Home » ფინანსები » 2021 წლის მეორე კვარტალში სამშენებლო მასალებზე ფასები 17.2%-ით გაიზარდა

2021 წლის მეორე კვარტალში სამშენებლო მასალებზე ფასები 17.2%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 8.2 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 20.6 პროცენტიანი მატებით, რამაც 5.15 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 16.8 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 17.2 პროცენტიანი ზრდით, რაც 10.08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

Share