Home » 2021 » January » 18

Daily Archives: January 18, 2021

620 კილომეტრი საათში – ჩინეთმა ჩქაროსნული მატარებლის ახალი პროტოტიპი წარადგინა

ჩინეთმა ახალი ჩქაროსნული მაგლევის მატარებლის პროტოტიპი წარადგინა, რომელსაც CNN–ის ინფორმაციით, საათში 620 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. 21 მეტრის სიგრძის მატარებელი მაღალი ტემპერატურის სუპერგამტარ (HTS) სიმძლავრით მუშაობს, ერთი შეხედვით ეს მაგნიტიზირებულ ლიანდაგებზე მოძრაობას გავს. მატარებლის პროტოტიპი მედიას სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში, 13 იანვარს წარუდგინეს, რომლის საჩვენებლად უნივერსიტეტის მკვლევარებმა 165 მეტრიანი ტრასა სპეციალურად ააშენეს, – წერს Xinhua News. ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი ჩქაროსნული სარკინიგზო ...

Read More »

“არ გააჩეროთ ნამახვანჰესი” – იმერეთში ადგილობრივი მოსახლეობა “ნამახვანჰესის” მშენებლობის გაგრძელების მოთხონით აქციაზე გამოვიდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ნამახვანჰესის მხარდასაჭერად რიგით მეორე აქცია გამართა. აქცია რიონის ხეობის ახალგაზრდების ინიციატივით გაიმართა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ნამახვანჰესის პროექტის გაჩერების შემთხვევაში, ხეობის განვითარება წარმოუდგენელია. კადრები აქციიდან: https://www.youtube.com/watch?v=NOYbfKEdSXE&feature=youtu.be https://www.youtube.com/watch?v=vY1NEoyTZjg&feature=youtu.be “არ გააჩეროთ ნამახვანჰესი”, “დაგვიბრუნეთ სამსახურები”, – რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილი ამ და სხვა მოთხოვნებით უკვე მოერედ შეიკრიბა აქციაზე. ადგილობრივები ნამახვანჰესის მშენებლობის განახლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ხეობის განვითარება პროექტის მშენებლობაზეა დამოკიდებული. ...

Read More »

„ძალაზე არიან, რომ ხორცის სახელით წყალი მოგყიდონ და მთავრობაც ალბათ, ხელს უწყობს“

„ძალაზე არიან, რომ ხორცის სახელით წყალი მოგყიდონ და მთავრობაც ალბათ, ხელს უწყობს“, – ასე აფასებს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე, მთავრობის მიერ, ფრინველის ხორცის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედების 2021 წლის 1-ელ აპრილამდე შეჩერებას. როგორც ზურა უჩუმბეგაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, საერთოდ გაუგებარია აღნიშული კანონის ირგვლივ რა ხდება, რადგან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ის გადავადდა. “გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა, უარყოფითად ვაფასებ. საერთოდ ...

Read More »

Samsung Electronics-ის ვიცე-პრეზიდენტს ქრთამის მიცემის გამო, 2-წელიწადნახევრიანი პატიმრობა მიესაჯა

სამხრეთ კორეის სასამართლომ კომპანია Samsung Electronics-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი ლის, ქრთამის მიცემის საქმეზე 2-წელიწადნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, სეულის უმაღლესმა სასამართლომ ჯეი ლი მოსყიდვაში, გაფლანგვასა და უკანონო შემოსავლების დამალვაში ცნო დამნაშავედ. მანამდე, 2017 წელს, 52 წლის ლი სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტთან, პაკ კინ ჰესთან დაკავშირებული პირისთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით 5 წლით დააპატიმრეს. ჯეი ლი კანონდარღვევას უარყოფდა, ...

Read More »

მაჭავარიანის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას განაგრძობს. მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, მაგისტრალური წყალსადენისა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი. ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 20 იანვრიდან 31 მარტამდე, მაჭავარიანის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად, ნუცუბიძის პლატოდან ვაშლიჯვრის მიმართულებით.

Read More »

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: 21-ე საუკუნე აზიის საუკუნე იქნება

თურქეთის პირველი დიპლომატი, მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ 21-ე საუკუნე აზიის საუკუნე იქნება, – წერს Anadolu. „მე-19 და მე-20 საუკუნეები ევროპისა და აშშ-ის საუკუნეები იყო. ახლა, ყველა მონაცემი ცხადყოფს, რომ 21-ე საუკუნე აზიის იქნება“, – განაცხადა მინისტრმა თურქეთის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა საბჭოს (DEIK) მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ შეხვედრაზე, სადაც თურქეთსა და აზიის ქვეყნებს შორის სავაჭრო მოცულობის გაზრდის ახალ პერსპექტივებზე იმსჯელეს. „პანდემიის პერიოდში, ჩვენ ...

Read More »

თამბაქოს პროდუქტი არცერთ სავაჭრო ობიექტში არ უნდა ჩანდეს – თამბაქოს კონტროლის ალიანსი

თამბაქოს კონტროლის ალიანსი თამბაქოს კონტროლის რეგულაციის შესაბამისად კანონის აღსრულებას მოითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 2021 წლის 1 იანვრიდან „თამბაქოს კონტოლის შესახებ“ კანონით ახალი რეგულაცია ამოქმედდა, აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის შიდა ხილვადობა, შესაბამისად კანონი უნდა აღსრულდეს და თამბაქოს პროდუქტი არცერთ სავაჭრო ობიექტში არ უნდა ჩანდეს. “მოვუწოდებთ ყველა სავაჭრო ობიექტს, რომელსაც ჯერ კიდევ ღიად გამოუფენია თამბაქოს ნაწარმი, ლეტალური პროდუქტი, დაუყოვნებლივ აღასრულოს კანონი. ვიმედოვნებთ, შემოსავლების სამსახური ...

Read More »

ემიგრანტების იმედად დარჩენილი ქართული ეკონომიკა

პანდემიისგან გამოწვეული ფინანსური პრობლემების მოგვარებაც ემიგრანტების იმედადაა ტრანსფორმაციის ეტაპებში გაჭედილ საქართველოს ეკონომიკას კარგი დღე ნამდვილად არ უდგას. შემცირებული ერთობლივი მოთხოვნა, შემცირებული გადახდისუნარიანობა, გაზრდილი უმუშევრობა, დაკეტილი და შეზღუდული ბიზნესების აქტივობა და სხვა – ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელშიც საქართველო კორონავირუსული პანდემიის შედეგად დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად აღმოჩნდა. შედეგად, თუ გადავხედავთ ახლადდასრულებული 2020 წლის საგარეო ვაჭრობის მონაცემებს, დავინახავთ, რომ როგორც იმპორტი, ასევე ...

Read More »

შესაძლოა, ცოცხალი ან გარდაცვლილი ადამიანის ვირტუალური ასლი შეიქმნას – რა გეგმები აქვს Microsoft-ს

Microsoft-ი 2021 წელს ახალი იდეების განხორციელებას გეგმავს. კომპანია ე.წ ჩათ-ბოტის შექმნას აპირებს, რომელიც გარდაცვლილ ადამიანებს ვირტუალურად გააცოცხლებს. ამ უჩვეულო სიახლის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს პატენტების და სასაქონლო ნიშნების უწყების (USPTO) ვებგვერდზე აღმოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა Tech Times-ი წერს. გამოცემის თანახმად, მოპოვებულ დოკუმენტებში, კომპანია Microsoft-ს სპეციალური  ჩათ-ბოტის შექმნა სურს, რომელსაც კონკრეტული ადამიანის პიროვნული თვისებები ექნება. მისი ფორმირება სოციალური ქსელების მონაცემების საფუძველზე მოხდება, რომლებიც მოიცავს ფოტოებს, ხმოვან შეტყობინებებს, პოსტებს და პირად შეტყობინებებს მესენჯერში. დოკუმენტებში ნახსენებია სიტყვა ...

Read More »

ფრინველის ხორცის ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება გადავადდა

ფრინველის ხორცის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება 2021 წლის 1-ელ აპრილამდე შეჩერდა. მთავრობის ეს გადაწყვეტილება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა. როგორც ცნობილია, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, საქართველოს მთავრობამ ფრინველის ხორცის შესახებ „ტექნიკური რეგლამენტი – ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიიღო და ის 2020 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა. როგორც მაშინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავდნენ, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობა უნდა ...

Read More »