Home » 2021 » January » 26

Daily Archives: January 26, 2021

„ბიზნესის ლიკვიდირება ხდება ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, ისინი სპეკულირებენ ადამიანის სიცოცხლით“

ბიზნესის ლიკვიდირება ხდება ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, ისინი სპეკულირებენ ადამიანის სიცოცხლით, – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძემ ეპიდემიოლოგებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი შეფასებით, მთავრობის წარმომადგენლების არგუმენტები გაუგებარია, ქვეყანა კი სოციალური აფეთქების წინაშე დგას. „დღევანდელ შეხვედრაზე შესვლის დროს ვთქვი, რომ ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი და სამწუხაროდ, ეს გამართლდა. დამოკიდებულება არის სრულიად გაუგებარი, საზოგადოებას და ეპიდემიოლოგებსა და სახელმწიფოს შორის ...

Read More »

„ბარსელონას“ ვალმა მილიარდ ევროს გადააჭარბა

„ბარსელონამ“ გამოაქვეყნა წლის ფინანსური ანგარიში, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ კატალონურ კლუბს რთული პერიოდი უდგას. ანგარიშის თანახმად, „ბარსელონას“ ვალის სრული ოდენობა მილიარდ ევრო აჭარბებს – 1.173 მილიარდი. აქედან 730 მილიონი არის ვალდებულება, რომელიც კატალონელებმა უახლოეს პერსპექტივაში უნდა დაფარონ. კიდევ 488.4 მილიონი – სუფთა წაგება გასულ წელს. დავალიანების თანხაში შედის 265 მილიონი, რომელიც უნდა დაუბრუნდეს საკრედიტო ორგანიზაციებს. კიდევ 164 მილიონი კლუბმა თავის ...

Read More »

ნიკოლოზ ჩხეტიანი – ადრონული თერაპიის ცენტრი ახალ დონეზე გაიყვანს ქუთაისს

ადრონული თერაპიის ცენტრი ახალ დონეზე გაიყვანს ქუთაისს, – აცხადებს ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი. ჩხეტიანის თქმით, ადრონული თერაპიის ცენტრთან დაკავშირებით დღეს გაიმართა სამუშაო შეხვედრა ბელგიელ და ესპანელ კოლეგებთან. „ადრონული თერაპიის ცენტრი იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უნიკალური სეგმენტი, რაც მისცემს უნივერსიტეტს საშუალებას ერთის მხრივ, აწარმოოს კვლევები და ცდები ფიზიკის დარგში, მეორეს მხრივ, ეს იქნება სამედიცინო ცენტრი, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტებს შესთავაზებს ახალი მეთოდოლოგიით მკურნალობას. ეს ...

Read More »

ოქრიაშვილი – რამდენიმე წელიწადია, საქართველოს 80%-ს ინდაურის საცივი აღარც ესიზმრება

ხალხი იმიტომ კი არ გვაძლევს ხმას, რომ ჩვენ პარლამენტში შევიდეთ და მოვკალათდეთ, არამედ იმიტომ, რომ შედეგი ვაჩვენოთ და გაყალბებული არჩევნების შედეგად, არ უნდა შევიდეთ პარლამენტში, – ამის შესახებ  „გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიის წევრმა, კახა ოქრიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. როგორც კახა ოქრიაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკა ქუჩაში იწყება. „ხალხი რომ მშიერია, ეგ არის პოლიტიკა. ვინ გვანიჭებს ჩვენ მანდატებს და და ხელისუფლებას, ხალხი და ხალხი ...

Read More »

მასკმა 100 მილიონიანი ჯილდო დააწესა – რისთვის იხდის ტექნოლოგიების მაგნატი მილიონებს

ილონ მასკმა ნახშირორჟანგის შეგროვების საუკეთესო ტექნოლოგიის შემუშავებისთვის ჯილდოდ 100 მილიონი დოლარი დააწესა. ამის შესახებ განცხადება “სფეის იქსის” და “ტესლას” დამფუძნებელმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე გაავრცელა. მისივე თქმით, დამატებითი დეტალები მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი. მეცნიერები გლობალური დათბობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მკვეთრ ზრდას ასახელებენ. დღემდე CO2-ის გამოყოფის შემცირებაზეა ორიენტირებული ტექნოლოგიები მინიმალურად ვითარდებოდა.

Read More »

ვაქცინის I დოზის მიღებიდან 3 კვირის შემდეგ, ისრაელში 60 წელს ზემოთ ადამიანებში ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი 60%-ით შემცირდა

ვაქცინები სწრაფად უზრუნველყოფს COVID-19-ის სერიოზულ შემთხვევათა თავიდან აცილებას საზოგადოების ყველაზე მოწყვლად წევრებში; ამის შესახებ ისრაელის ჯანდაცვის უმსხვილესი პროვაიდერი იუწყება. Pfizer-ის ვაქცინის ეფექტები სრულად მიიღწევა პირველი დოზის გაკეთებიდან ერთი თვის შემდეგ, მაგრამ როგორც ისრაელის მონაცემები მიუთითებს, ქვეყნის, სადაც ყველაზე სწრაფად მიმდინარეობს ვაქცინაცია, ინფექციის სერიოზული ვარდნა ამ წერტილამდე მიღწევამდეც შეიმჩნევა. Maccabi Healthcare Services-ის ადრეული მონაცემების მიხედვით, ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებიდან სამი კვირის ...

Read More »

10 ქვეყანა, რომელსაც კორონავირუსის ვაქცინის ყველაზე მეტი დოზა აქვს

მსოფლიოს მასშტაბით ამერიკა, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი აღმოჩნდა ქვეყნები, რომლებმაც კორონავირუსის ვაქცინის ყველაზე მეტი დოზა მიიღეს. კერძოდ ამერიკას უკვე მიღებული აქვს ვაქცინის 20 მლნ, ჩინეთს 15 მლნ და დიდ ბრიტანეთს 6 მლნ დოზა. ამის შესახებ BBC იუწყება. გამოცემის თანახმად, ზოგიერთმა ქვეყანამ კორონავირუსის ვაქცინის უფრო მეტი დოზა მიიღო, ვიდრე მისი მოსახლეობისთვის არის აუცილებელი, ხოლო დანარჩენი, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები, ვაქცინის მიღებას ...

Read More »

ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რევიტალიზაციის პროცესი და 678 500,00 ლარის განკარგვა,  არაერთი სადავო საკითხის გარკვევამდე, უნდა შეჩერდეს – „ახალგაზრდა ადვოკატები“

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რევიტალიზაციის კონცეფციის შემუშავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსს ეხმაურება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას პროცესის სიცხადისკენ მოუწოდებს – საკონკურსო წინადადების შესყიდვის მიზნით ბიუჯეტიდან გამოყოფილი 678 500,00 ლარი უნდა მიიღოს შემსრულებელმა კომპანიამ, რომელმაც საპროექტო ობიექტის მნიშვნელოვან ნაწილზე – 51,593 კვ.მ ფართზე უკვე მოამზადა მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა, აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცებაზე არსებობს კანონიერ ძალაში ...

Read More »

„ბიზნესი მზად არის თავისი წილი ვალდებულება აიღოს, მთავარია, მთავრობამ ეკონომიკა გახსნას“

ბიზნეს სექტორი ეკონომიკის გახსნას ითხოვს. ივა ჭყონიას შეფასებით, ბიზნესის მრავალი სექტორი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ მათ არ იციან მომავალში როგორ შეიძლება ფუნქციონირება აღადგინონ. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, თუ მთავრობა მარტამდე რეგულაციების შემსუბუქების ან მოხსნის გადაწყვეტილებას არ მიიღებს მცირე და საშუალო ბიზნესის ბევრი წარმომადგნელი გაკოტრდება. დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯომარე ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან გუშინ გამართულ შეხვედრასაც შეეხო. მისი შეფასებით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა ...

Read More »

„საბაჟოს მიერ ეფექტური ადმინისტრირების პროცესმა დაამტკიცა ციფრული საბაჟოსკენ აღებული გეზის მართებულობა“

პანდემიის დაწყების პირველი დღეებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მებაჟე ოფიცრების მიერ გაწეული საქმიანობა,- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი გამართულ ონლაინ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა კორონავიურსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და თითოეული მებაჟე ოფიცრის როლს. „დღეს, მთელი მსოფლიო დგას გამოწვევის წინაშე, რომელმაც სრულიად შეცვალა ჩვენი თანამედროვეობა. COVID-19-ის ფართოდ გავრცელების პირველივე დღეებიდან, საქართველოს მთავრობამ ...

Read More »