Home » 2021 » January » 08

Daily Archives: January 8, 2021

ექვსი თვის განმავლობაში 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად შემოსავლების სამსახურში განცხადებების მიღება დაიწყო

200-ლარიანი კომპენსაციების მისაღებად შემოსავლების სამსახურში განცხადებების მიღება დაიწყო. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ექვსთვიანი 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვს კორონავირუსის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ პირს, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში იმყოფებიან. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, კომპენსაციას მიიღებს ის პირი, რომელიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში, ორ ან მეტ თვეს იღებდა ხელფასს; ან ...

Read More »

“იწყება ახალი ტალღა მიზნობრივი დახმარებების” – ვის დაეხმარება სახელმწიფო 2021-ში?

ახალი წლიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარებისა, რომელიც მოიცავს სისტემურ ნაბიჯებს, სისტემურ სოციალურ მხარდაჭერას ჩვენი მოქალაქეებისა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა იმ მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც მთავრობა განახორციელებს და აღნიშნა, რომ მთავარია, მოქალაქეებმა კუთვნილი დახმარება რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მიიღონ. „პირველივე დღიდან, ...

Read More »

გილოცავთ! – 8 თვის შემდეგაც კი იმუნიტეტი მყარია! – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგი, იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ლინკს და წერს: “კოვიდ-19-ის გადატანიდან 8 თვის შემდეგაც კი იმუნიტეტი მყარია! ჟურნალმა საიენსმა დღეს ძალიან ამომწურავი და კარგი სტატია გამოაქვეყნა. გილოცავთ!”

Read More »

სერგეი შამბა – სოხუმს ტყის ხანძრის ჩაქრობაში თბილისის დახმარება არ სჭირდება

სოხუმს ტყის ხანძრის ჩაქრობაში თბილისის დახმარება არ სჭირდება, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ sova news-თან საუბარში განაცხადა. „ასეთი საჭიროება არ არსებობს. ჩვენი სამსახურები ხანძარს უმკლავდებიან ”, – განაცხადა შამბამ. ამასთან, სუს-ის ინფორმაციით, ქართული მხარე ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარებას ხანძრის პირველივე დღიდან, უწყვეტ რეჟიმში სთავაზობს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით კი, ...

Read More »

კვლევა – Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კოვიდ 19-ის ახალ ვარიანტებში აღმოჩენილი მუტაციის მიმართ ეფექტური აღმოჩნდა

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კოვიდ 19-ის ახალი, ე.წ. ბრიტანულ და სამხრეთ აფრიკულ ვარიანტებში აღმოჩენილი მუტაციის მიმართ ეფექტურად მუშაობს, – ამის შესახებ ტექსასის უნივერსიტეტის სამედიცინო ფილიალის მეცნიერების მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგშია აღნიშნული. კვლევის თანახმად, ვაქცინა ვირუსის ე.წ. სპაიკ ცილის N501Y მუტაციის მიმართ ეფექტურია. მეცნიერთა ნაწილის აზრით, სწორედ აღნიშნული მუტაციაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ ვირუსის ახალი ვარიანტები უფრო ადვილად და სწრაფად ვრცელდებიან. ლაბორატორიული კვლევა იმ ...

Read More »

მეხანძრის ინოვაციური უნიფორმა – ELVEN TECHNOLOGIES-მა $160 000-ის ინვესტიცია მოიზიდა

Elven Technologies-ის გუნდმა $160 000 მოიზიდა. Elven Technologies-ი მეხანძრის მაღალტექნოლოგიურ უნიფორმას ქმნის და პირველ საინვესტიციო რაუნდში მოზიდული თანხა უნიფორმის გატესტვა-გაუმჯობესებას მოხმარდება. კომპანიის თანადამფუძნებლის ვამეხ ხერხეულიძის თქმით, ინვესტიციების მოზიდვის პროცესი საკმაოდ ქაოტური იყო. “თანხის მოზიდვა 2020 წლის დასაწყისში დავიწყეთ, შემდეგ დაემთხვა პანდემიის პერიოდიც, რომელიც კარგად გამოვიყენეთ და ონლაინ რეჟიმში ყველგან ვცდილობდით ჩვენი პროდუქტის გაცნობას საზოგადოებისთვის. სოციალურ ქსელებში ყველა დაინტერესებულ ადამიანს ვესაუბრებოდით. ...

Read More »

აჭარაში 39 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადაეცა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში სოციალური სახლის მშენებლობა დასრულდა. ბინები 39 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა. ბინების გადაცემის პროცესს  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე დაესწრო. „ვაგრძელებთ ეკომიგრანტი ოჯახების ხელშეწყობას, მათი საცხოვრისით უზრუნველყოფას. დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 39 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა ახლადაშენებული ბინები. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 500-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება მოხდა საცხოვრისით. ჩვენი ხელისუფლებისთვის, ქართული ოცნებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს სოციალური პოლიტიკა და თითოეული ეკომიგრანტი ...

Read More »

„ბიბისის“ ინფორმაციით, მეცნიერებმა „კოვიდ 19“-ის სამკურნალო ორი მედიკამენტი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა „კოვიდ 19“-ის სამკურნალო, სიცოცხლის გადამრჩენი ორი მედიკამენტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, პრეპარატებს პანდემიის დროს სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ. საუბარია ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებზე „ტოცილიზუმაბსა“ და „სარილუმაბზე“, რომელთა შემოწმება მსოფლიოს ექვს ქვეყანაში მიმდინარეობს. ლონდონის საიმპერიო კოლეჯის მკვლევარის, პროფესორ ენტონი გორდონის განცხადებით, კვლევებმა აჩვენა, რომ მედიკამენტებმა შესაძლოა, ყოველი მე-12 პაციენტის სიცოცხლე გადაარჩინოს, რაც „დიდი ეფექტია“. კვლევა აჩვენებს, რომ მედიკამენტები მძიმე პაციენტებში ...

Read More »

აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპის სამუშაოები იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპის სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აბასთუმნის თანამედროვე კურორტად ფორმირებისათვის 2020 წელს დასრულდა აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული XIX-XX საუკუნეებში აშენებული 18 ისტორიული სახლის, ევგენი ხარაძის სახელობის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის რეაბილიტაცია. მათივე ინფორმაციით, შემუშავდა დაბა აბასთუმნის გენგეგმა და დასრულდა დაბის ...

Read More »

“თხევადი გაზის დაბეგვრის მოწესრიგებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 300%-ით გაიზარდა“ – BAG

მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, 2020 წელს ქვეყნის სანავთობო ინდუსტრიაში პოზიტიური დინამიკა შეინიშნებოდა.  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) აქტიური ჩართულობითა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, საკანონმდებლო და ნორმატიულ აქტებში განხორციელებულმა ცვლილებებმა და გამკაცრებულმა ადმინისტრირებამ პირდაპირი გავლენა მოახდინა, როგორც კეთილსინდისიერი ბიზნესის წახალისებასა და კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებაზე, ასევე შენატანებზე სახელმწიფო ბიუჯეტში. „საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ თხევადი გაზის დაბეგვრის წესში შეტანილი ცვლილებების შედეგად, შესაბამისი აქციზით დაბეგვრას დაექვემდებარა ...

Read More »