Home » 2021 » January » 12 (page 3)

Daily Archives: January 12, 2021

Moderna-ს მტკიცებით, მათი ვაქცინა მინუმუმ 1-წლიან იმუნიტეტს ქმნის

Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ორგანიზმში იმუნიტეტს მინიმუმ 1 წლით ქმნის, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ კომპანიამ „მორგანის ჯანდაცვის“ კონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, ფარმაცევტული კომპანია ირწმუნება, რომ მის მიერ გამოყენებული RNA (mRNA) ტექნოლოგია ეფექტურად მოქმედებს კორონავირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგაც, რომელიც მთელ რიგ ქვეყნებში გაჩნდა. კომპანიის ინფორმაციით, 2021 წელს 600 მილიონიდან 1 მილიარდამდე ვაქცინის დოზის მიწოდებას გეგმავს. სხვადასხვა ქვეყნის მთავრობასთან წინასწარ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ...

Read More »

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქონების დიდი ნაწილი “ქართუ ფონდს” გადასცა და მის განკარგულებაში მხოლოდ 200 მილიონი დოლარი რჩება

ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი, რომელიც ამ მილიარდნახევრის მიღმა თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა, – ასე პასუხობს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კითხვას – რა ფინანსურ რესურს იტოვებს ის და მისი ოჯახი პირადი მოხმარებისთვის. როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, შვილებს უტოვებს იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის, საკუთარი თავის სრულად რეალიზებისა და განვითარების მოტივაცია, რაშიც დივიდენდების იმედად ...

Read More »

სავაჭრო მოლების მუშაობის გასაგრძელებლად, ერთ-ერთ პირობად თანამშრომლების რეგულარული გატესტვის საკითხი განიხილება

პრემიერ-მინისტრის დავალებით ბიზნესის წარმომადგენლებთან ინტენსიური შეხვედრები გრძელდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის დაწყებამდე, მორიგი სამუშაო შეხვედრა სავაჭრო მოლების წარმომადგენლებთან გაიმართა. უწყების ცნობით, შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე, შრომითი ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ...

Read More »

„ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ქონების არანაკლებ 90%-ს ქველმოქმედებას მოახმარს, არის უპრეცედენტო“

“ბიძინა ივანიშვილი, რომ  დიდი ქველმოქმედი და მეცენატი იყო, ეს ისედაც იყო ცნობილი, მაგრამ მისი გადაწყვეტილება, რომ ქონების არანაკლებ 90%-ს ქველმოქმედებას და საზოგადო საქმეს მოახმარს, არის არა მხოლოდ მაშტაბური, არამედ უპრეცედენტო”, – ამის შესახებ ეკონიმიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს. “ბანკები და ფინანსები” ცუცქირიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “ბიძინა ივანიშვილი, რომ  დიდი ქველმოქმედი და მეცენატი იყო, ეს ისედაც იყო ცნობილი, მაგრამ ...

Read More »

გიგლა მიქაუტაძე: დღეს საქართველოს ერთ მოქალაქეზე 3-ჯერ მეტი სახელმწიფო ვალი მოდის ლარში, ვიდრე 2012 წელს

“ლელოს” წევრი გიგლა მიქაუტაძე ივანიშვილის განცხადებას და ოცნების ეკონომიკურ ჩავარდნებს აფასებს: “ივანიშვილს თავის წერილში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი გამორჩა. ბიძინა ივანიშვილმა თავის ე.წ. გამოსამშვიდობებელ წერილში იმ „წარმატებების“ შესახებ ისაუბრა, რასაც ქვეყანამ მისი მმართველობის პერიოდში მიაღწია, მაგრამ მას გამორჩა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელთა შეხსენებაც პირად მოვალეობად მიმაჩნია. კერძოდ, „ქართული ოცნების“ 8 წლიანი მმართველობის პერიოდში: – საქართველო ვერ გახდა რეგიონის ლიდერი ვერცერთი მიმართულებით. ...

Read More »

პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისი მსოფლიოს მწვანე შენობების სიაში შევიდა

თბილისში მდებარე პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისი მსოფლიოს მწვანე შენობების სიაში შევიდა. ნაგებობა საქართველოში პირველია, რომელსაც ენერგო და რესურს ეფეტურობა Edge საერთაშორისო სერტიფიკატით დაუდასტურდა. საერთაშორისო აუდიტორებმა შეაფასეს ბანკის თანამედროვე არქიტექტურული დიზაინისა და ენერგიის, წყლის და მასალების ეფექტურობის ერთობლიობა, რაც წლებია პროკრედიტ ჯგუფის ეკოლოგიაზე ორიენტირებული სტრატეგიის ნაწილია. ფართოდ შემინული ფასადი და ატრიუმი ბუნებრივ დღის სინათლეს უზრუნველყოფს შენობაში, ამასთანავე დაბალემისიური მინები და თბოიზოლირებული ...

Read More »