Home » 2021 » January

Monthly Archives: January 2021

„თუ ხელისუფლება 1-ელ თებერვალს არ წარმოადგენს გეგმას, რაც ბიზნესსექტორის ამუშავებას გულისხმობს, დავიწყებთ მუშაობას დაუმორჩილებლობაზე”

თუ ხელისუფლება 1-ელ თებერვალს, სამუშაო დროის დასრულებამდე არ წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას, რაც რეგულაციების მოხსნას და ბიზნესსექტორის ამუშავებას გულისხმობს, ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენთან ერთად დგანან, მუშაობას დავიწყებთ დაუმორჩილებლობაზე, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან რეგულაციების გაუქმების მოთოვნით გამართულ აქციაზე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლმა ალექსანდრე გიორგიძემ განაცხადა, რითაც ბიზნესსექტორის ერთობლივი განაცხადება გააცნო საზოგადოებას. მისი თქმით, მათ მუშაობის საშუალება უნდა მიეცეთ. “გვითხრეს, რომ პირველი თებერვალი იყო ...

Read More »

გიორგი გახარია – Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა

Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ოფიციალურ გვერდზე წერს. მთავრობის მეთაური საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს მადლობას უხდის. “მადლობა ჩვენი ქვეყნისა და პირადად ჩემს მეგობარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინის მიღებისთანავე ჩვენი მედპერსონალის ვაქცინაცია დაიწყება. #ვაქცინამუშაობს!” ...

Read More »

„სახალხო აფთიაქს“ ფილიალის მენეჯერები წილში შეჰყავს

„სახალხო აფთიაქი“  ნერგავს მართვის ახალ სქემას, რომლის მიხედვითაც ფილიალის მენეჯერი აფთიაქის პარტნიორი, ანუ თანამფლობელი, ხდება. ასეთი სქემით პირველი აფთიაქი გაიხსნა წალკაში. წალკაში აქამდე უკვე ჰქონდა ფილიალი ,,სახალხო აფთიაქს“, რომლის მენეჯერი, თათია იაგანაშვილი, წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა თავის ხელმძღვანელობაში არსებული ფილიალის განვითარებაზე. სწორედ ის ჩაერთო პირველი ,,სახალხო აფთიაქის“ მართვის ახალ სქემაში და მასთან თანამშრომლობით ფარმაცევტულმა კომპანიამ მეორე ფილიალიც გახსნა. მართვის ასეთი ...

Read More »

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი – მზად ვართ საქართველოს ვაქცინის შემოტანაშიც დავეხმაროთ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები თამარ გაბუნია და თამარ ბარკალაია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სებასტიან მოლინეუსს შეხვდნენ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის COVID-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებსა და ვაქცინასთან დაკავშირებულ საკითხებს. თამარ გაბუნიამ მსოფლიო ბანკის ...

Read More »

„მალტიდან ვაქცინის ჩამოტანა “ფეიკნიუსია”, მე გეტყვით რა ხდება“

გიორგი ფხაკაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართელოს მალტას დახმარებით უფასო ვაქცინის მიღება შეუძლია, “ფეიკნიუსს” უწოდებს: “მალტიდან ჩამოტანილი ვაქცინა, ხომ იცით, რომ ეს არის “ფეიკნიუსი”, ბატონი მიხეილ შეცდომაში შეიყვანეს, ალბათ. მე გეტყვით ინფორმაციას, რა ხდება მალტასთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, მალტა არის ევროკავშრის ქვეყანა. ევროკავშირმა მიიღო ვაქცინაციის პროგრამა, ეს არის ერთიანი გადაწყვეტილება თუ როგორ განხორციელდეს ვაქცინაცია მთელს ევროპაში. ამასთან, მალტამ “მოდერნიდან” ...

Read More »

ეპიდემიოლოგებისთვის რთულია იმის აღქმა, რა მდგომარეობაშია ბიზნესი – რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი

რესტორნების 24-საათიანი გაფიცვის აქციით გვინდა, სახელმწიფოს დავანახოთ, რა რეალობა იქნება ქვეყანაში, როდესაც რესტორნები ვერ შეძლებენ ოპერირებას, – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, აქციის მიზანია, ხელისუფლებამ დაინახოს, რომ აღნიშნული სექტორის განადგურების შემთხვევაში, ეს არა მხოლოდ მათი, არამედ სახელმწიფოს პრობლემაც იქნება. „უმარტივესი მოთხოვნა გვაქვს ხელისუფლების მიმართ. ჩვენ არ გვინდა დახმარება, არ გვინდა სუბსიდირება, ...

Read More »

ნამახვანის ჰესების კასკადის განმახორციელებელი კომპანია ENKA-ს საგანგებო განცხადება

ENKA საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ნამახვანჰესის სახით საქართველოში 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას ახორციელებს. პროექტი საქართველოს ენერგეტიკული სექტორისთვის საკვანძო პროექტს წარმოადგენს. კომპანიას, ქვემო ნამახვანი ჰესთან მიმართებაში, არსებული ეტაპისთვის ყველა საჭირო ნებართვა გააჩნია, რომელიც გაცემულია შესაბამისი უწყებების მიერ, წარდგენილი კვლევების, საჯარო განხილვებისა და ყველა საჭირო დუკუმენტის საკმაოდ ხანგრძლივი და კომპლექსური შესწავლის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების ...

Read More »

ეროვნული ბანკი – ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშება Bmatch პლატფორმაზე დადებულ გარიგებებს დაეფუძნება

2021 წლის 1-ლი თებერვლიდან, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშებები მხოლოდ Bmatch პლატფორმაზე დადებულ გარიგებებს დაეფუძნება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის ცნობით, Bmatch პლატფორმა ბლუმბერგის სისტემაში 2020 წლის მარტიდან ამოქმედდა. განვლილი პერიოდის ანალიზმა ცხადყო, რომ პლატფორმაზე შექმნილია ვაჭრობის კონკურენტული გარემო. “მნიშვნელოვანია, რომ გარიგებები არ ხასიათდება დიდი მერყეობებით და, რაც მთავარია, სრულად შეესაბამება გარიგების დადების დროს ბაზარზე არსებულ რეალობას. Bmatch ...

Read More »

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „სილქ როუდ ჯგუფის“ და „ანაგის“ ერთობლივი პროექტი ხორციელდება

საქართველოს ბანკი ადგილობრივი პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მწვანე კონცხზე საცხოვრებელი /დასასვენებელი კომპლექსი „ბოტანიკო“ შენდება. გარდა ადგილმდებარეობისა, „სილქ როუდ ჯგუფის“ და „ანაგის“ ერთობლივ პროექტს, მისი არქიტექტურა და მშენებლობის მაღალი ხარისხი გამოარჩევს. მარადმწვანე სუბტროპიკულ მცენარეებში ჩაფლული კომპლექსი 2 დამოუკიდებელი ბლოკისგან შედგება, სადაც სმარტ სისტემებით აღჭურვილი 81 ბინაა განთავსებული. თითოეული ბინიდან კი პანორამული ხედი შავ ზღვაზე, 180 გრადუსით იშლება. 1.5 ჰექტარზე ...

Read More »

2020 წელს, ვითიბის ვიდეო ბანკის მოხმარება რეკორდულად გაიზარდა

2020 წელს, პანდემიის გამო შექმნილმა ვითარებამ, მნიშვნელოვნად გაზარდა ვითიბის დისტანციური არხების მოხმარება. კერძოდ, ვიდეო ბანკში ზარების მოცულობა 15-ჯერ გაიზარდა, რაც 1524% -იან ზრდას შეადგენს. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ისეთი პროდუქტების გაყიდვები, როგორიცაა სამომხმარებლო სესხი, საკრედიტო ბარათი და ანაბარი. ვითიბის ვიდეო ბანკით შესაძლებელია სამომხარებლო სესხის აღება და საკრედიტო ბარათის დამტკიცება, ხოლო ანაბრის გახსნისას გაუმჯობესებული საპროცენტო განაკვეთით სარგებლობა. ვიდეო ბანკით სარგებლობა შესაძლებელია მობილური ...

Read More »