Home » 2021 » January » 29

Daily Archives: January 29, 2021

ეროვნული ბანკი – ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშება Bmatch პლატფორმაზე დადებულ გარიგებებს დაეფუძნება

2021 წლის 1-ლი თებერვლიდან, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშებები მხოლოდ Bmatch პლატფორმაზე დადებულ გარიგებებს დაეფუძნება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის ცნობით, Bmatch პლატფორმა ბლუმბერგის სისტემაში 2020 წლის მარტიდან ამოქმედდა. განვლილი პერიოდის ანალიზმა ცხადყო, რომ პლატფორმაზე შექმნილია ვაჭრობის კონკურენტული გარემო. “მნიშვნელოვანია, რომ გარიგებები არ ხასიათდება დიდი მერყეობებით და, რაც მთავარია, სრულად შეესაბამება გარიგების დადების დროს ბაზარზე არსებულ რეალობას. Bmatch ...

Read More »

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „სილქ როუდ ჯგუფის“ და „ანაგის“ ერთობლივი პროექტი ხორციელდება

საქართველოს ბანკი ადგილობრივი პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მწვანე კონცხზე საცხოვრებელი /დასასვენებელი კომპლექსი „ბოტანიკო“ შენდება. გარდა ადგილმდებარეობისა, „სილქ როუდ ჯგუფის“ და „ანაგის“ ერთობლივ პროექტს, მისი არქიტექტურა და მშენებლობის მაღალი ხარისხი გამოარჩევს. მარადმწვანე სუბტროპიკულ მცენარეებში ჩაფლული კომპლექსი 2 დამოუკიდებელი ბლოკისგან შედგება, სადაც სმარტ სისტემებით აღჭურვილი 81 ბინაა განთავსებული. თითოეული ბინიდან კი პანორამული ხედი შავ ზღვაზე, 180 გრადუსით იშლება. 1.5 ჰექტარზე ...

Read More »

2020 წელს, ვითიბის ვიდეო ბანკის მოხმარება რეკორდულად გაიზარდა

2020 წელს, პანდემიის გამო შექმნილმა ვითარებამ, მნიშვნელოვნად გაზარდა ვითიბის დისტანციური არხების მოხმარება. კერძოდ, ვიდეო ბანკში ზარების მოცულობა 15-ჯერ გაიზარდა, რაც 1524% -იან ზრდას შეადგენს. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ისეთი პროდუქტების გაყიდვები, როგორიცაა სამომხმარებლო სესხი, საკრედიტო ბარათი და ანაბარი. ვითიბის ვიდეო ბანკით შესაძლებელია სამომხარებლო სესხის აღება და საკრედიტო ბარათის დამტკიცება, ხოლო ანაბრის გახსნისას გაუმჯობესებული საპროცენტო განაკვეთით სარგებლობა. ვიდეო ბანკით სარგებლობა შესაძლებელია მობილური ...

Read More »

შეთანხმება შედგა – ელისაშვილი და იოსელიანი საპარლამენტო საქმიანობაში ერთვებიან

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა და ლევან იოსელიანთან ერთად, პარლამენტში შედის. ამის შესახებ ელისაშვილმა პარლამენტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ჩვენ, „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმა საბოლოოდ გავაფორმეთ შეთანხმება „ქართული ოცნების“ ლიდერებთან, მამუკა მდინარაძესთან და არჩილ თალაკვაძესთან. შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში. ეს დოკუმენტი ეხება საარჩევნო საკითხების ფუნდამენტურ ცვლილებას და შემდეგ იმედი მაქვს, მოგვეცემა საშუალება, ეთერებში დეტალურად ...

Read More »

20 ქართველი მეცნიერი, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებში და უნივერსიტეტებში მუშაობენ

მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­სა და ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი საქ­მი­ა­ნობს. სა­ქარ­თვე­ლომ ბევ­რის სა­ხე­ლი და გვა­რი მხო­ლოდ მას შემ­დეგ გა­ი­გო, რაც კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია და­ი­წყო და ქვე­ყა­ნას მათი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თუ პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბა დას­ჭირ­და. AMBEBI.GE წარ­მო­გიდ­გენთ 20 ქარ­თველ მეც­ნი­ერს, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­ში კარ­გად ცნო­ბილ­ნი არი­ან და მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ: გი­ორ­გი ბა­ბუ­ა­ძე კა­ნა­და­ში, ლა­ვა­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მუ­შა­ობ­და. დოქ­ტო­რან­ტი მო­ლე­კუ­ლუ­რი ვირუ­სო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, 2017 ...

Read More »

“ჩაის” გვპარავენ, ადამიანური პირობები არ გვაქვს – გლოვოს ათეულობით კურიერი კომპანიის ოფისთან აქციას მართავს

კომპანია „გლოვოს“ კურიერები ამ წუთებში აქციას მართავენ და შრომის უკეთეს პირობებს ითხოვენ. კომპანიის ოფისთან რამდენიმე ათეული კურიერია შეკრებილი. გლოვოს კურიერები შრომის უკეთეს პირობებს ითხოვენ და აქციას მართავენ – სათაო ოფისთან რამდენიმე ათეული კურიერია შეკრებილი და მისამართებზე გასვლაზე უარს ამბობს მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ტარიფები შეცვალეს, ძალიან დაიწია, ბონუსიც შეცვლილია, ჩაის (პირადი გასამრჯელო კლიენტისგან) გვპარავენ, ადამიანური პირობები არ გვაქვს. ...

Read More »

ნათია თურნავა – ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პოსტკოვიდურ პერიოდში, რაც შეიძლება მეტი იაპონელი ინვესტორი დავაინტერესოთ და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები

საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ურთიერთდაცვის შეთანხმების ხელშეკრულების ხელმოწერით და ჩვენი აქტიური მუშაობით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოსტკოვიდური პერიოდში, როდესაც გვჭირდება აქტიური ინვესტიციები, რაც შეიძლება მეტი იაპონელი ინვესტორი დავაინტერესოთ, შემოვიყვანოთ ჩვენთან სხვადასხვა დარგში და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას, –  განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, რომელმაც ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ. მინისტრის ...

Read More »

იაპონიის ელჩი საინვესტიციო შეთანხმებაზე: ეს ძალიან კარგი გზავნილი იქნება იაპონური ბიზნესისთვის, რომ საქართველოს ბიზნესგარემო სულ უფრო უმჯობესდება

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც შექმნის მძლავრ ჩარჩოს არა მხოლოდ იაპონიასა და საქართველოში არსებული საინვესტიციო აქტივების დასაცავად, არამედ ბიზნესის უცხო ქვეყანაში ინვესტირების წახალისების კუთხითაც, – განაცხადა იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. „შეთანხმების ამოქმედება ძალიან კარგი გზავნილი იქნება იაპონური ბიზნესისთვის, რომ საქართველოს ბიზნესგარემო სულ უფრო უმჯობესდება. ის უზრუნველყოფს ინვესტიციების დაცვას ...

Read More »

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის ...

Read More »

საბა ბუაძე: დავით გარეჯი ნამდვილად საქართველოა და ჩვენთვის ტერიტორიის ეს ნაწილი სადავო არ არის

დავით გარეჯი ნამდვილად საქართველოა და ჩვენთვის ამ ტერიტორიის ეს ნაწილი სადავო ნამდვილად არ არის, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ ივერი მელაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. „მე ვერ გეტყვით, მე თვითონ არ ვარ კარტოგრაფი, ამიტომ ამ რთულ სამეცნიერო დეტალებში შესვლა გამიჭირდება, თუმცა ის, რომ ადამიანებს სრულიად აბსურდული ბრალდება წაუყენეს და იქ არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია, დადასტურებით შემიძლია გითხრათ. დავით ...

Read More »