Home » 2021 » January » 22 (page 3)

Daily Archives: January 22, 2021

1-ელი თებერვლიდან აჭარაში კვების ობიექტები მუშაობას განაახლებენ და მომსახურებას ღია სივრცეებში შეძლებენ

1-ელი თებერვლიდან აჭარაში კვების ობიექტები მუშაობას განაახლებენ და მომსახურებას ღია სივრცეებში შეძლებენ. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, შეზღუდული რჩება ქორწილები და სხვა დიდი წვეულება ან სარიტუალო ღონისძიება. „იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნაფ გაუმჯობესდა, ჯერძოდ, 7 დღის ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდა 4%-ს აქედან გამომდინარე, ჩვენ აჭარაში 1-ელი თებერვლიდან შეგვეძლება კვების ობიექტების გარე ...

Read More »

21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა 1-ელ მარტამდე ძალაში დარჩება

1-ელ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე. ამის შესახებ საკოორდიანციო საბჭოს სხდომის შემდეგ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში თებერვლის თვის განმავლობაში შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს. „უნდა აღვნიშნო, რომ პირველ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე. იმის გათვალისწინებით რომ მუშაობას იწყებს მუნიციპალური ტრანსპორტი 5 ...

Read More »

ონლაინ-კაზინოებს პანდემია არ შეხებია?! – რა თანხა შევიდა ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 2020 წელს

2020-წელს სათამაშო ბიზნესის მიერ ბიუჯეტში შეტანილი მოსაკრებლის მოცულობა 6,6-ჯერ შემცირდა, თუმცა ონლაინ-კაზინოებიდან გაიზარდა. მიუხედავად, კორონავირუსის პანდემიის მიერ გაჩერებული ბიზნესისა, 2020 იანვარ-დეკემბერში ბიუჯეტში სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობებიდან წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 50 ათასი ლარით მეტი შევიდა. როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, სათამაშო ბიზნესმა ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით გასული წლის იანვარ-დეკემბერში 19 261 560 ლარი შეიტანა, წინა წლის ანალოგიურ ...

Read More »

საფრანგეთი საყოველთაო „ლოკდაუნის“ მესამედ გამოცხადებას გეგმავს

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი, ოლივერ ვერანი აცხადებს, რომ ქვეყანაში კიდევ ერთი „ლოკდაუნის“ გამოცხადება „უპირობო აუცილებლობაა“ – ამის შესახებ EuroNews-ი წერს. უწყების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ შეზღუდვები კორონავირუსის ბრიტანული შტამის გავრცელების მკვეთრი მატების შემთხვევაში ამოქმედდება. შეზღუდვების ამოქმედების შემთხვევაში, პარიზში კომენდანტის საათი გამოცხადდება და საღამოს 18:00-დან დილის 06:00 საათამდე სახლიდან გასვლა მხოლოდ „დასაბუთებული მიზეზით“ ან საშვის ქონის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. ამჟამად, საფრანგეთში მაღაზიები და საჯარო ...

Read More »

2020 წელს საცხებ-საპოხი მასალების, საავიაციო ნავთისა და სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წლის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 19,08 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,26 ათასი ტონით ანუ 6,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (20,34 ათასი ტონა) შედარებით. მათივე ინფორმაციით, 2020 წელს საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 5,59 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი – 3,26 ათასი ტონა (17,1%); გერმანია – ...

Read More »

მთავრობამ კომერციულ ბანკებში ვადიანი დეპოზიტის სახით 1.95 მილიარდი ლარი განათავსა

მთავრობამ კომერციულ ბანკებში ვადიანი დეპოზიტის სახით 1.95 მილიარდი ლარი განათავსა, – ამის შესახებ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის თანახმად, დეპოზიტებზე განთავსებული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთს წარმოადგენს და სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე 2021 წლის 1-ელი იანვრისთვის თავისუფალი ნაშთის სახით 2.3 მილიარდი ლარი ირიცხებოდა. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 მაისის #845–ე განკარგულების თანახმად, სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით მიღებული ...

Read More »

2020 წელს მთავრობამ საშინაო და საგარეო ვალის სახით 7 მილიარდ ლარზე მეტი მოიზიდა

2020 წელს მთავრობამ საშინაო და საგარეო ვალის სახით 7 მილიარდ ლარზე მეტი მოიზიდა. კერძოდ, როგორც 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული, საშინაო ვალდებულებები გაიზარდა 2 026 071.5 ათასი ლარით, რაც წლიური საპროგნოზო მოცულობის 109.5%-ია, ხოლო საგარეო ვალდებულებების ზრდით 5 262 009.4 ათასი ლარის მიღება მოხდა, რაც საპროგნოზო მოცულობის 85%-ია. ამასთან, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, 2020 წელს მიღებული საინვესტიციო გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტები ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 14 827 ტესტი ჩატარდა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 903 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 22 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 827 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 997 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 830 ...

Read More »