Home » მსოფლიო » 2021 წლის I კვარტალში, ჩინეთის ეკონომიკა რეკორდულად, 18.3%-ით გაიზარდა

2021 წლის I კვარტალში, ჩინეთის ეკონომიკა რეკორდულად, 18.3%-ით გაიზარდა

2021 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთის ეკონომიკა რეკორდულად, 18.3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ BBC წერს.

ეს ყველაზე დიდი ნახტომია მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის კუთხით მას შემდეგ, რაც ჩინეთმა დაიწყო კვარტალური მონაცემების შენახვა, 1992 წლიდან.

თუმცა, აღსანიშნავია რომ ეკონომიკის მსგავსი ზრდა ასევე მნიშვნელოვნადაა გამოწვეული გასული წლის უზარმაზარ ეკონომიკურ ვარდნით.

კოვიდ 19-ის პიკური აფეთქების გამო, რომელმაც ქვეყნის და ბიზნესაქტივობების მნიშნელოვანი შეზღუვდა  გამოიწვია, 2020 წლის პირველ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 6,8%-ით შეამცირა.

”ეროვნულმა ეკონომიკამ კარგი სტარტი აიღო”, – აცხადებენ ჩინეთის სტატისტიკის ეროვნულ ბიუროში,  პირველი კვარტლის მონაცემების გამოაქვეყნების შემდეგ.

თუმცა, მათი მხრიდან იქვეა აღნიშნული: ”ჩვენ უნდა იცოდეთ, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კვლავ ვრცელდება გლობალურად, რის გამოც საერთაშორისო სურათი გართულებულია მაღალი გაურკვევლობებით და არასტაბილურობით”.

ასევე აღნიშნულია, რომ სამრეწველო წარმოების მარტის თვის მაჩვენებელი 14.1% -თაა გაზრდილი, ვიდრე ერთი წლის წინათ, ხოლო საცალო ვაჭრობა 34.2% -ით გაიზარდა.

სანდრო პირველი

Share