Home » ფინანსები » 2021 წლის მაისში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 42.4-%-ით გაიზარდა

2021 წლის მაისში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 42.4-%-ით გაიზარდა

2021 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 187,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (634.7მლნ ლარი), რაც 42.4-%-ით (55.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94,6% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 95.1% მოდიოდა.

მათივე ცნობით, 2021 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 22.9 მლნ აშშ დოლარი (77.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის მაისის (13.6 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 68.5%-ით მეტია.

Share