Home » 2021 » January » 12 (page 2)

Daily Archives: January 12, 2021

საქართველოში სეტყვისა და მზისგან დამცავი ბადეების საწარმოს მშენებლობა იწყება

შპს „აგრობადემ“ ქარელის რეგიონში სეტყვისა და მზისგან დამცავი ბადეების პირველი ქარხნის მშენებელობა დაიწყო. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ავთანდილ მაისურაძემ East fruit-თან საუბრისას განაცხადა, ქარხანაში წარმოება 2021 წლის იანვარში დაიწყება. შესაბამისი აღჭურვილობა კი გერმანიიდან შემოვა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ გარკვეული სირთულეები შექმნა, როგორც ავთანდილ მაისურაძე განმარტავს, ობიექტის ამუშავებას ამ ეტაპზე ხელს არაფერი უშლის. კომპანიის დამფუძნებელის თქმით, სეტყვისა და მზისგან დამცავი ბადეების წარმოების ...

Read More »

მაგდა ანიკაშვილი ტელეკომპანია იმედზე ბრუნდება

13 წლის შემდეგ მაგდა ანიკაშვილი ტელეკომპანია იმედზე ბრუნდება. ბოლოს ის პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი იყო. როგორც ანიკაშვილმა On.ge-ს დაუდასტურა, ის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემას წაიყვანს. “ჯერჯერობით ფორმატთან დაკავშირებით დეტალებს ვერ გეუბნებით, რადგან ახლა მიმდინარეობს საბოლოო ჩამოყალიბება”, — აღნიშნა მან. მაგდა ანიკაშვილი სხვადასხვა წლებში მუშაობდა მეცხრე არხსა და რუსთავი 2-ზე. 2006-2008 წლებში ტელეკომპანია იმედზე მას მიჰყავდა გადაცემები ქრონიკა და ღია ეთერი. არხი მან 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ დატოვა, რის შემდეგაც პარტია გიორგი თარგამაძე ...

Read More »

საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება  შესაძლებელი

„საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება  შესაძლებელი“ – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ვაქცინაციის საკითხს. „ელჩთან მნიშვნელოვანი  შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე, ეპიდვითარებასა და ტესტირებაზე. შეხვედრის ...

Read More »

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, გამოვლინდა 2500 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 2500 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ ...

Read More »

პერუში სასამართლომ ბილ გეიტსი და ჯორჯო სოროსი პანდემიის „შექმნაში“ დაადანაშაულა

პერუში, ჩინჩას და პისკოს პროვინციების სააპელაციო სასამართლომ კორონავირუსის პანდემიის „შექმნაში“ Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი, ბანკირი ჯორჯ სოროსი და როკფელერების ოჯახი დაადანაშაულა. ამის შესახებ სასამართლოს დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნდა. დადგენილება მოსამართლეებმა 21 დეკემბერს გამოიტანეს. ის გაუპატიურებაში ბრალდებულის პატიმრობის ვადის გახანგრძლივების აპელაციას ეხება. დადგენილებაში საუბარია კონსპიროლოგიურ თეორიაზე, რომლის მიხედვითაც პანდემია „ახალი მსოფლიო წესრიგის ავტორებმა“ შექმნეს. „მსოფლიოს ვერც ერთი მთავრობა, ვერც ერთი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ვერც განსასჯელის დაცვა ვერ ადასტურებენ, რომ ...

Read More »

დონალდ ტრამპის ანგარიშის დაბლოკვის შემდეგ „ტვიტერის“ აქციების ფასი 12 პროცენტით დაეცა

დონალდ ტრამპის ანგარიშის დაბლოკვის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ აქციების ფასი 12 პროცენტით დაეცა და კომპანიამ საბაზრო ღირებულების ხუთი მილიარდი დაკარგა. მიკრობლოგზე აშშ-ის პრეზიდენტის ანგარიშს 88 მილიონი გამომწერი ჰყავდა. „ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, კომპანიის აქციების ფასი სავარაუდოდ, ინვესტორების ფაქტორის გამო დაეცა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ტრამპის გვერდის დაბლოკვა პლატფორმის მიმართ ინტერესს შეამცირებს.

Read More »

თალაკვაძე: ჩვენი ანალიზით, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „გირჩს“ და „ლელოს“ სურთ იყვნენ საპარლამენტო ცხოვრებაში

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პარტიების ერთ ნაწილს პარლამენტის შესვლა და საპარლამენტო მუშაობაში ჩართვა უნდა. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. „ეს არის, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „ლელო“- ამ პარტიებს სურთ რომ იყვენენ საპარლამენტო ცხოვრებაში, ვიდრე „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია არ არის, ეს არის მათი ანალიზი. „არ შემოდიან იმიტომ რომ, ...

Read More »

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე უკვე მე-6 ახალი გვირაბი გაიჭრა

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, უბისა-შორაპანის მონაკვეთზე, სოფელ შროშაში ახალი გვირაბი გაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, უბისა-შორაპანის მონაკვეთზე სულ 13 კმ-იანი გზა, 27 ხიდი და 18 გვირაბი აშენდება. „საერთო ჯამში, ამ დროისათვის რიკოთის საუღელტეხილო გზაზე უკვე გაჭრილია 6 გვირაბი, ხოლო სამშენებლო სამუშაოები 53 გვირბიდან 39 გვირაბზე მიმდინარეობს. სოფელ შროშაში გაჭრილი გვირაბის სიგრძე 885 ...

Read More »

თემურ ჭყონია: მთელ მსოფლიოში ცოდნით იწყობენ კარიერას, ჩვენთან – მლიქვნელობით

ბიზნესმენი, თემურ ჭყონია 2021 წლიდან მთავრობას რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას ურჩევს. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ ახლის ასაშენებლად, ძველის დანგრევაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში – არაფერი გამოვა. „ფინიშამდე როგორ უნდა მიხვიდე, თუ არ გაიქეცი. თუ იდექი, ტემპს არ მოუმატე და არ შეიცვალე, როგორ მოიგებ? ახლა, ჩვენებს ვეუბნები, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავიზარდოთ. ჩვენ უნდა დავანგრიოთ იმისთვის, რომ ახალი ავაშენოთ. სამწუხაროდ, ...

Read More »

ბიძინა ივანიშვილმა ფონდ „ქართუს“ ჯამში 26 ობიექტი გადაუფორმა, 2 კი გადაფორმების პროცესშია

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ბალანსზე ჯამში 26 ობიექტი გადააფორმა, 2 ობიექტი კი გადაფორმების პროცესშია. ამის შესახებ ინფორმაციას Entrepreneur-ის ქართული რედაქცია სამეწარმეო რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, ფონდი „ქართუსთვის“ გადაცემულ ობიექტებს შორისაა, სასტუმრო „პარაგრაფი“, შპს თბილისი სითი, ბიზნესცენტრი, „თაბორი რიზორთსი“, ასევე ბანკი „ქართუ“, შპს „ელიტა ბურჯი“, ლაგუნა ვერეს ტერიტორია. გამოცემის ცნობით, ობიექტების ჩამონათვალი ასეთია: 1. შპს თბილისი სითი ...

Read More »