Home » 2021 » January » 28

Daily Archives: January 28, 2021

ტელეკომპანია “იმედს“ ირაკლი რუხაძის კომპანია HUNNEWELL PARTNERS-ი ყიდულობს

ტელეკომპანია „იმედს“ Hunnewell Partners-ი ყიდულობს. საუბარია, ჰანიველ პარტნერს-ის ერთ-ერთ ქვესტრუქტურაზე, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  Hunnewell Partners-ის დამფუძნებელმა  ირაკლი რუხაძემ განუცხადა. „მე და ჩემი პარტნიოები ვყიდულობთ. უფრო სწორედ, ორი წლის წინ ვიყიდეთ. უბრალოდ, გადაფორმება გაჭიანურდა სტრუქტურული მიზეზების გამო. დღეს მივიღეთ ფორმალური თანხმობა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან. რამდენიმე თვეში დავხურავთ გარიგებას და გამოვაცხადებთ. ტელეკომპანიას ჯერ ისევ ინა გუდავაძე ფლობს,“- განუცხადა ირაკლი რუხაძემ „ბიზნესპარტნიორს“. ...

Read More »

ნათია თურნავა – კორუფციის ინდექსის მიხედვით, საქართველოს ქულა არის სტაბილურად კარგი, რაც ნიშნავს, რომ აღქმა კორუფციისა და კორუფციის საფრთხისა არის ძალიან დაბალი

კორუფციის ინდექსის მიხედვით, საქართველომ 2020 წელს კვლავაც შეინარჩუნა საკმაოდ კარგი ქულა, ეს არის 56 ქულა, ანუ არანაირად ჩვენი პოზიციები არ გაუარესებულა და პირიქით, კვლავაც საქართველო ინარჩუნებს რეგიონში ლიდერის პოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის შეფასებით, საქართველოს აღნიშნული მაჩვენებლით რეგიონში საუკეთესოა. „საუკეთესოები ვართ ჩვენ ჩვენს რეგიონში, საუკეთესოები ვართ აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის რეგიონში, ასევე და ...

Read More »

დაქირავებით დასაქმებულთათვის 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემა დაიწყო

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გრძელდება მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემა, მათ შორის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის მე-2 ტალღის შედეგად დაკარგეს სამსახური. მათიე ცნობით, დღეის მდგომარეობით, 200-ლარიანი დახმარების პირველი თვის ჩარიცხვა უკვე განხორციელდა. კომპენსაცია ჩაერიცხება 106 080 პირს, 21 216 000 ლარის ოდენობით. „საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, 2021 წლის იანვრიდან, დაქირავებით დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად ...

Read More »

„საქართველოს რკინიგზამ“ მატარებელში მომხდარი ისტორიები ერთ ბროშურაში აკინძა

„საქართველოს რკინიგზამ“ მატარებელში მომხდარი ისტორიები ერთ ბროშურაში აკინძა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. „ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, მსახიობები, ხელოვანები, მეცნიერები – რა საინტერესო ამბები გადახდათ მათ რკინიგზით მგზავრობის დროს და ვის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში რკინიგზის განვითარება? ამ ისტორიებს აერთიანებს ბროშურა, რომელიც საქართველოს რკინიგზამ ცოტა ხნის წინ დაბეჭდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში. მათივე ცნობით, თითოეულ ისტორიაზე ექსკლუზიური ნახატები საკუთარი ინსპირაციით ქართველმა მხატვრებმა შექმნეს. ...

Read More »

ტელეკომპანია „იმედი“ იყიდება

ტელეკომპანია „იმედი“ იყიდება. აღნიშნულის შესახებ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართეს. საუბარია, შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ წილის 100%-ის გასხვისებაზე, რომელზეც თანხმობის მიცემის საკითხს კომისია დღეს განიხილავს.

Read More »

,,დახლზე ვადა ისე გასდის ძვირიან პროდუქტს, რომ ვერავინ ყიდულობს და კომპანიას უკან დაბრუნება უწევს“

უნდა მოხდეს სწორი პოლიტიკის განსაზღვრა სახელმწიფო სტრუქტურების და არა ეპიდემიოლოგების მხრიდან და ბიზნესს მიეცეს მუშაობის უფლება – ამის შესახებ, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ ,,ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა. ივა ჭყონია ამბობს, რომ მთავრობა უნდა განსაზღვრავდეს სახელმწიფო პილიტიკას და არა ეპიდემიოლოგები. ,,ახლა ერთადერთი და მთავარი გამოწვევა ჩვენი სექტორისთვის ტრანსპორტის შეზღუდვაა, რაც გვიზრდის თანამშრომელთა გადაადგილების ხარჯს. ეს არის სექტორალურად ჩვენი პრობლემა. თუმცა, ჩვენ ვართ ...

Read More »

პაატა შეშელიძე: რატომ არ მივდივართ პრივატიზების და დენაციონალიზების გზით?!

მთავრობა სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირებას იწყებს. რეალურად მიიღებს თუ არა ქვეყანა ეკონომიკურ ეფექტს და რამდენად სწორი გზით მიდის მთავრობის ეკონომიკური გუნდი „ბიზნესპარტნიორთან“ „ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე საუბრობს. მისი განცხადებით, ბევრად გონივრული იქნება, თუ მოხდება სახელმწიფო საწარმოების პრივატიზება, რომლებიც მოგებაზე იქნება ორიენტირებული. შეშელიძის აზრით, სხვა შემთხვევაში საკადრო ცვლილება იქნება დროის ფუჭი გახანგრძლივება, რაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს, მათთვის ...

Read More »

თიბისი წლის საუკეთესო SME ბანკის ნომინაციაშია წარდგენილი

Efma და მასტერქარდი 2021 წელს, პირველად გამოავლენენ წლის საუკეთესო SME ბანკს და საუკეთესო SME ბანკირს. დაჯილდოებაში Efma-მ თიბისი და თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი წარადგინა. გამარჯვებული ონლაინ ხმის მიცემით გამოვლინდება. ხმის მიცემა ხვალამდე, 28 იანვრამდე შემდეგ ლინკზე efma.com იქნება შესაძლებელი. თიბისი წლის საუკეთესო SME ბანკის ნომინაციაში მსოფლიოში ისეთ დიდ და წარმატებულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორისაა წარდგენილი, როგორებიცაა: Barclays UK, Banco Itau Brazil, ...

Read More »

2020 წელს მსოფლიოში ყველაზე მეტი ავტომობილი Toyota-მ გაყიდა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota Motor-მა 2020 წელს 9,53 მილიონი ავტომობილი გაყიდა, რაც ავტოინდუსტრიაში წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ამასთანავე, 2019 წელთან შედარებით Toyota Motor-ის გაყიდვები 11,3%-ით შემცირდა. თუმცა, მისმა მთავარმა კონკურენტმა, გერმანულმა Volkswagen-მა 2020 წელს მხოლოდ 9,3 მილიონი ავტომობილი გაყიდა, რამაც Toyota Motor-ი მსოფლიო ლიდერად აქცია. ბოლოს რეიტინგის სათავეში Toyota Motor-ი 2015 წელს იმყოფებოდა. პანდემიის ნეგატიური ...

Read More »

ანდრია გვიდიანი: „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა ადასტურებს, რომ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო სწორ პოლიტიკას ატარებს

დღეს გამოქვეყნებული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2020 წლის კვლევაში ნათქვამია, რომ 2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში კვლავ პირველია. ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში; მსოფლიო მასშტაბით კი, საქართველო 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილს იკავებს და ბოლო ხუთი წელია, ინარჩუნებს პოზიციას საუკეთესო ქვეყნების 25 პროცენტში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია ...

Read More »