Home » ფინანსები » 2021 წლის მარტში, ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვით 27.9 მილიონი ლარის მოგება მიიღეს

2021 წლის მარტში, ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვით 27.9 მილიონი ლარის მოგება მიიღეს

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2021 წლის მარტში კომერციული ბანკების საკონვერსიო ოპერაციდებიდან (ვალუტის ყიდვა-გაყიდვა) მიღებული წმინდა მოგება 27.9 ლარი შეადგინა.

აღნიშნული მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიდოთან შედარებით 16 მილიონი ლარითაა შემცირებული. 2020 წლის მარტში, კომერციულმა ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვით 43.9 მილიონი ლარის მოგება მიიღეს.

ამასთან, 2021 წლის მარტში, კომერციული ბანკების შემოსავლებმა ჯარიმებიდან/საურავებიდან 8.48 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 4.88 მილიონი გაზრილი. გასული წლის მარტში, ბანკების შემოსავლებმა ჯარიმებიდან/საურავებიდან 3.6 მილიონი ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, 2021 წლის მარტში, კომერციული ბანკების შემოსავლებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებიდან 37.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17 მილიონითაა გაზრდილი. 2020 წლის მარტში, კომერციული ბანკების შემოსავლებმა საკმოსიოებიდან და გაწეული მომსახურებიდან 20.3 მილიონი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება წმინდა მოგებას, 2021 წლის მარტში, კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 166 მილიონი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, კომერციული ბანკები -943 მილიონიან ზარალზე გავიდნენ.

სანდრო პირველი

 

Share