Home » 2021 » January » 05 (page 2)

Daily Archives: January 5, 2021

მაია ბითაძე: საქართველო არის პირველი სახელმწიფო ჩვენს რეგიონში, რომელიც ევროპული სტანდარტის გარემოს დაცვით ფონდს შექმნის

„ყველამ კარგად იცის, თუ რაოდენ მნიშვნელოვან და დიდ ყურადღებას უთმობს ჩვენი გუნდი გარემოს დაცვით – ჰაერის, წყლის დაბინძურების საკითხებს, იმ თემებს, რომელიც თითოეულ თქვენგანს აწუხებს“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მაია ბითაძის თქმით, დღეს კომიტეტმა იმ ორ ახალ, მნიშვნელოვან კანონპროექტზე იმსჯელა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტის მიერ იყო განხილული. მისი შეფასებით, კანონპროექტები დიდ წვლილს შეიტანს ...

Read More »

თურქეთში გამოიგონეს მოწყობილობა, რომელსაც კორონავირუსის გამოვლენა 10 წამში შეუძლია

თურქმა მეცნიერებმა გამოიგონეს მოწყობილობა Diagnovir-ი, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოსტიკა 10 წამში შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას ბილკენტის უნივერსიტეტი აქვეყნებს. მოწყობილობის მოქმედების პრინციპი დაფუძნებულია არა ნიმუშის რეპლიკაციაზე, არამედ ოპტიკურ მახასიათებლებზე. ტესტირებისთვის გამოიყენება ადამიანის პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან აღებული ნიმუში, რომელსაც სპეციალურ ნაერთში აზავებენ და ათავსებენ მოწყობილობაში. კლინიკამდელი კვლევების დროს, Diagnovir-მა კორონავირუსის გამოვლენის 99%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. წყარო: imedinews.ge

Read More »

საქართველო აზერბაიჯანული გაზის გატარების სანაცვლოდ წელს 1.014 მლრდ მ³ გაზს მიიღებს

2021 წელს საქართველო აზერბაიჯანული გაზის გატარების სანაცვლოდ 1.014 მლრდ მ³ გაზს მიიღებს, – აღნიშნულს 2021 წლისთვის დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ბალანსი ითვალისწინებს. მიმდინარე წელს შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზიდან, საქართველოსთვის გამოყოფილი „დამატებითი გაზის“ მოცულობა 508.7 მლნ კუბ. მეტრი იქნება, „ოფციური გაზის“ – 505.96 მლნ მ³, რაც იმას ნიშნავს, რომ „სამხრეთ კავკასიური დერეფნიდან“ მისაღები გაზის მოცულობა 2020 წელთან შედარებით (888.6 მლნ მ³) 126 ...

Read More »

მიტროპოლიტმა იეროთეოს ვლახოსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

ცნობილია, რომ საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გამოჩენილი მაღალიერარქი, ნავპაქტოს მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი) არის პირველი მართლმადიდებელი მღვდელმთავარი, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ვაქცინაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ მიტროპოლიტი იეროთეოსი აცხადებს: “შემთხვევით არ ამირჩიეს. ამ საკითხებით ვარ დაკავებული, წიგნიც მაქვს დაწერილი და უცხოურ უნივერსიტეტებში მაქვს ჩატარებული ლექციები მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის შესახებ. პანდემიის პირველი ტალღის დაწყებისას, აპრილში, ეკლესიიდან ერთადერთ წარმოამდგენლად დამადგინეს, რომ ეს საკითხი ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 14 511 ტესტი ჩატარდა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 316 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 5 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 511 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 300 კვლევა ანტიგენის ტესტით და ...

Read More »