Home » 2021 » January » 12

Daily Archives: January 12, 2021

“ერთ კვირაში მივხვდი, როგორი მეგობრობა და ერთგულება იცის ბიძინამ, მაგ ქველმოქმედმა მაგან”

“მაესტროს” დამფინებელი, მამუკა ღლონტი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წინამორბედი ხელისფულების დროს ტელეკომპანია “მაესტროსთვის” დადებული ყადაღის შესახებ საუბრობს. მამუკა ღლონტის პოსტს უცვლელად გთავაზობთ. “ასეთი კითხვა მაქვს ქველმოქმედთან, ასევე მის მომხრეებთან: ხომ გახსოვთ “დემოკრატიის შექურამ” “ტვ მაესტროს” სატელიტური თეფშების შემოტანისთვის ყადაღა რომ დაადო, ხოდა რატომ არ მოხსნა ეს ყადაღა ივანიშვილის მთავრობამ? შემდეგ ამ დაყადაღებული წილების გამოყენებით მოკლეს “მაესტრო”. მე კი ერთ ...

Read More »

მაკრონი – მივესალმები გოჩა ლორთქიფანიძის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლედ არჩევას და ვუსურვებ წარმატებას

მივესალმები გოჩა ლორთქიფანიძის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლედ არჩევას და ვუსურვებ მას წარმატებას თავისი მოვალეობის შესრულებაში მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში ,- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის წერილშია ნათქვამი, რომელსაც ის საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უგზავნის. წერილში, რომლის თარგმანსაც საქართველოს პრეზიდნეტის ადმინისტრაცია ავრცელებს, აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყნებმა შეინარჩუნონ და გააძლიერონ მხარდაჭერა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი, რომელიც მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის წყაროს წარმოადგენს. „მადლობას ...

Read More »

რაც დრო გადის, პროდუქციაზე ფასების შენარჩუნება შეუძლებელი ხდება – ცეზარ ჩოჩელი

სააქციო საზოგადოება „ქართული ლუდის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის განცხადებით, რა დრო გადის, პროდუქციაზე ფასების შენარჩუნება შეუძლებელი ხდება. ამის შესახებ მან გადაცემა „საქმის კურსში“ 2021 წლის მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა. მისი შეფასებით, ისედაც კრიზისულ მდგომარეობას ლარის გაუფასურების და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირებასთან ერთად ენერგომატარებლების გაძვირებაც დაემატა, რაც მწარმოებლებს გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს. „წელი გაურკვეველი მდგომარეობით იწყება. გადასახადები – ენერგოტარიფი, დაახლოებით, ...

Read More »

IGG დაზღვეულებს პირადი ავტომობილის დაზღვევის შემთხვევაში, სპეციალურ ფასთან ერთად, მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას, თბილისი პარკინგის 6-თვიან ვაუჩერსა და 30 ლიტრ საწვავს გადასცემს

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი (IGG) დაზღვეული ორგანიზაციების თანამშრომლებს, პირადი ავტომობილის დაზღვევის შემთხვევაში, სპეციალურ ფასთან ერთად, მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას (TPL) ლიმიტით – 2 000 აშშ დოლარს, თბილისი პარკინგის 6 თვიან ვაუჩერსა და 30 ლიტრ საწვავს ერთდროულად გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ავრცელებს. მათივე ცნობით, 2021 წელს საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის ავტოდაზღვევით 32 სახელმწიფო ორგანიზაციის 1800-ზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება ისარგებლებს. „აღნიშნული ...

Read More »

ბეთლემი, ბაგები, დამპალო და ზემელი – ცნობილი დასახელებების წარმოშობის ისტორია

თ. კვირკველიას წიგნი – „ძველთბილისური დასახელებანი“ საინტერესოა იმით, რომ მასში თავმოყრილია როგორც დამკვიდრებული, ასევე, ხმარებიდან ამოღებული ძველთბილისური დასახელებები. იქვეა განმარტებული სახელწოდებების წარმოშობის წყაროები და მოცემულია მოკლე ცნობები ქალაქის მოედნების, ქუჩების, შენობებისა თუ წეს-ჩვეულებების შესახებ. ეს ინფორმაცია განსაკუთებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც თბილისი და მისი ისტორია უყვარს. დღეს გვინდა, ბეთლემზე, ბაგებზე, დამპალოსა და ზემელეზ მოგიყვეთ და გაჩვენოთ, თუ როგორაა დახასიათებული 1985 ...

Read More »

მთავრობის დახმარებით გახსნილი „აგარის შაქარი“ ისევ გაჩერდა

„აგარის შაქარი“ ისევ გაჩერდა – საწარმოსთვის დაწესებული შეღავათების ვადა 31 დეკემბერს ამოიწურა. „ამ ეტაპზე, მთავრობასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, თუ შედგა შეთანხმება მარტიდან საწარმო მუშაობას განაახლებს, თუ ვერა აზრი არ აქვს წარმოების დაწყებას, არარენტაბელურია“, – განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის წარმომადგენელმა ნიკოლოზ ნათბილაძემ. შაქრის გადამამუშავებელისთვის დაწესებული შეღავათების შედეგად, საწარმომ 1 ივნისიდან 31 დეკემბრამდე იმუშავა. გასულ წელს მთავრობასთან მიღწეული შეთანხმებით, კომპანია ფასდაკლებით იღებდა ბუნებრივ გაზს ...

Read More »

რასაცა გასცემ, შენია…

ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ 9 იანვარს ჩავწერეთ, თუმცა, რესპოდენტის თხოვნით, ამ ინტერვიუს პოლიტიკიდან მისი საბოლოოდ წასვლის შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგ ვაქვეყნებთ. ინტერვიუს იდეა მაშინ გამიჩნდა, როდესაც იანვრის დასაწყისში, სამეწარმეო რეესტრში პირადი საკითხების მოგვარებისას, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ქონების დიდი ნაწილი საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთვის“ გადაუცია (შესაბამისი ნუსხა ქვემოთ იქნება წარმოდგენილი). ვფიქრობთ, ინტერვიუ პასუხს სცემს ყველა კითხვას, რაც ბიძინა ივანიშვილის ...

Read More »

„ბიძინა ივანიშვილმა თამაში შეცვალა, სხვა სტანდარტი, თამასა დაგვიწესა, რისი შეცვლაც ყველასთვის რთული იქნება“

„დღეს აბსოლუტურად შეიცვალა პოლიტიკური რეალობა, ჩვენ სხვა რეალობაში ვართ“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში. მან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ბიძინა ივანიშვილი რეალურად ჩამოშორდა მართვით სადავეებს, სრულად გაემიჯნა გუნდს და პოლიტიკას. მისი განცხადებით, ივანიშვილის მოღვაწეობა უდიდესი ქველმოქმედებაა 90-იანი წლებიდან მოყოლებული 2011 წლამდე, როდესაც მან გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსულიყო. „ყველაზე დიდი ...

Read More »

ანდრია გვიდიანი – საჭიროდ ჩავთვალე პუნქტობრივად ვუპასუხო “ლელოს” და სხვა დაინტერესებულ მხარეებსაც, თუ რა გაკეთდა ბოლო 8 წლის განმავლობაში

“ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ წერილებს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. უმეტესი იყო პოზიტიური, ზოგიერთი კრიტიკული და, სამწუხაროდ, ზოგიერთი არაადეკვატურიც კი შემხვდა. ძალიან გამიკვირდა “ლელოს” წარმომადგენლის კომენტარი, მით უმეტეს, იმ ადამიანისგან, რომელსაც ეკონომისტობაზე აქვს პრეტენზია. თუმცა, ესეც მესმის, პარტიული დღის წესრიგი ხომ ყველაფერს გათქმევინებს, უაპელაციოდაც კი. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე პუნქტობრივად ვუპასუხო “ლელოს” და სხვა დაინტერესებულ მხარეებსაც, თუ რა გაკეთდა ბოლო რვა წლის განმავლობაში,” – ...

Read More »

თემურ ჭყონია – საქართველოში დამზადებული ბურგერის პურები ექსპორტზე აზერბაიჯანსა და რუსეთშიც გავა

მარტიდან McDonald’s-ის ქსელში საქართველოში დამზადებული პური გამოჩნდება. ქარხნის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ადგილზე რამდენიმე ტექნიკური სამუშაო დარჩა დასასრულებელი. „ბიზნესპარტნიორთან“ ბიზნესმენი თემურ ჭყონია განმარტავს, რომ ინვესტიციის მოცულობა 6 მლნ ევრომდეა, ბურგერის პურები კი ექსპორტზე აზერბაიჯანსა და რუსეთშიც გავა. „ალბათ, თებერვალში, მაქსიმუმ მარტის ბოლოს დავამთავრებთ პურის გრანდიოზულ ქარხანას McDonald’s-ისთვის და ბურგერის აბსოლუტურად განსხვავებული პური გამოვა. ზოგადად, რაც ევროპის McDonald’s-ში უნდა დაინერგოს ხოლმე, ...

Read More »