Home » მსოფლიო » 2021 წლის მეორე კვარტალში, უკრაინის ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა

2021 წლის მეორე კვარტალში, უკრაინის ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა

როგორც gordonua.com წერს, უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის მეორე კვარტალში, უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  6%-ით გაიზარდა.

”მართალია, ეკონომიკის აღდგენაზე გავლენას ახდენს პანდემია, თუმცა, 2021 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის დაბალი მონაცემების და ვაქცინაციის პროცესების გათვალისწინებით, როგორც მსოფლიოში, ასევე ქვეყნის შიგნით, ქვეყნის ეკონომიკა დადებით ტენდენციაში შევიდა: ეკონომიკის სამინისტროს წინასწარი შეფასებით, ხუთი თვის შედეგების მიხედვით, მშპ 0,7%-ით გაიზარდა “, – აღნიშნავენ სამინისტროში.

უკრაინის ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ასეთი ზრდა უფრო დაბალია, ვიდრე პროგნოზირებული მაჩვენებელი.

“მომავალში, ჩვენ ველით, რომ მშენებლობა და სოფლის მეურნეობა დააკომპენსირებენ დანაკლისს ზაფხულის თვეებში. ზრდის დაჩქარებას ხელს შეუწყობს გარე სასაქონლო ბაზრებზე ფასწარმოქმნის გარემოც, რაც ადგილობრივი ექსპორტიორების საქმიანობას წაახალისებს. შედეგად, 2021 წლის ბოლოსთვის მშპ-ს ზრდა დაგეგმილ 4,1% -ს მიაღწევს ”, – ნათქვამია მიმოხილვაში.

უკრაინის მშპ-ს მიმდინარე წლის იანვარ-მარტში 2.2% -ით შემცირებაზე მეტყველებს 22 ივნისს გამოქვეყნებული უკრაინის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მონაცემები. შედეგად, 2021 წლის პირველ სამ თვეში ნომინალურმა მშპ-მ შეადგინა 1.008 ტრილიონი გრივნა, ხოლო მშპ ერთ სულზე – 24 280 გრივნა.

სტატისტიკის სამსახურის თანახმად, უკრაინის ეკონომიკა ზედიზედ ხუთი კვარტალია რაც მცირდება. რეალური მშპ-ს შემცირება დაიწყო 2020 წლის პირველ კვარტალში (1,2%), მეორე კვარტალში შემცირება იყო 11,2%, მესამე კვარტალში – 3,5%, მეოთხე კვარტალში – 0,5%.

სანდრო პირველი

Share