Home » 2021 » January » 23

Daily Archives: January 23, 2021

2020 წლის მონაცემებით, საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთია, საიმპორტო – თურქეთი

2020 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 75.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (476.3 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (441.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (441.1 მლნ. აშშ დოლარი), – აღნიშნულია საქსტატის 2020 წლის წინასწარ ანგარიშში. გასული წლის ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 ...

Read More »

სილაგავა – სახელმწიფო სუბსიდირება რომ არა, პურზე ფასი სავარაუდოდ 15-20 თეთრით გაიზრდებოდა

სახელმწიფო სუბსიდირება რომ არა, სამწუხაროდ, პურზე ფასი სავარაუდოდ იქნებოდა15-20 თეთრით გაზრდილი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განუცხადა. მან კომენტარია გააკეთა ერთ ტომარა ფქვილზე სუბსიდიის 10 ლარიდან 15 ლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ფქვილის ფასის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა ორ ეტაპად ხორციელდება. კერძოდ, სილაგავას განმარტებით, პირველ ეტაპზე, დეკემბერ-იანვარში, როდესაც საქართველოს თავისუფალ ბაზარზე ერთი ტომარა პირველი ხარისხის ...

Read More »

თენგიზ ცერცვაძე – ჩვენ უნდა გავიკეთოთ მსოფლიოში ყველაზე კარგი ვაქცინა

თუ ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება წლის ბოლომდე და მხოლოდ წლის ბოლოს მივაღწევთ თავისუფლებას ეკონომიკაში, ეს არის შორს და მანამდე ხალხს გაუჭირდება. გასაგებია, ეს ცუდია, მაგრამ ვინმემ უკეთესი რამე იცის? ვინმეს აქვს უკეთესი გამოსავალი? – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. როგორც ცერცვაძე აცხადებს, კორონავირუსმა შექმნა სიძნელეები, საიდანაც სწრაფი და მარტივი გამოსავალი არ არსებობს. ამასთან, მისივე ...

Read More »

ცქიტიშვილი – საქართველო თავს უფლებას აძლევს რეგულაციები არ იყოს ისეთი მკაცრი, როგორც ევროპაშია

გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ქმედებებით, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შედეგად, ვირუსის გავრცელების ზრდას არ დავუშვებთ და დავასტაბილურებთ ვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საერთაშორისო პრაქტიკით მწვანე ზონა 3%-მდე მაჩვენებლით განისაზღვრება, საქართველო კი ამ ეტაპზე თავს უფლებას აძლევს რეგულაციები არ იყოს ისეთი მკაცრი, როგორც ევროპაშია. „როდესაც მივაღწევთ მწვანე სტატუსის მაჩვენებლებს, დამერწმუნეთ ყველას გვექნება საშუალება ისევ დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ ვითარებას, ...

Read More »

“ლელო“ – დავდგეთ ერთად უსამართლო შეზღუდვების წინააღმდეგ და გავაერთიანოთ ჩვენი საპროტესტო მუხტი – დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ სამოქალაქო საზოგადოებას საკუთარი უფლებების დასაცავად პროტესტისკენ მოუწოდებს. პარტიაში აცხადებენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომლითაც ძალაში დარჩა შეზღუდვების დიდი ნაწილი, ნათლად აჩვენა, რომ ხელისუფლება ადეკვატურად ვერ აფასებს იმ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენი თანამოქალაქეები იმყოფებიან. „ვირუსთან ბრძოლისთვის მათ აირჩიეს უმკაცრესი მეთოდი – გადაადგილების და ეკონომიკური საქმიანობის საყოველთაო შეზღუდვა, რომელიც, წესით, უნდა იყოს უკიდურესი ფორმა და არაპერმანენტული მდგომარეობა. ამის დასტურია ...

Read More »