Home » 2021 » January » 14 (page 2)

Daily Archives: January 14, 2021

ლაშა პაპაშვილი: მთავრობამ ქართველი კადრების უცხოეთიდან ჩამოყვანა უნდა დაასუბსიდიროს

„რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მენეჯმენტის პრობლემაა. ლაშა პაპაშვილი პრობლემის აღმოფხვრის ერთ-ერთ გზად საქართველოდან უცხოეთში წასული ახალგაზრდა კადრების ჩამოყვანას ხედავს. მისი აზრით, ეს სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმით უნდა უზრუნველყოს. „ამ ყველაფერს სწორი მენეჯმენტი უნდა. დაუღალავი შრომა და ჩვენთან კომუნიკაცია სჭირდება, მთავრობა და ბიზნესი ამ სატკივარებს დარგების მიხედვით უნდა გადიოდეს. არაერთი ასოციაციაა და მათთან კონტაქტია საჭირო, მათი ტკივილის მოსმენა და ...

Read More »

მოქალაქეებისთვის გულის აპარატების კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების უსასყიდლოდ გაცემა დაიწყო

ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი საჭიროების მქონე პაციენტებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის, ძვირადღირებული, დასავლური სტანდარტის გულის აპარატების – კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების უსასყიდლოდ გაცემა დაიწყო. აპარატის გადაცემის პროცედურა მარტივია და პაციენტის უშუალო ჩართულობას არ საჭიროებს. ექიმი, შესაბამისი ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში კონკრეტული პაციენტისთვის ელექტრონულ განაცხადს აკეთებს, რომელსაც სააგენტო აკმაყოფილებს და სამედიცინო დაწესებულებისთვის დეფიბრილატორის დანიშნულების ადგილზე უფასო მიწოდებას უზრუნველყოფს. მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ კლინიკებისთვის ...

Read More »

კანადაში დააჯარიმეს ქალი, რომელიც კომენდანტის საათის დროს ქმარს ძაღლის საბელით ასეირნებდა

კანადაში წყვილი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმეს, მას შემდეგ, რაც პოლიციამ შენიშნა, რომ ქალი ქმარს ძაღლის საბელით „ასეირნებდა“. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი კვებეკის პროვინციაში მოხდა, სადაც COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით 20:00-დან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს. თუმცა, ამ დროს მოქალაქეებს სახლთან ახლოს ძაღლების გასეირნების უფლება აქვთ. სამართალდამცველებმა წყვილი ქუჩაში 21:00 საათზე შენიშნეს. მათ პოლიციელებს აუხსნეს, ...

Read More »

ვაშაძე – თუკი მიხეილ სააკაშვილიც განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება

თუკი მიხეილ სააკაშვილიც იგივე განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება, რათა ამ კინკლაობის ნაცვლად, საქმიან, რაციონალურ პოლიტიკურ პოლემიკაზე გადავიდეთ, – აღნიშნული განცხადება “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ გააკეთა. ვაშაძის თქმით, ის “ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფნის დროსაც ფიქრობდა, რომ სააკაშვილს ასპარეზი ახალი თაობის პოლიტიკოსებისთვის უნდა დაეთმო. “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის აზრით, ასეთ შემთხევაში ბოლო რვა წლის განმავლობაში ქვეყანაში მოვლენები აბსოლუტურად სხვაგვარად ...

Read More »

შრომის ინსპექციამ საქმიანობის უფლება კიდევ ერთ ღამის კლუბს შეუჩერა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ თბილისში ერთ-ერთ ღამის კლუბში აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ფიზიკური პირი 2000 ლარით დაჯარიმდა და ღამის კლუბს საქმიანობა შეუჩერდა. „მიმდინარე წლის 13 იანვარს, თბილისში, ახმეტელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, შრომის ინსპექციის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ...

Read More »

კვლევის მიხედვით, ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, ვირუსის მიმართ იმუნიტეტი მინიმუმ 5 თვის განმავლობაში აქვთ

ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, ვირუსის მიმართ იმუნიტეტი მინიმუმ 5 თვის განმავლობაში აქვთ, – ამის შესახებ „ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული. კვლევის პირველადი შედეგების თანახმად, იმ ადამიანების ხელახლად დაინფიცირების შანსი, რომლებსაც კოვიდ 19-ის ანტისხეულები აქვთ, ძალიან დაბალია. კერძოდ, კვლევაში ჩართული 6 614 ადამიანიდან, რომელსაც ვირუსი გადატანილი ჰქონდა, ხელმეორედ მხოლოდ 44 დაინფიცირდა. ამასთან, კვლევის ავტორი მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ადამიანები, რომლებმაც ...

Read More »

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებული იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტის თანახმად, დონალდ ტრამპს ბრალი „ამბოხის წახალისებაში” ედება. მედიის ინფორმაციით, იმპიჩმენტს ხმა მინიმუმ 217-მა მისცა, მათ შორის მინიმუმ ცხრა “რესპუბლიკელია”. ამის შემდეგ, საკითხზე უკვე სენატში იმსჯელებენ. ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც ორჯერ გამოუცხადეს იმპიჩმენტი.

Read More »

„თიბისი“ ბიზნესკლუბის წევრებისთვის ბიზნესსაუბრების პროექტს იწყებს

„თიბისის” ბიზნესკლუბის წევრებისთვის ბიზნესსაუბრების პროექტი იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისის“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბიზნესსაუბრების პრემიერა 15 იანვარს, 11:00 საათზე, „თიბისი” ბიზნესისთვის „ფეისბუქის“ გვერდზე გაიმართება. „პირველი ვიდეოსერიის სტუმრები „ტერმინალის“ დამფუძნებელი ჯინო დოლინი, „ჟუჟუნა ღვინოს“ თანადამფუძნებელი ვასკა ჩუბინიძე და „CONSULTIS“-ის დირექტორი ვატო ნამორაძე არიან. მოწვეულ სპიკერებს მოდერაციას და მასპინძლობას ჯონ უერდმანი, ამერიკელი მეღვინე გაუწევს, რომელიც 20-ზე წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და ...

Read More »