Home » მსოფლიო » 2021 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანის ეკონომიკა 3.6%-ით გაიზარდა

2021 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანის ეკონომიკა 3.6%-ით გაიზარდა

2021 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანის ეკონომიკა 3.6%-ით გაიზარდა, მათ შორის არასანავთობო სექტორი 5.5%-ზე მეტით.

ABC.AZ-ის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა განაცხადა ბაქოში თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს (CCTS) ქვეყნების ეკონომიკის მინისტრების მეათე შეხვედრაზე.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე, არის ინვესტიცია კერძო საწარმოების ძირითად საშუალებებში.

„წლის პირველ შვიდ თვეში ჩვენ კერძო ინვესტიციების 1.7%-ანი ზრდა გვაქვს. ექსპორტი გაიზარდა 31%-ით, მათ შორის არასანავთობო პროდუქციის ექსპორტი 37%-ით, 1.6 მილიარდ დოლარამდე.

სხვა მაკროფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ ოპტიმისტურია და რიგ პროგნოზებს აღემატება“, – განაცხადა მინისტრმა.

სანდრო პირველი

Share