Home » ფინანსები » 2021 წლის თებერვალში ბანკების მოგება 32 მილიონით გაიზარდა და 132 მლნ ლარი შეადგინა

2021 წლის თებერვალში ბანკების მოგება 32 მილიონით გაიზარდა და 132 მლნ ლარი შეადგინა

2021 წლის თებერვალში ბანკების მოგება 32 მილიონით გაიზარდა და 132 მლნ ლარი შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის თებერვალში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 132 მილიონი ლარი შეადგინა. 2021 წლის თებერვალში დაფიქსირებული წმინდა მოგების მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32 მილონი ლარითაა გაზრდილი.

კერძოდ, 2020 წლის თებერვალში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 100 მილიონი ლარი შეადგინა.

ზრდა ფიქსირდება 2021 წლის იანვრის მონაცემებთან შედარებითაც. კერძოდ, 2021 წლის იანვარში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 113 მილიონი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება შემოსავლებს, 2021 წლის თებერვალში კომერციული ბანკების შემოსავალმა თითქმის 425 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42 მილიონი ლარით მეტია. 2020 წლის თებერვალში, კომერციული ბანკების შემოსავალი 383 მილიონ ლარს შედგენდა.

რაც შეეხება 2021 წლის იანვრის მაჩვენებელს, 2021 წლის თებერვალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე 29 მილიონი ლარით მეტია. კერძოდ, 2021 წლის იანვარში კომერციული ბანკების შემოსავალი 453 მილიონ ლარს შეადგენდა.

სანდრო პირველი

Share