Home » 2021

Yearly Archives: 2021

“სამშენებლო სექტორი პანდემიური კრიზისისადმი შედარებით მდგრადი აღმოჩნდა” – გეგი ქელბაქიანი

ბიზნესმენმა გეგი ქელბაქიანმა გადაცემაში – „Forbes კვირა“ სამშენებლო ბიზნესის მდგომარეობაზე ისაუბრა პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე და აღნიშნა, რომ ამ სექტორმა სხვა ბიზნესებთან შედარებით ურთულესი გამოწვევები უკეთესად გადალახა. „პლუსი იყო ის, რომ სამშენებლო სექტორი არ გაჩერებულა და მუშაობის შესაძლებლობა გვქონდა. თუ შევადარებთ იმ სექტორებს, რომლებიც მთლიანად დაიხურა, ბუნებრივია, ჩვენ უკეთეს სიტუაციაში ვიყავით. მაგრამ პანდემიამ უარყოფითი გავლენა ჩვენზეც იქონია“, – ამბობს ბიზნესმენი ...

Read More »

„საპარტნიორო ფონდი“ მოგებიანია და მისი რეორგანიზაცია ამ მოცემულობით უნდა განვიხილოთ – ვახტანგ ჭარაია

„საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირების ფარგლებში, მისი შემადგენლობიდან სახელმწიფო საწარმოები უნდა გამოიყოს და ფონდმა, როგორც დამოუკიდებელმა სტრუქტურამ გააგრძელოს საქმიანობა“, – ეს განცხადება  თსუს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის სტრატეგიის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროექტზე საუბრისას გააკეთა. „ხშირად პრესაში იწერებოდა, რომ „საპარტნიორო ფონდი“ არის ზარალიანი, რაც შეცდომაა. სინამდვილეში, თავად „საპარტნიორო ფონდი“ ე.წ. მისი შვილობილი კომპანიების, მაგალითად „საქართველოს რკინიგზის“ ...

Read More »

ლიბერთი მცირე საოჯახო სახლებსა და თავშესაფრებში მცხოვრებთა მხარდაჭერას განაგრძობს

დღეს, ლიბერთი ბანკსა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შორის მორიგი მემორანდუმი გაფორმდა. ლიბერთი კვლავ რჩება ზრუნვის სააგენტოს გამორჩეულ პარტნიორად და აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, წლების წინ დაწყებულ საქმეს – ქვეყნის მასშტაბით არსებული, მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრების კომუნალური ხარჯების სრულ ანაზღაურებას მთელი წლის განმავლობაში. ლიბერთი სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი მცირე საოჯახო ...

Read More »

„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველოში, არგენტინული სოიოს შროტის იმპორტი განხორციელდა

„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის პორტში, შპს „ფოთის მარცვლეულის ტერინალის“ სახელზე, 11,000 ტონით დატვირთული არგენტინული სოიოს შროტის იმპორტი განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ვითიბი“ ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოში სოიოს შროტის წლიური მოხმარება დაახლოებით 35,000 ტონას შეადგენს. პროდუქტი მიიღება სოიოს მარცვლისგან, რომლის ძირითადი მწარმოებელიც სამხრეთ ამერიკის ქვეყნები და შეერთებული შტატებია. „ სოიოს შროტი ცილის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროს წარმოადგენს და ის დიდი რაოდენობით მოიხმარება ...

Read More »

„ევოლუშენ ჯორჯიას“ სასამართლომ თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და განაცდური ხელფასის სახით 110 796 ლარის ანაზღაურება დააკისრა

„ევოლუშენ ჯორჯიას“ სასამართლომ თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და განაცდური ხელფასის სახით 110 796 ლარის ანაზღაურება დააკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ პროფკავშირები ავრცელებს. „თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროფკავშირების სარჩელი –  სათამაშო ბიზნესის გიგანტს – შპს ევოლუშენ ჯორჯიას სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო კორნელი ქაცარავას სამსახურში აღდგენა და განაცდური ხელფასის სახით 110 796 ლარის ანაზღაურება დააკისრა. კორნელი ქაცარავა წლების განმავლობაში იყო დასაქმებული შპს ევოლუშენ ჯორჯიაში ...

Read More »

„საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირებაზე სსფ-ს განცხადება გაუგებარია – გიორგი კაპანაძე

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბას) პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ„საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირებასთან დაკავშირებით გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას ისაუბრა. ცნობილია, რომ  საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს საჯარო კორპორაციების რეფორმის სტრატეგიის პროექტი“ მოამზადა.დოკუმენტში ჩნდება ჩანაწერი,სადაც განმარტებულია, რომ „საპარტნიორო ფონდი“ არაკომერციულ სტრუქტურად უნდა გარდაიქმნას. ასევე აღნიშნულია, რომ ეს პროექტი გამოიწვევს ძალიან დიდ დისკუსიას და ფართო მსჯელობის საგანი გახდება.  „მიმდინარეობს „საპარტნიორო ფონდის“ რესტრუქტურიზაცია,რომ ...

Read More »

ნარმანია – უნდა გაითიშოს უკანონო მაინინგები, რომელმაც ქსელი დაამძიმა, თუ საჭიროება მოითხოვს, დაყადაღდეს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ბოლო პერიოდში მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება 17-18 მეგავატია, რაც ჯამურად აღემატება მეზობელი სამი მუნიციპალიტეტის მიერ მოხმარებული ენერგიის ოდენობას. ნარმანიას თქმით, ეს ძირითადად მაინინგით არის გამოწვეული. დავით ნარმანია ამბობს, რომ მაინინგების შეზღუდვის ნაწილში რეაგირება უნდა მოხდეს. „90-იან წლებში სვანეთის მოსახლეობასთან შეთანხმების შედეგად, იქ მოქალაქეები არ იხდიან ელექტროენერგიის გადასახადს. კომერციული სექტორიც ...

Read More »

ბექაური – საქართველოს აქვს პერსპექტივა, „ამაზონმა“, „ნეტფლიქსმა“, „ფეისბუქმა“, „გუგლმა“ და ტექნოლოგიურმა გიგანტებმა ჩვენთან გახსნან მონაცემთა გაცვლის ცენტრები

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა პარლამენტში 2019-2020 წლების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ არსებობს პერსპექტივა, საქართველოში ტექნოლოგიურმა გიგანტებმა ააშენონ მონაცემთა გაცვლის ცენტრები. ბექაურის თქმით, ეს კომპანიები საქართველოში ინფრასტრუქტურამ უნდა მოიზიდოს, რომელიც საქართველოს გავლით ევროპას ცენტრალურ აზიასთან დააკავშირებს. „მინდა, შევეხო საქართველოში ციფრული ჰაბის გაკეთების შესაძლებლობას. ეს გულისხმობს დატა ცენტრის გაკეთებას, რომელიც ფაქტობრივად, მთელ რეგიონს მოემსახურება. ციფრული ჰაბისთვის საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, ...

Read More »

კალაძე – არ შეგიყვანონ შეცდომაში ამ ბინძურმა პროპაგანდისტებმა! აბსურდია, რომ პარკირების წლიური 50-ლარიანი აბონემენტი 800 ლარი ხდება

ეს არის ძალიან დიდი ტყუილი! არ დაუჯეროთ, მეგობრებო, არ შეგიყვანონ შეცდომაში ამ ბინძურმა პროპაგანდისტებმა! – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რითაც თბილისში პარკირების საკითხზე ახალი სააბონემენტო სისტემის შემოღების საკითხს გამოეხმაურა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში პარკირების საკითხზე სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაცია ვრცელდება. „მინდა შევეხო კონკრეტულ საკითხს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან აქტუალური იყო. ეს ძირითადად იყო სიცრუეზე დაფუძნებული ...

Read More »

უჩა სეთური: დიდი ოპერატორების მხრიდან, როგორიცაა „სილქნეტი“ და „მაგთიკომი“, ხდება მცირე ბიზნესის შევიწროება

კომუნიკაციების კომისიის 2019-2020 წლების ანგარიშის პრეზენტაციაზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურს მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა სეთურმა თხოვნით მიმართა, რომ კომისია სატელეკომუნიკაციო საცალო ბაზრის რეგულირებაში ჩაერიოს, ვინაიდან დიდი ოპერატორების მხრიდან, როგორიცაა „სილქნეტი“ და „მაგთიკომი“ ხდება მცირე ბიზნესის შევიწროება. სეთურის თქმით, დიდი კომპანიები რეგიონებში მომხმარებელს დემპინგურ ფასებს სთავაზობენ, რაც 150 საშუალო კომპანიას ანგრევს. „საცალო ბაზარი ჩვენთვის კრიტიკულად პრობლემურია. საბითუმო ბაზარზე სიტუაცია ...

Read More »