მილიარდი ტესტების რეაქტივი. ჩინოვნიკის თქმით, ჩინეთი აქტიურად ავითარებს „მის უპირატსობას, როგორც ეპიდემიის საწინააღმდეგო საშუალებების ყველაზე მსხვილი სახელწმიფო-მიმწოდებლის“.

Read More »

პრემიერი – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაისისთვის ქვეყანაში პირველი ტურისტები გამოჩდნენ

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში ტურისტული  ინფრასტრუქტურა, სავარაუდოდ, მაისში გაიხსნება. როგორც გახარიამ აღნიშნა, ქვეყანა ვირუსის გავრცელებას, ამ ეტაპზე, სრულად მართავს. “ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, შედეგები საკმაოდ კარგი გვაქვს და ჩვენ, ფაქტობრივად, შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ დღეს სრულად ვმართავთ ამ ვირუსს. უაღრესად მნიშვნელოვანია ტურიზმის და ეკონომიკის გამოცოცხლება. ვიყავით დასრულების ეტაპზე მყოფ სასტუმროში, პრომეთეს მღვიმის ინფრასტრუქტურას პირდაპირ უერთდება ეს პროექტი, უაღრესად შთამბეჭდავი იყო ეს ...

Read More »

თიბისი ინვესტორებს პანდემიური წლის ფინანსურ შედეგებს 19 თებერვალს გააცნობს

თიბისი ინვესტორებს პანდემიური წლის ფინანსურ ანგარიშს 19 თებერვალს წარუდგენს. მენეჯმენტ ჯგუფი ფინანსურ ანგარიშს (სრული 2020 წელი და 2020 წლის მეოთხე კვარტალი) ინვესტორებს კონფერენც ქოლის მეშვეობით გააცნობს, გაიმართება მსჯელობა სხვადასხვა საკითხზეც. 2020 წლის მონაცემებით, თიბისის აქტივები 21,728 მლრდ-ია, სესხები 14,912 მლრდ, დეპოზიტები 12,843 მლრდ, მოგება 123 მლნ.

Read More »

ზელენსკი ბაიდენს: ძალიან მარტივი კითხვა მაქვს – ბატონო პრეზიდენტო, ჯერ კიდევ რატომ არ ვართ ნატოში?

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეუძლია უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ხელი შეუწყოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკულ პორტალ Axios-სთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ ამერიკის მადლობელნი ვართ. თუმცა, თუ ჩვენ, უკრაინელებსა და უკრაინას, გვსურს ალიანსის თანაბარუფლებიანი წევრები ვიყოთ, ეს უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკთხია, იმ უსაფრთხოების, რომელზეც პრეზიდენტი ბაიდენი საუბრობს. ასეთ შემთხვევაში, ძალიან მარტივი კითხვა მაქვს: ბატონო პრეზიდენტო, ჯერ კიდევ ...

Read More »

BioNtech-Pfizer ევროკავშირს ვაქცინის დაგეგმილზე 75 მილიონით მეტ დოზას გადასცემენ

კომპანიები BioNtech-ი და Pfizer-ი პირობას დებენ, რომ 2021 წლის მეორე კვარტალში ევროკავშირს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დაგეგმილზე 75 მილიონამდე მეტით დოზას გადასცემენ, – ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინაციის პროგრამა შეფერხებით მიმდინარეობს, რისი მიზეზიც ორი მსხვილი მიმწოდებლისგან BioNTech-Pfizer- სა და AstraZeneca- სგან ვაქცინების შემცირებული რაოდენობით მიწოდებაა, რომლებსაც წარმოებაში პრობლემები შეექმნათ. გერმანული კომპანია BioNTech-ი და ამერიკული კომპანია Pfizer-ი ...

Read More »

მთავრობა წამგებიანი სახელმწიფო საწარმოების მასობრივი პრივატიზებისთვის ემზადება – რეფორმებისთვის სახელმწიფო ჯგუფი შექმნა

საქართველოს მთავრობა სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებას იწყებს. სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირებისთვის შეიქმნება სახელმწიფო ჯგუფი, რომელსაც ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი უხელმძღვანელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მონაწილეობდნენ, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო ქონების აქტიური პრივატიზაცია და ყველა აქტივის რაციონალური ...

Read More »