Home » 2021 » January » 06

Daily Archives: January 6, 2021

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონი დღეს გაიმართა. „2021 წლის 6 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2998 შეადგინა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Read More »

სესხებიდან მიღებული 0,5 მლნ ლარამდე შემოსავალი და ქველმოქმედებაში დახარჯული 400 ათასი ლარი – რა ქონებას ფლობს ივლიანე წულაია

„ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, ივლიანე წულაიამ ქონებრივი დეკლარაცია 2020 წლის 31 დეკემბერს შეავსო. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ივლიანე წულაიას საკუთრებაშია: 2018 წელს ვაკეში შეძენილი სამი ბინა, რაშიც ჯამში 210 545 აშშ დოლარი გადაიხადა. კერძოდ, 60,9 კვ.მ ფართობის, – 51 765 დოლარი, 125,3 კვ.მ ფართობის – 106 505 აშშ დოლარი და 61,5 კვ.მ ფართობის – 52 275 აშშ დოლარი. გარდა ამისა, დეპუტატი ...

Read More »

აქვს თუ არა საქართველოს სამხედრო დრონების წარმოების და ათვისების საშუალება

საქართველოს დონების რაღაც ტიპების წარმოება რა თქმა უნდა შეუძლია, ამის საშუალება გვაქვს, მაგრამ ამ აწყობაში არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ყველა ჭანჭიკი საქართველოში დამზადდება – ასე აფასებენ სამხედრო ექსპერტები „რეზონანსთან” თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას საქართველოში სამხედრო დრონების წარმოების დაწყებაზე. „მსოფლიოში სულ 20-მდე ქვეყანა აწარმოებს თვითმფრინავებს. წარმოიდგინეთ, რომ საქართველო ერთ დროს იყო თვითმფრინავების მწარმოებელი ქვეყანა. დანაშაულია ქარხანა „თბილავიამშენის”, რომელიც „დელტას” მენეჯმენტის ...

Read More »

თამაზ დაუშვილი – ლარიზაციის პროგრამამ ვერ გაამართლა, აუცილებელია სესხების დოლარში გაცემა

კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ლარის სტაბილურობის აუცილებლობაზე საუბრობს და  ამისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად ლარიზაციის პროგრამის გაუქმებას ასახელებს. მისი ინფორმაციით, ლარის დასასტაბილურებლად, აუცილებელია მოიხსნას შეზღუდვები დოლარში გაცემულ სესხებზე. „დოლარში რაც შეიძლება მეტი სესხი უნდა გაიცეს, ძალიან ბევრი დეპოზიტია დოლარში  და ეს უნდა გავიდეს  ეკონომიკაში. ბანკები იღებენ ძალიან ბევრ დეპოზიტს დოლარში, ვერ გასცემენ სესხს და უწევთ ამის დარეზერვება. ეს  ...

Read More »

ემანუელ მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, საპატიო ლეგიონის ორდენი მიანიჭა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული მიანიჭა. საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრია. როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, „წელს ეს ჯილდო, მათ შორის იმ ადამიანებს გადაეცათ, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს“. საპატიო ლეგიონის ორდენი (Ordre national de la Légion d’honneur) საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა.

Read More »

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის ასაშენებლად TBM-ის დანადგარი საქართველოშია

ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარი საქართველოში უკვე ჩამოვიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება. გვირაბი, რომელიც ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის პროექტის ...

Read More »

WHO-ს გუნდის წევრებს, რომლებმაც Covid-19-ის წარმოშობა უნდა გამოიძიონ, ჩინეთში არ უშვებენ 43 წუთის წინ

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის 2 წევრს, რომლებიც ქალაქ უხანში კორონავირუსის წარმომავლობის დასადგენად მიემგზავრებოდნენ, ჩინეთში არ უშვებენ. ერთ-ერთი მათგანი უკან გააბრუნეს, მეორემ კი ინფორმაცია მაშინ მიიღო, როდესაც ტრანზიტულ ფრენას ელოდებოდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში თქვეს, რომ ჯგუფის წევრებს ვიზა არ მისცეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრაიესუსმა თქვა, რომ “იმედგაცრუებულია”, რადგან ჩინეთმა ამ დრომდე არ დაასრულა საგამოძიებო გუნდის წევრებისათვის ნებართვების გაცემის ...

Read More »

თუ რესტორნები 15 იანვრიდან არ გაიხსნა, თებერვალში მხოლოდ 10% შეძლებს მუშაობის განახლებას – შოთა ბურჯანაძე

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, თუკი რესტორნების მუშაობა 15 იანვარს არ დაიწყო, თებერვლის დასაწყისში ძალიან ცოტა დაწესებულება შეძლებს გახსნას. “იანვრის შუა რიცხვებიდან თუ არ გაიხსნა რესტორნები, თუ დღეს ველოდებით თებერვლის პირველ რიცხვებში 50%-ის გახსნას, გაიხსნება 10%, თუ ეს, რესტორნების გახსნა, არ მოხდა 15 იანვარს. იქიდან გამომდინარე, რომ დაგროვილია ბევრი ვალები, 10%-ზე მეტი უბრალოდ ვერ შეძლებს გახსნას”, — განაცხადა ბურჯანაძემ. ...

Read More »

გერმანიაში ვერ იპოვეს ლატარეის გამარჯვებული, რომელმაც €11,3 მილიონი მოიგო

გერმანიაში ლატარეის გამარჯვებულის სამწლიანი უშედეგო ძებნა შეწყვიტეს. ამის შესახებ Deutshce Welle წერს. გამოცემის ინფორმაციით, უცნობმა State Toto-Lotto-ს ჯეკპოტი 2017 წლის 1-ელ აპრილს მოხსნა. მისი მოგება 11.3 მილიონ ევროს შეადგენდა. გამარჯვებულს ჯილდოს მოთხოვნისთვის 3,5 წელი ჰქონდა, თუმცა ლატარეის ორგანიზატორებს არავინ დაკავშირებია. ორგანიზატორები გამარჯვებულს მედიის საშუალებით მოუწოდებდნენ ბილეთის წარდგენისკენ და კუთვნილი ჯილდოს მიღებისკენ, თუმცა უშედეგოდ. კანონით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ კი თანხა გათამაშების ბიუჯეტში დაბრუნდა. imedinews.ge

Read More »

ბიტკოინის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა

ბიტკონის ფასმა $35 ათასს გადააჭარბა და ისტორიული რეკორდი განაახლა. ამის შესახებ CoinDesk წერს. ინფორმაციის გავრცელებისას კრიპტოვავალუტა კიდევ 5%-ით გაძვირდა და $35,7 ათასი შეადგინა. გასულ უქმეებზე ბიტკოინის ფასმა $34 000 შეადგინა. დეკემბერში კრიპტოვალუტის ფასი 50%-ით გაიზარდა. ბიტკოინი 2020 წლის დეკემბრის მეორე ნახევრიდან გაძვირდა. 16 დეკემბერს კრიპტოვალუტის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და $20 042 შეადგინა.

Read More »