Home » 2021 » January » 22 (page 2)

Daily Archives: January 22, 2021

გოგიტა თოდრაძე: მეთოდოლოგიის ცვლილებების შედეგად, უმუშევრობის დონე გაიზარდა

სამუშაო ძალის სტატისტიკის გამოკვლევაში მეთოდოლოგიური ცვლილებების შედეგად, გაიზარდა უმუშევრობის დონე და შემცირდა დასაქმების დონის მაჩვენებელი, – ამის შესახებ “საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ “ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ განაცხადა. “ახალი სტანდარტით, ძველ სტანდარტთან შედარებით, უშევრობის დონე დაახლოებით 3-ჯერ მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებში, ხოლო ქალაქის ტიპის დასახლებებში განსხვავება შედარებით უმნიშვნელოა. ახალი სტანდარტის მიხედვით დასაქმების დონე კი დაახლოებით, 15 პროცენტული პუნქტით დაბალია ძველ სტანდარტთან შედარებით. ...

Read More »

„თუ მძღოლებს მაინც დაყავთ მგზავრები სხვადასხვა რეგიონებში, შესაბამის რეაგირებას საჭიროებს“

ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი განმარტავს, თუ რატომ არ აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა რეგიონებში ეპიდვითარებას გააუარესებს. „საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არის რეგიონებს შორის მობილობის მაღალი კონტრიბუტორი. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ წერტილოვნად ვუდგებით სხვადასხვა რეგიონში არსებულ ვითარებას, დღეის მდგომარეობით ეპიდემიოლოგიური ვითარება სხვადასხვა რეგიონში განსხვავდება. აჭარაში მნიშვნელოვნად კარგი ვითარებაა, მაშინ, როდესაც იმერეთში ჯერ არ არის ასეთი რიცხვები. თუ საქალაქთაშორისო ტრანპორტი აღდგება, სწრაფად ...

Read More »

მთავრობის დადგენილებით, 1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია 15 ლარამდე იზრდება

მთავრობის დადგენილებით, 1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია 15 ლარამდე იზრდება. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, სუბსიდიის მოცულობა ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე 10 ლარის ნაცვლად, არაუმეტეს 15 ლარით განისაზღვრა. როგორც მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული გაზრდილი სუბსიდია 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით რეალიზებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირებისას იმოქმედებს. ცნობისთვის, სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილს ასუბსიდირებს, რისთვისაც საერთო ჯამში 10 ...

Read More »

სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები 1-ელი თებერვლიდან გაიხსნება

სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები 1-ელი თებერვლიდან გაიხსნება. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ამასთან, როგორც ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, 5 ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში სავაჭრო ობიექტებს მუშაობის უფლება შაბათ -კვირას არ ექნება. როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, აღნიშნულ 5 ქალაქში შაბათ-კვირას ასევე არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც 1-ელი თებერვლიდან აღდგება. „იმის გათვალისწინებით, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, იწყებს ...

Read More »

2020 წლის იანვარ-დეკემბერში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით 9 მილიარდ ლარზე მეტი შევიდა, რაც წლიური გეგმის 104%-ია

2020 წლის იანვარ-დეკემბერში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით 9 მილიარდ ლარზე მეტი შევიდა, რაც წლიური გეგმის 104%-ია, – ამის შესახებ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული. უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო ბიუჯეტმა გასულ წელს გადასახადების სახით 9 364 779.4 ათასი ლარი მიიღო, მათ შორის: შემოსავალზე, მოგებაზე და კაპიტალის ღირებულების ნაზრდზე გადასახადების სახით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 3 999 280.7 ათასი ლარი, რაც გეგმის 104.4%-ია; ...

Read More »

საქართველოს ბანკი 4B-ს მომხმარებელს ახალ ბარათს სთავაზობს

საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. წარმატებული ბიზნესსაქმიანობისათვის საჭირო პირობების შექმნის მიზნით, ბანკი მომხმარებელს უნიკალურ, 4B  ბარათს სთავაზობს. ახალი ბარათის მეშვეობით ბიზნესი შეძლებს  გადახდისა და განაღდების მაღალი დღიური ლიმიტით ისარგებლოს, მიიღოს ფასდაკლებები და შეთავაზებები საქართველოს ბანკის პარტნიორ ობიექტებში. მეტიც, პირადი კონსიერჟი 4B-ს მომხმარებელს სრულიად უფასოდ შესთავაზებს მხარდაჭერას ისეთი ყოველდღიური საკითხების მოგვარებაში როგორიცაა: ბიზნესმიმოწერა (ინგლისურ/რუსულ ენებზე), სასტუმროს, რესტორნის დაჯავშნა  მსოფლიოს ნებისმიერ ...

Read More »

ანატოლი ბიბილოვი – ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ აგრესორი მსხვერპლის როლში გამოიყვანა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ”საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას „ცალმხრივ და პოლიტიზირებულ დოკუმენტად“ აფასებს. ბიბილოვმა სააგენტო RES-თან საუბარში განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ „აგრესორი მსხვერპლის როლში გამოიყვანა.“ ბიბილოვის თქმით, დოკუმენტს ”საერთო არაფერი აქვს ჭეშმარიტ მოვლენებთან და ფაქტებთან” და ნაკარნახევია ”დასავლეთის ანტირუსული პოლიტიკური კურსისგან, რომელსაც ერთი წუთითაც არ უფიქრია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ქართული ...

Read More »

1-ელი თებერვლიდან ფრენები აღდგება

1-ელი თებერვლიდან რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები უქმდება. “ყველა ავიაკომპანია შეძლებს რეგულარული ფრენების დადგენასა და შესრულებას. ეს მოხდება ყველა სამედიცინო პროტოკოლისა და უსაფრთხოების წესების დაცვით. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არ იქნება რაიმე დამატებითი საფრთხის მომტანი. ასევე ვმსჯელობთ, როგორ შევამსუბუქოთ უცხო ქვეყნიდან ჩვენს ქვეყანაში შემომსვლელი ვიზიტორების დაწესებული რეჟიმი. ვაუქმებთ ნოტამს და ვუშვებთ რეგულარულ ფრენას ყველა მიმართულებით და ასევე ვმუშაობთ უცხოელი ვიზიტორების შემოსვლის წესებზე”,- ...

Read More »

თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სკოლები და ტრანსპორტი მუშაობას 1-ელი მარტიდან დაიწყებს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ელი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება. რაც შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, პირველი თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა კი პირველი მარტიდანაა დაგეგმილი. ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლიდან გაიხსნება.

Read More »

1-ელი თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა არ განახლდება

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ასევე პირბადის გამოყენება და სავაჭრო ცენტრებში დაწესებული მოთხოვნები ძალაში რჩება. „ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე ასევე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. ყველას ბუნებრივია, ისევ მოეთხოვება სავალდებულო პირბადის ტარება. ყველა სავაჭრო ობიექტს ასევე მოეთხოვება მომხმარებელთა ნაკადების ...

Read More »