Home » ფინანსები » 2021 წლის მარტში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 49.5%-ით გაიზარდა

2021 წლის მარტში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 49.5%-ით გაიზარდა

2021 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.2 მლნ აშშ დოლარი (627.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 49.5%-ით (62.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორამციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-ის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადმა გზავნილებმა 78.05 მლნ.აშშ დოლარი შეადგინა. ასევე, დანარჩენი ქვეყნებიდან 110.12 მლნ.აშშ დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა.

„უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.7% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე (იტალია, საბერძნეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, გაერთიანებული სამეფო, ირლანდია, კვიპროსი, რუსეთის ფედერაცია, აშშ, ისრაელი, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, კანადა, სომხეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები) მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 94.8% მოდიოდა.

2021 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 24.9 მლნ აშშ დოლარი (83.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის მარტის (20.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.9%-ით მეტია“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

Share