Home » ეკონომიკა » 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტში 31,68 მლნ აშშ დოლარი დახარჯა

2021 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტში 31,68 მლნ აშშ დოლარი დახარჯა

ელექტროენერგიის იმპორტში გადახდილი თანხა გაიზარდა.

2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 1437 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაშიც 31,68 მლნ აშშ დოლარი გავიდა ქვეყნიდან.

2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, წელს იმპორტის ღირებულება 9,3%-ით გაიზარდა. წინა წლის ანალოგირ პერიოდში განხორციელებული ელექტროენერგიის იმპორტის ღირებულება 28,99 მლნ აშშ დოლარი იყო.

ცნობისთვის, ბოლო 5 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის იმპორტისთვის საქართველოდან 300 მლნ აშშ დოლარზე მეტი გავიდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ელექტროენერგიის მზარდი დეფიციტი აქვს, რაც განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ტემპს ვერ ეწევა ქვეყნის შიგნით ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობის ტემპი.

“ელგრინი“ მარტში განხორციელებული ელექტროენერგიის იმპორტის ტარიფებს ასაჯაროებს

წყარო: GBC.ge

Share