Home » 2021 » January » 08 (page 2)

Daily Archives: January 8, 2021

ირაკლი იაშვილი – არ დავანგრიოთ ბიზნესი იმისთვის რომ მოსახლეობას იაფი ელენერგია ჰქონდეს

„ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მიზანშეწონილობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ მიდგომით ქვეყანა და ბიზნესი, უარესს შედეგს მიიღებს. „სამწუხაროდ მივიღეთ ასეთი სურათი, რომ წყლის, დენის და გაზის ტარიფები გაიზარდა. ელექტროენერგია  გაძვირდა არაპროპორციულად. მცირედით კერძო მომხმარებლისთვის დ ბიზნესისთვის – დიდი დოზით. საწარმოებს, დაახლოებით 70%-ით გაუძვირდათ დენის გადასახადი, რაც არასამართლიანია. გამოდის, რომ კომპანიები ასუბსიდირებენ მოსახლეობას. ...

Read More »

ფოტოგალერეა – ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის სახლი თბილისში, რომელიც მე-10 საუკუნით თარიღდება

ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის თბილისური სახლი ულამაზესია. ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც გაეროში მომუშავე ექსპერტის სახლის ფოტოებს დაათვალიერებთ. ფოტოები ჟურნალმა „ინტერიერმა“ ორი წლის წინ გადაიღო. როგორც ჟურნალ „ინტერიერთან“ საუბრისას ჯანდაცვის ცნობილმა ექსპერტმა აღნიშნა, სახლის რესტავრირებას პლასტიკური ქირურგის სიზუსტით მიუდგა: „ამ სახლს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რომელიც პირობითად სამ: შუასაუკუნეობრივ, საბჭოთა და თანამედროვე პერიოდებად შეგვიძლია დავყოთ. ისევე, როგორც ყველა ფეოდალური ქალაქი, თბილისიც გალავნით იყო შემოსაზღვრული. ...

Read More »

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი ღია წერილს ავრცელებს

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი ღია წერილს სახელწოდებით – „ახალი წლის მისალოცი ციხიდან“ ავრცელებს. საკუთარ წერილში ივერი მელაშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. მელაშვილის განცხადებით, მის წინააღმდეგ აღძრული საქმე ორ მიზანს – პოლიტიკური ოპონენტების გასაშავებლად წინასაარჩევნო „ტრიუკის“ ჩატარებას და ჩვენი მტრის – რუსეთის ფედერაციის საამებლად, საქართველოს პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობების გაფუჭებას, ემსახურება. „უპირველეს ყოვლისა, თქვენ მინდა მოგილოცოთ დამდეგი 2021 წელი ბატონო ბიძინა, რამეთუ ...

Read More »

მიხეილ სააკაშვილი – ასეთი გრძნობა არასდროს განმიცდია, როდესაც შენს ხალხს ეზიზღები

ასეთი გრძნობა არასდროს განმიცდია, როდესაც შენს ხალხს ეზიზღები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა. „დღეს აჩვენებდით პარლამენტის სახეებს. როგორი მძიმეა მონის ყურება, როცა მონა ხარ, როცა საუბრობ და ფიქრობ, ბატონი რას იტყვის. ერთი მაყურებლისთვის საუბრობ. იცი, რომ შენს მოქალაქეებს ეზიზღები. მე ეს გრძნობა არასოდეს განმიცდია, რადგან არასდროს ასე არ მიმუშავია. მეცოდება ეს ხალხი. ...

Read More »

გაერთიანებულ სამეფოში ჩასული პირებისთვის კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა სავალდებულო ხდება

გაერთიანებულ სამეფოში ჩასულმა პირებმა, მათ შორის ბრიტანეთის მოქალაქეებმა, კორონავირუსზე ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარადგინონ, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ტრანსპორტის დეპარტამენტში განაცხადეს. ტრანსპორტის მინისტრის, გრანტ შაპსის თქმით, ცვლილებები „მომავალი კვირიდან“ განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ის პირები, რომლებიც ტესტის პასუხს არ წარადგენენ, 500 ევროთი დაჯარიმდებიან. ამასთან, მოქალაქეები, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში იმ ქვეყნებიდან ჩადიან, რომლებიც ე.წ. „სამოგზაურო დერეფნის სიაში“ ...

Read More »

მარია ზახაროვა – აშშ-ის საარჩევნო სისტემა არქაულია და ის თანამედროვე დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს

მოსკოვი ვაშინგტონში 6 იანვარს განვითარებულ მოვლენებს შეერთებული შტატების საშინაო საქმედ მიიჩნევს და ამერიკელ ხალხს უსურვებს, საკუთარი ისტორიის დრამატული მომენტი ღირსეულად გადაეტანოს,- რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა. ”ეს შეერთებული შტატების შიდა საქმეა. ამავე დროს, გვსურს ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ საარჩევნო სისტემა შეერთებულ შტატებში არქაულია, ის არ აკმაყოფილებს თანამედროვე დემოკრატიულ სტანდარტებს, ქმნის მრავალი დარღვევის ...

Read More »