Home » ეკონომიკა » 2021 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანიდან საქართველოში ბუნებრივი აირის იმპორტი 19,1%-ით შემცირდა

2021 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანიდან საქართველოში ბუნებრივი აირის იმპორტი 19,1%-ით შემცირდა

2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ აზერბაიჯანიდან 858.1 ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შემოიტანა,  ჯამში $ 126.6 მილიონის ღირებულების.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 19,1% -ით ნაკლებია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

ასევე, 8 თვის განმავლობაში საქართველომ აზერბაიჯანიდან შეიძინა 148.5 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 78.6 მილიონი დოლარის ღირებულების, რაც 0.7%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით.

Share