Home » 2021 » January » 25

Daily Archives: January 25, 2021

სადაზღვევო კომპანია “ევროინს ჯორჯიას” დამფუძნებელი კომპანია Eurohold, ბულგარეთში ელექტროენერგიის უდიდესი მომწოდებელი კომპანიის მფლობელი გახდა

Eurohold-ის წევრი სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია, უკვე წლებია ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანია ორიენტირებულია სადაზღვევო პროდუქტების სრულ სპექტრზე, რომელიც მოიცავს: ქონების, ავტოს, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევას. ევროინს ჯორჯია, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის წევრია. ამჟამად, კომპანიაში საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომელია დასაქმებული, რომელთა მათგანს სადაზღვევო სფეროში 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ევროინს ჯორჯია, საქართველოში ევროპული სადაზღვევო კომპანიის პრაქტიკას, საერთაშორისო ...

Read More »

შოთა ბურჯანაძე – დღეს ქვეყანაში მართვის სადავეები არა ეკონომიკურ გუნდს, არამედ უპასუხისმგებლო ეპიდემიოლოგებს აქვთ

ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსთან და ისინი არ არიან გახსნის წინააღმდეგი, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში მართვის სადავეები არა ეკონომიკურ გუნდს, არამედ უპასუხისმგებლო ეპიდემიოლოგებს აქვთ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განუცხადა. შოთა ბურჯანაძის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება რესტორნების და კვების ობიექტების კვლავ მხოლოდ გატანა-მიტანის სერვისზე დატოვების შესახებ, ბიზნესის ლიკვიდირებაა. „ჩაკეტილ სიტუაციაში ვრჩებით და სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება რეგულაციების არ შემსუბუქება ...

Read More »

2021 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.85 მლრდ ლარს შეადგენს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.85 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.28 პროცენტია. „2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 2020 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 966.9 მლნ ლარით, ...

Read More »

ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2020 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 858.68 მლნ ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2020 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 858.68 მლნ ლარით (2.30%-ით) გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისთვის 38.22 მლრდ ლარი შეადგინა. სებ-ის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 676.90 მლნ ლარით (4.16%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 181.77 მლნ ლარით (0.86%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.74%-ით). ...

Read More »

გენური თერაპიის შემდეგ, პარალიზებულმა თაგვმა გავლა შეძლო

თუ ეს მეთოდი ადამიანებში იმუშავებს, მას შეეძლება ხერხემლის დაზიანების შედეგად პარალიზებული პაციენტები გამოაჯანმრთელოს. გენური ინჟინერიის გზით შექმნილი ცილის წყალობით, გერმანელმა მეცნიერებმა პარალიზებული თაგვის ხერხემალში ფუნქციადაკარგული ნერვების აღდგენა შეძლეს. მკურნალობის შემდეგ კი სრულად პარალიზებულმა თაგვმა გავლა შეძლო. გასულ კვირას, ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გენური თერაპია პირველი მეთოდია, რომელიც დაზიანებული და უფუნქციო ნერვების აღდგენას ახერხებს. აღნიშნული შედეგი კი იძლევა იმედს, რომ შეიძლება ამ ...

Read More »

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის საპროექტო სამუშაოები დაიწყო

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის საპროექტო სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული ბიურო, ესპანური IDOM გუნდი ახორციელებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ხვალ და ზეგ კომპანიის წარმომადგენლები უნივერსიტეტის კამპუსს ეწვევიან. საქართველოში ასევე იმყოფებიან და აღნიშნულ პროექტში იღებენ მონაწილეობას სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის მეშვეობით სამკურნალო საშუალებების წამყვანი კომპანია IBA (ბელგია) გუნდები. „ადრონული თერაპიის ...

Read More »

NDI-ის კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 50% დადებითად აფასებს, 38% – ცუდად, გიორგი გახარიას საქმიანობას გამოკითხულთა 46% დადებითად აფასებს, 17% – ცუდად

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დეკემბრის თვეში ჩატარებული კვლევის მიხედვით, არსებული მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 50% დადებითად ფასებს, 38% კი ცუდად. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას საქმიანობის შეფასებას, გამოკითხულთა, 46% მას დადებითად აფასებს, 32% საშუალოდ, 17% კი ცუდად. NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, გამოკითხულთა 36% მის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 34% საშუალოდ, 15% კი კარგად. გამოკითხვის თანახმად, პარლამენტის საქმიანობას კარგად 15% აფასებს, ცუდად 34%, საშუალოდ კი ...

Read More »

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 41% ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისგან თავს შეიკავებს

NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის თითქმის ნახევარი (41 პროცენტი) ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისგან თავს შეიკავებს. კითხვაზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები? – 41 %-ის პასუხია დიახ, გამოკითხულთა 41% აცხადებს, რომ არა, ხოლო 17% აცხადებს, რომ არ იცის. ამასთან, კვლევის თანახმად, კაცები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე ქალები და მაღალი განათლების მქონე ადამიანები ...

Read More »

NDI-ის კვლევის თანახმად, ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდ პრობლემად წამლების საფასური სახელდება

NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდ პრობლემად წამლების საფასური სახელდება. როგორც კვლევის შედეგებშია აღნიშნული, ჯანდაცვა ერთ-ერთი ეროვნული დონის გამოწვევაა და გამოკითხულები ამ კატეგორიაში ყველაზე დიდ პრობლემებად წამლების საფასურსა (46 პროცენტი) და კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებს (41 პროცენტი) ასახელებენ. კერძოდ, კვლევის თანახმად, პრობლემებს შორის სახელდება საავადმყოფოების ხელმისაწვდომობა კოონავირუსთან მიმართებაში (16 პროცენტი); ექიმების და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობა (14 პროცენტი); საავადმყოფოების და ...

Read More »