Home » 2021 » January » 09

Daily Archives: January 9, 2021

ფქვილი 67 ლარამდე გაძვირდა, 10-ლარიანი სუბსიდირება საკმარისი აღარ იქნება – მეხორბლეთა ასოციაცია

1 ტომარა უმაღლესი ხარისხის ფქვილის ღირებულება 65-67 ლარია, შესაბამისად 10-ლარიანი სუბსიდია აღარ არის საკმარისი, რომ წისქვილ-კომბინატებმა 53 ლარად მიაწოდონ ფქვილი მასობრივი მოხმარების პურის ქარხნებს – ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. ლევან სილაგავას თქმით, ახალი ტენდერი 20 იანვრის შემდეგ უნდა გამოცხადდეს და თუ პირობები იგივე იქნება, შესაძლოა, ბევრ კომპანიას აღარ გაუჩნდეს მონაწილეობის ინტერესი. ,,დღეს პირველი ხარისხის ერთ ტომარა ფქვილის ...

Read More »

ვინ მიაწვდის ელექტროენერგიას ზაფხულიდან მოსახლეობას – „მთავრობა უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს დაასახელებს“

„ზაფხულიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ენერგეტიკული ბირჟა, როგორც ეს ევროპული მოდელით არის წარმოდგენილი. ამასთან, „თელასს“ და „ენერგოპროს“ გამოეყოფა ელექტროენერგიის მიწოდების ნაწილი და ისინი იქნებიან მხოლოდ ქსელის მფლობელები“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა. აღნიშნული ცვლილება უკვე 2021 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება, თუმცა, როგორც ნარმანია აცხადებს, მოსახლეობა, მომხმარებლები მიმწოდებლის ცვლილებით რაიმე უხერხულობას არ იგრძნობენ. „გამომდინარე იქიდან, რომ ...

Read More »

“სტრატეგიული ობიექტები სწორად შედგენილი ხელშეკრულებით უნდა გასხვისდეს”

ბიზნესმენი თემურ ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ არასწორ საპრივატიზაციო პოლიტიკაზე საუბრობს. მისი განცხადებით, ბიუროკრატიული აპარატი უნდა შემცირდეს. „ხანდახან ვუსმენ ზოგიერთი პოლიტიკოსის გამოსვლას, როდესაც ბჭობენ სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან ქვეყანა რა მოგებას მიიღებს, თუმცა არავინ ფიქრობს იმაზე სახელმწიფო ქონება ისე გაყიდონ, რომ ის მომავალში, გრძელვადიანად იყოს მომგებიანი. უნდათ და ცდილობენ როგორ გაყიდონ ძვირად  იმისთვის, რომ ბიუჯეტი შეავსონ. ასეთი ერთჯერადი შემოსავალი არ იქნება დაფუძნებული მრავალწლიან შემოსავლებსა ...

Read More »

“ტვიტერმა“ დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დახურა

“ტვიტერმა“ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დახურა. კომპანიაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ანგარიშის დახურვის გადაწყვეტილება „ძალადობის შემდგომი წაქეზების რისკის“ გამო მიიღეს. ”@RealDonaldTrump ანგარიშზე ბოლო დროს განთავსებული ტვიტებისა და მათ გარშემო არსებული კონტექსტის ზედმიწევნით განხილვის შემდეგ, ძალადობის შემდგომი წაქეზების რისკის გამო ანგარიში სამუდამოდ დავხურეთ,” – ნათქვამია “ტვიტერის“ განცხადებაში. მანამდე კომპანიამ დონალდ ტრამპის ანგარიში 12 საათით დაბლოკა, თუმცა, მას შემდეგ რაც მოქმედ ...

Read More »

დაჯარიმდებიან თუ არა კერძო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები ე.წ. ბასლაინებში მოძრაობის შემთხვევაში – თბილისის მერიის განმარტება

თბილისის მერიის ინფორმაციით, კერძო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების განახლებამდე, ე.წ. „ბასლაინებში“ მოძრაობის შემთხვევაში, არ დაჯარიმდებიან. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება, ტრანსპორტის ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს. „როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება, რის გამოც, მოქალაქეებს გადაადგილება მათ მფლობელობაში არსებული კერძო სატრანსპორტო საშუალებებით უწევთ. დედაქალაქის მერიამ გასული ...

Read More »

შემოსავლების სამსახური დეტალურად განმარტავს იმ პირთა კატეგორიას, რომლებიც 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ

გადასახადის გადამხდელთა ინტერესებიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დეტალურად განმარტავს იმ პირთა კატეგორიას, რომლებიც საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, 2021 წლის იანვრიდან, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ყველა დამსაქმებლებმა, ყოველი თვის 20 რიცხვის ჩათვლით (განაცხადის როგორც წარდგენისთვის ასევე დაზუსტებისთვის), 6 თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინონ იმ პირთა სია, რომლებიც ერთობლივად ...

Read More »

ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს

ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს. აღნიშნულის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თეატრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე – დასის უპატივცემლობის უკიდურესი გამოვლინებაა. „მთელ რიგ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო ანანიაშვილი მიწვეულია საბალეტო დასის ხელმძღვანელად ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში (НОВАТ). თეატრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ...

Read More »