Home » 2021 » January » 22

Daily Archives: January 22, 2021

ვითიბი ბანკი – ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს

ვითიბი ბანკი, როგორც ბიზნესის #1 ქომაგი, ინტენსიურად ანვითარებს თანაშრომოლობას სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ პირებთან და  ხელს უწყობს მცირე ფერმერული მეურნეობების ზრდასა და განვითარებას. ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მეწარმე – ნათელა ტურაშვილი, ოჯახთან ერთად, წლებია ავითარებს საკუთარ მეურნეობას. 90-იან წლებში დაწყებული  საქმე, დღეს უკვე წარმატებული ფერმერული მეურნეობაა, რომელიც ათობით ჰექტარზე გაშენებულ ვაშლის, ატმის, ვაშლატამას და ვენახის ფართობებს ითვლის. 2020 წელს მოყვანილი ...

Read More »

ამოქმედდა ნამახვანჰესის პროექტის ახალი ვებგვერდი

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებელმა კომპანია „ენკამ“ (ENKA İnşaat ve Sanayi A.Ş.) ახალი ვებ-გვერდი – www.namakhvani.com აამოქმედა. პროექტის შესახებ ძირითად ინფორმაციასთან ერთად, ვებ-გვერდზე ქართულ და ინგლისურ ენებზე განთავსდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში, უცხოელი და ქართველი სპეციალისტების კვლევები, რომელთა საფუძველზეც მომზადდა გზშ ანგარიში და შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია. „ნამახვანჰესი ამ დღეისთვის საქართველოში ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტია და შესაბამისად, საზოგადოების ინტერესიც მაღალია.  ...

Read More »

“სარესტორნო ბიზნესის გასაჭირი კარგად ვიცით, საერთო ჩატი გვაქვს შექმნილი”

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებთან საერთო ჩატი აქვს გაკეთებული და მათი გასაჭირი მთავრობამ ძალიან კარგად იცის. “სარესტორნო ბიზნესს რაც შეეხება, ვიცი, რომ ძალიან სენსიტიური საკითხია, არაერთი შეხვედრა გვქონდა ჩვენ მათთან, პრაქტიკულად, ყოველდღიურ ონლაინრეჟიმში ვარ მათთან კონტაქტში, საერთო ჩატი გვაქვს შექმნილი და მათი გასაჭირი ძალიან კარგად ვიცით და გულთან ახლოს მიგვაქვს, მაგრამ ვინაიდან მიჩნეულია, რომ რესტორნები და ...

Read More »

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით აქცია დაიგეგმა

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით აქცია დაიგეგმა. აქცია ორშაბათს, 25 იანვარს, 18:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება. აქციის ორგანიზატორია მოძრაობა მწვანეები: “უამრავი კვლევის თანახმად, საჯარო ტრანსპორტში კოვიდ-19-ს გადადების რისკი მინიმალურია, შესაბამისად სტატისტიკურადაც საჯარო ტრანსპორტში დაინფიცირების წილი საკმაოდ დაბალია და 1%-ს გარშემო მერყეობს. საკოორდინაციო საბჭოს არგუმენტი, რომ საჯარო ტრანსპორტის აკრძალვა ამცირებს ადამიანების მობილობას გაუგებარია, რადგან კერძო ავტომობილებისა და ტაქსების მოძრაობა დაშვებულია, ამასთან მოლებისა ...

Read More »

თენგიზ ცერცვაძე: შეზღუდვების შემსუბუქებას ორივე ხელით მივესალმები

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანამ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციას შეზღუდვებით უკვე მიაღწია და მთავრობას ახლა შეუძლია, შეზღუდვები შეამსუბუქოს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. „შეზღუდვების შემსუბუქებას პირადად მე, ორივე ხელით მივესალმები, რადგან ეკონომიკას და ადამიანებს უჭირთ. შეზღუდვების სრული მოხსნა, მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, როგორ შევასრულებთ რეგულაციებს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

Read More »

Google-სა და Facebook-ს მედიის კონტენტის გამოყენებისთვის გადასახადს სთხოვენ

საპასუხოდ, ავსტრალიაში “Google Search”-ის ფუნქცია გაუქმდება Google-სა და ავსტრალიის მთავრობას შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უკანაკსნელმა სავალდებულო ქცევის კოდექსზე მუშაობას შეუდგა, რომელიც Facebook-ისა და Google-სგან მედია საშუალებების კონტენტის გამოყენების სანაცვლოდ, ფულად გადასახადს მოითხოვს. ამ კოდექსის საპასუხოდ “გუგლის” მმართველი დირექტორი, მელ სილვა, აცხადებს რომ, თუ ზემოთხსენებული კანონად იქცევა, კომპანია ქვეყანაში Google Search-ის ხელმისაწვდომობას შეაჩერებს.  საწყის ეტაპზე ქვეყნის ოფიციალური პირები შეთანხმების მიზნით, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, ...

Read More »

ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ – რესტორატორთა ასოციაცია

1-ლი მარტიდან გახსნას აზრი აღარ ექნება, რადგან ბიზნესი ამ დროს უკვე აღარ იარსებებს – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მოქმედებები აბსოლუტურად ალოგიკურია. ,,ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ. დღეს გაირკვა, რომ ამაზე მსჯელობენ და დღეიდან ეს ჩემთვის მავნებლების საბჭოა და მხოლოდ ასე ...

Read More »

ბექა ფერაძემ ახალი პორტალი – labour.moh.gov.ge წარადგინა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ახალი პორტალი- labour.moh.gov.ge წარადგინა, სადაც ბიზნესი ეკონომიკურ საქმიანობის აღდგენისას თანამშრომლების სავალდებულო ტესტირების მიზნით უნდა დარეგისტრირდეს. ბექა ფერაძის განცხადებით, პორტალი მონიტორინგის მექანიზმია იმისთვის, რომ ეკონომიკური საქმიანობა ეფექტურად აღდგეს და თანამშრომლების ტესტირების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. „ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციის მეშვეობით ჩამოვყალიბდით, თუ რა ოდენობის დასაქმებული ადამიანი უნდა იყოს გატესტილი ეკონომიკური საქმიანობის აღდგენასთან ერთად და ეს განისაზღვრა 20%-ით ...

Read More »

თამარ გაბუნია – ახლა ვართ პლატოს პერიოდში

იანვრის შუა რიცხვებში მაინც იყო მცირედი მატება. ახლა ვართ სტატისტიკურად პლატოს პერიოდში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გასული წლის დეკემბერში რეგულაციების შემსუბუქების შედეგების შესახებ საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ყველა შეზღუდვა ერთდროულად ვერ მოიხსნება. „ეს იყო გარკვეული გამონაკლისი იმისთვის, რომ წინასაახალწლო პერიოდში მოსახლეობას წესების დაცვით ჰქონოდა ოდნავ ამოსუნთქვის საშუალება და ძალიან მკაცრი მონიტორინგი იყო, თუ როგორ მოხდა ოპერირება. ...

Read More »

ნათია თურნავა: ზამთრის კურორტები რომ არ დაგვეკეტა, ვირუსის უფრო მაღალ გავრცელებას მივიღებდით

„ჩვენ თავის დროზე ზამთრის კურორტები რომ არ დაგვეკეტა, მივიღებდით ვირუსის ძალიან სწრაფ და მაღალ გავრცელებას“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავამ განაცხადა. „ვიცი, დიდი პრეტენზიაა და მათ მართლაც უჭირთ, რადგან ეს სეზონი მათთვის მართლაც დაიკარგა, მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენ თავის დროზე ზამთრის კურორტები რომ არ დაგვეკეტა, მივიღებდით ვირუსის ძალიან სწრაფ და მაღალ გავრცელებას, და უფრო მკაცრი ზომების მიღება მოგვიწევდა, შეიძლება ...

Read More »