Home » ეკონომიკა » 2021 წლის II კვარტალში საქართველოში 1 214 600 ადამიანია დასაქმებული, 344 600 პირი უმუშევარი, 381 800 კი თვითდასაქმებულია

2021 წლის II კვარტალში საქართველოში 1 214 600 ადამიანია დასაქმებული, 344 600 პირი უმუშევარი, 381 800 კი თვითდასაქმებულია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში 1 214 600ადამიანია დასაქმებული, 344 600 ადამიანი უმუშევარი, 381 800 პირი კი თვითდასაქმებულია.

როგორც „ინტერპრესნიუსის” მიერ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქვეყანაში 2021 წელის მეორე კვარტლის აღრიცხვით, 15 წელს ზემოთ ასაკის 3 032 000 ადამიანია, საიდანაც სამუშაო ძალა (აქტიური მოსახლეობა) 1 559 100-ს შეადგენს, დაქირავებული 831 700-ს, თვითდასაქმებულია 381 800 პირი.

საქსტატის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ქვეყანაში 22.1%-ია, სამუშაო ძალის მონაწილეობის (აქტიურობის) დონე 51.4%-ია, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 15 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 40.1%-ს შეადგენს.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, დასაქმებულთა 33% არის ქალი, ხოლო 48.1% არის კაცი. დასაქმებულთა 41.9% ქალაქში მუშაობს, ხოლო 37.7% სოფლად არის დასაქმებული.

უმუშევარი მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან 124 200 პირი არის ქალი, ხოლო 220 400 მამაკაცია. 2020 წელს 15 წელს ზემოთ მოსახლეობის რაოდენობა 3 018 500-ს შეადგენდა, საიდანაც 1 241 800 ადამიანი დასაქმებული, ხოლო 281 900 უმუშევარი იყო.

დასაქმებულთაგან 2020 წელს 33.9% ქალი იყო, ხოლო 49.5 კაცი.

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წელს 393 300 ადამიანი დედაქალაქში იყო დასაქმებული.

ipn.ge

Share