Home » ფინანსები » 2021 წლის ივნისში კომერციული ბანკები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ

2021 წლის ივნისში კომერციული ბანკები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ

2021 წლის ივნისში კომერციული ბანკები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ. კერძოდ, კომერციული ბანკების მოგებამ 2021 წლის იანვარ-ივნისში 1.060 მილიარდი შეადგინა.

კომერციულმა ბანკებმა ივნისის თვეში 294,628 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს კი თითქმის 114%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2020 წლის ივნისში ბანკების წმინდა მოგებამ 137,789 მილიონი ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ივნისში ბანკების წმინდა მოგებამ 1 059 623 000 ლარი შეადგინა.

ამჟამად საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.

ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 99,262 მლნ ლარი შეადგინა.

 

Share