Home » ფინანსები » 2021 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 214 ლარით გაიზარდა და 1 389.6 ლარს გაუტოლდა

2021 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 214 ლარით გაიზარდა და 1 389.6 ლარს გაუტოლდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორში 1 389.6 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 214.0 ლარითაა გაზრდილი.

მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 1 098,4 ლარი, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 182.1 ლარით მეტია.

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

  • მსხვილი ბიზნესი – 1 440.3 ლარი;
  • საშუალო ბიზნესი – 1 640.4 ლარი;
  • მცირე ბიზნესი – 1 144.9 ლარი.

ამასთან, უწყების მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ.

თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 65.7 პროცენტი,
  • აჭარის ა.რ. – 8.4 პროცენტი,
  • იმერეთი – 6.7 პროცენტი,
  • ქვემო ქართლი – 5.7 პროცენტი,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.6 პროცენტი.
Share