Home » 2021 » January » 21

Daily Archives: January 21, 2021

უნგრეთმა COVID19-ის რუსული ვაქცინა დროებით დაამტკიცა

უნგრეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც Covid19-ის რუსული ვაქცინა დაამტკიცა. მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ Sputnik V-ისა და  AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებაზე საგანგებო ნებართვა 6 თვით გასცა. არც ერთი მათგანი ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელ ორგანოს მიერ ავტორიზებული არ არის. უნგრეთში მათი გამოყენების ნებართვას პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ზეწოლას უკავშირებენ. ორბანს ევროკავშირში მუდმივად აკრიტიკებენ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობასთან ახლო ურთიერთობის გამო. ის შეიძლება ...

Read More »

ეს არის ჩემი მთავრობის მეორე გამარჯვება – სააკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთ-საქართველოს დავა, 2008 წლის ომზე, რომელიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა მისი მთავრობის მეორე გამარჯვებაა. ამ თემაზე მან გადაცემა “დღის სტუმარში” ისაუბრა. “ეს არის გამარჯვება საქართველოსთვის, ისტორიული სიმართლის დადგენისთვის, რომ საქართველო იყო მართალი და არის ცამდე მართალი და არის აგრესიის მსხვერპლი. მიუხედავად ივანიშვილის მთელი მცდელობებისა და მისი პატრონების მოსკოვიდან, რომ საქართველო გამოეყვანათ ომის დამწყებად, ...

Read More »

კახა ხაზარაძე: 1-ელი თებერვლიდან ICR ჯგუფში შემავალი ყველა ბრენდი გაიხსნება

ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ 1 თებერვლიდან, ჯგუფში შემავალი ყველა ბრენდი გაიხსნება. მისი ინფორმაციით, ლოკაციას შეიცვლის ვაჟა-ფშაველას 13-ში მდებარე „ბატას“ მაღაზია. „ფართის მეპატრონემ ხელშეკრულება შეგვიჩერა და ახლა ისევ ვაჟაზე, ოღონდ სხვა ლოკაციაზე გადადის,“ – აცხადებს ხაზარაძე. ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპნიაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად ...

Read More »

კომერციული ბანკები 99.2 მლნ ლარის მოგებაზე გავიდნენ

2020 წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 99.262 მლნ ლარი შეადგინა. ეს კი თითქმის 10-ჯერ ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. პანდემიამდე წელს ბანკების წმინდა მოგება 953,635 მლნ ლარი იყო. კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წელი კომერციული ბანკებისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მხოლოდ მარტში ბანკები 943,1 მილიონიან ზარალზე გავიდნენ. მარტის შემდეგ ბანკები ზარალზე არ გასულან. რაც შეეხება დეკემბერს, წლის ბოლო თვეს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ ...

Read More »

მამუკა ხაზარაძე – ახალი ძალის პერსპექტივა და პრინციპულობა აშინებს ხელისუფლებას

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ლელოს“, ახალი ძალის პერსპექტივა, პრინციპულობა, გამოცდილება და საერთაშორისო კავშირები არ სიამოვნებს და აშინებს ხელისუფლებას. მისი თქმით, „ლელოს“ ამოცანაა, ქართულ პოლიტიკაში დაამკვიდროს ახალი სტანდარტი. ასევე, ნდობა დაუბრუნოს პოლიტიკის მიმართ იმ მოსახლეობას, რომელსაც 30 წელია იმედებს უცრუებენ. „ლელოს“, ახალი გამოჩენილი ძალის პერსპექტივა და პრინციპულობა, რომელსაც გაყალბებული არჩევნების დღიდან ვამჟღავნებთ, არ სიამოვნებს ხელისუფლებას. არჩვენების შემდეგ, ამომრჩეველმა დაინახა ჩემი, ბადრისა და „ლელოს“ ...

Read More »

ნათია თურნავა – მადლობა მინდა გადავუხადო EBRD-ს განახლებადი და ინოვაციური ენერგეტიკის განვითარების მხარდაჭერაში

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს” (EBRD), აღნიშნული ორგანიზაციის საქართველოს ოფისს, რომლებიც მუდმივად ჩვენს გვერდით არიან და გვეხმარებიან ჩვენ ენერგეტიკული რეფორმების გატარებაში,“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” მიერ ორგანიზებულ ვებინარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვებინარი კოვიდ-19 – ის პანდემიის შედეგად გლობალური ენერგეტიკის გამოწვევებსა და სექტორის პოსტპანდემიურ ...

Read More »

-80 გრადუსიანი ვაქცინით ვაქცინაცია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში განხორციელდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, -80 გრადუსიანი ვაქცინის მიწოდება-მიტანა რაიონულ დონეზე გართულდება, ამიტომ ამ ტიპის ვაქცინაცია სამ დიდ ქალაქში: თბილისი, ბათუმი და ქუთაისში განხორციელდება. ამის შესახებ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზენტაციაზე განაცხადა. „გადავიდეთ, როგორ მოხდება ვაქცინაცია და სად მოხდება… -80-იან ვაქცინას სჭირდება უფრო კომპლექსური ცივი ჯაჭვი და მისი მიწოდება-მიტანა რაიონულ დონეზე გართულდება, ამდენად ჩვენი მიზანია, რომ ამ ტიპის ვაქცინაცია სამ ქალაქში: ...

Read More »

ნათია თურნავა – პანდემიის მიუხედავად, საქართველოში არ შეჩერებულა ენერგეტიკული პროექტები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” ორგანიზებულ ვებინარში მიიღო მონაწილეობა. უწყების ცნობით, ვებინარი კოვიდ-19 – ის პანდემიის შედეგად გლობალური ენერგეტიკის გამოწვევებსა და სექტორის პოსტპანდემიურ განვითარებას შეეხებოდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გამოსვლაში ნათია თურნავამ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მთავრობის ანტიკრიზისულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომლებიც მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდაჭერისკენაა მიმართული. მისი თქმით, პანდემიამ გლობალურის მსგავსად, საქართველოს ენერგეტიკაც სერიოზული გამოწვევების წინაშე ...

Read More »

თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო

იუსტიციის ყოფილი მინისტრის, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო. აღნიშნულთან დაკავშირებით წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო! გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას! საქართველომ რუსეთს დავა მოუგო! სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა! ასეთი დოკუმენტი საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია, რადგან ის სამართლებრივი დოკუმენტია და სამართლებრივად უპირისპირდება საქართველოს განუყოფელი ნაწილების ...

Read More »

საავტომობილო დიზელის ხარისხობრივი ნორმები ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო დაუახლოვდა

საქართველოს მთავრობამ „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ” N238 დადგენილებაში ცვლილებები დაამტკიცა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, დიზელის საწვავი მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროდირექტივით განსაზღვრული პარამეტრების ნუსხას. დიზელის ხარისხობრივი მოთხოვნები ეტაპობრივად უმჯობესდება და, დადგენილი პარამეტრების ფარგლებში, 2019 წლიდან შეესაბამება ევრო 4 სტანდარტს, რაც გოგირდის მცირე შემცველობას გულისხმობს. დიზელის ხარისხის ევრო 5 ნორმამდე გაზრდა მომავალი წლის 1 იანვრისთვის არის განსაზღვრული. აღსანიშნავია, ...

Read More »