Home » 2021 » January » 14

Daily Archives: January 14, 2021

„სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე, დეველოპერებს ფასების შემცირება მოუწევთ“

„სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე, დეველოპერებს ფასების შემცირება მოუწევთ, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს ბინებზე ფასების შემცირებას ქალაქის მასშტაბით“, – ამის შესახებ Cushman & Wakefield Georgia-ს კვლევაშია აღნიშნული. ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის დასრულების შემდგომ, კერძოდ, იანვარიდან დეკემბრამდე მოცემულ სექტორში ტრანზაქციების რაოდენობა თანდათანობით შემცირდება, გაყიდვების კლება თებერვალსა და მარტშიც გაგრძელდება, თუ სექტორის სტიმულირება არ მოხდა. „თბილისის საცხოვრებელი სექტორი ღრმა კრიზისისგან სახელმწიფოს ...

Read More »

„საქართველოში ბიზნესი უღირსი არასდროს ყოფილა, ეს სიტყვა შეურაცხმყოფელია“

ბიზნესმენი თემურ ჭყონია “ბიზნესპარტნიორთან” საუბრისას აცხადებს, რომ არ ეთანხმება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მინისტრის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ  „ქართულმა ოცნებამ“ ბიზნესს ღირსება და თავისუფლება დაუბრუნა. „მე მას ვპასუხობ, რომ საქართველოში ბიზნესი უღირსი არასდროს ყოფილა. ეს სიტყვა შეურაცხმყოფელია. რა გამოდის, რომ ბიზნესს წლების განმავლობაში უღირსი ხალხი აკეთებდა? ეს როგორ შეიძლება, ეს ბიზნესის მიმართ არასწორი შეფასებაა. ღირსებას სხვა დატვირთვა აქვს, თავისუფლებას-სხვა. უამრავ ბიზნესმენს ...

Read More »

თემურ ჭყონია: ახალი არჩევნების დანიშვნით ბიძინა ივანიშვილი უფრო დემოკრატი გახდება

თემურ ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება.  ბიზნესმენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშილმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა წასვლის მიზეზები, მისმა ამ ნაბიჯმა საზოგადოებაში მაინც კითხვები დატოვა. „ის, რომ საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილის არ სჯერა, არის არა ივანიშვილის, არამედ, საზოგადოების ეჭვიანობის ბრალი, რომელიც მენტალურად დიდი ხნის განმავლობაში არსებობს,“ – აცხადებს ჭყონია. კითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაიჯეროს ბიძინა ივანიშვილის იმ ...

Read More »

კრიპტოვალუტების ხარჯზე გამდიდრებული ბიზნესმენები

კრიპტოვალუტების ბირჟის Gemini-ის დამფუძნებლებმა ტყუპმა ძმებმა კემერონ და ტაილერ უინკლვოსებმა პირველი ადგილი დაიკავეს ჟურნალ Forbes-ის მიერ წარმოდგენილ რეიტინგში, რომელიც ასახავს კრიპტოვალუტების ხარჯზე გამდიდრებული ბიზნესმენების ქონებრივ მდგომარეობას. საიტის ცნობით, თითო ძმის აქტივები კრიპტოვალუტების მიხედვით მილიარდ 400 მილიონ დოლარად არის შეფასებული. რეიტინგში მეორე ადგილზეა სტარტაპ Bloq-ის დამფუძნებელი მეთიუ როსზაკი, რომლის აქტივებმა კრიპტოვალუტებში შეადგინა მილიარდ 200 მილიონი დოლარი. მესამეზეა სილიკონ ველის საინვესტიციო დინასტიის ...

Read More »

აზერბაიჯანმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით საექსპორტო ტვირთის ტრანსპორტირება დაიწყო

აზერბაიჯანმა პირველად ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით საექსპორტო ტვირთის ტრანსპორტირება დაიწყო. ADY Express-ის ცნობით, ამჯერად კომპანია შეძლო Baku Steel Company-ს თურქეთში ფოლადის კონსტრუქციების ტრანსპორტირება. ტვირთი ბაქოდან თურქეთის ქალაქ პაიასში ჩავა. ფოლადის კონსტრუქციები ნახევარვაგონებით ახალქალაქში, სადაც თურქულ ვაგონებში გადაიტვირთა და გზა გააგრძელა. სულ დაგეგმილია 5000 ტონა ფოლადის კონსტრუქციების ტრანპორტირება 75 ვაგონით, აქედან პირველი 15 ვაგონი უკვე გადაიზიდა, ტვირთის ნაწილი კი გზაშია. ADY Express -ი ...

Read More »

„ივანიშვილის წასვლა-წამოსვლით საქართველოში არაფერი შეიცვლება მანამ, სანამ ის აქტიურია როგორც მოღვაწე და პიროვნება“

„მიდის-მოდის იქვე დგას, თუ ამას გამოცანად მივიღებთ კარია, ხოლო თუ პოლიტიკურ კონტექსტს გავითვალისწინებთ ეს ბიძინა ივანიშვილია, მიდის-მოდის, მაგრამ იქვეა. მისი წასვლა – წამოსვლით საქართველოში არაფერი შეიცვლება მანამ, სანამ ის აქტიურია როგორც მოღვაწე და პიროვნება“, – ასე აფასებს პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის პარტიული თანამდებობისა და პოლიტიკის მეორედ დატოვების შესახებ გავრცელებულ განცხადებას. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია რა იყო ჯერ მეორედ მოსვლა ...

Read More »

სილაგავა – სახელმწიფომ დაადასტურა, რომ არ დაუშვებს ყოველდღიური მოხმარების პურზე ფასის გაძვირებას

დღეს ხორბლის ახალი პარტიების შემოთავაზება არის 270 დოლარი, როდესაც სექტემბერში 200 დოლარი იყო. ეს სერიოზული გაძვირებაა და თუ საექსპორტო ბაჟის გაორმაგებას ჩავთვლით, გაძვირების ეფექტით ერთი ტონა ხორბალი დაახლოებით 300 დოლარი იქნება, – ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ განაცხადა. მისი თქმით,  რუსეთის მთავრობაში ახლა მიმდინარეობს მსჯელობა, რომ საექსპორტო საბაჟო გადასახადი გადაიხედოს და ერთ ტონაზე 25-დან 50 ევრომდე ...

Read More »

2020 წელს ექსპორტი 12%-ით, იმპორტი კი 15,9%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 347.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.8 პროცენტით ნაკლებია. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ექსპორტი 3 342.1 მლნ. აშშ დოლარი (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 8 005.6 მლნ. აშშ დოლარი (15.9 პროცენტით ნაკლები) იყო. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს 4 663.4 ...

Read More »

ელისაშვილი: სულ რომ მარტო შევიდეთ პარლამენტში, მარტო შევალთ – აღარ არის გაბუტვის და ზურგით დგომის დრო

“სულ რომ მარტო შევიდე, მარტო შევალ, იმიტომ რომ დაგვემხო ეს ქვეყანა თავზე, აღარ არის ახლა გაბუტვის და ზურგით დგომის დრო. გამოვგლიჯოთ რაც გამოსაგლეჯია”. ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა “პალიტრას” ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, ოპოზიციის პარლამენტს გარეთ ყოფნა ერთმნიშვნელოვნად უპასუხისმგებლობაა. მისი თქით, ოპოზიციამ “ქართულ ოცნებას” ხელიდან უნდა გამოგლიჯოს საარჩევნო სისტემის ძირფესვიანად შეცვლა.” “ჩვენ ველოდებით ...

Read More »

მედიკამენტების ევროპული სააგენტო AstraZeneca-ს ვაქცინას 29 იანვარს დაამტკიცებს

იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ განაცხადა, რომ მედიკამენტების ევროპულმა სააგენტომ, შესაძლოა, 29 იანვარს AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცოს. “ჯერჯერობით ორი ვაქცინაა დამტკიცებული, მაგრამ მესამე უნდა დამტკიცდეს უახლოეს დღეებში. ჩვენს კალენდარში ეს დღე 29 იანვარია”, – თქვა მინისტრმა ეროვნულ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

Read More »